სიახლეები

404 image

ფრესკოს მომხმარებლის რჩეული - ნინი ბრეგვაძე

სუპერმარკეტების ქსელმა "ფრესკომ" მუსიკალური შოუ X ფაქტორის 2015 წლის სეზონზე მომხმარებლის რჩეული გამოავლინა."ფრესკოს" ექვსივე სუპერმარკეტში მოწყობილი იყო X ფაქტორის კუთხე, სადაც ყველა მომხმარებელს შეეძლო ხმა მიეცა მისი ფავორიტი მონაწილესთვის."ფრესკო" მადლობას უხდის თითოეულ მომხმარებელს რომელიც X ფაქტორის მთელი სეზონის განმავლობაში ხმას აძლევდა თავის რჩეულ მონაწილეს და გამოავლინა საუკეთესო!ფრესკოს მომხმარებლის რჩეული გახდა ნინი ბრეგვაძე! "ფრესკომ" ნინის მომხმარებლის სახელით საჩუქრად გადასცა სტიპენდია 30 000 ლარის ოდენობით.  

404 image

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები პროდუქტითა და ბავშვებისთვის საჭირო საკანცელარიო ნივთებით მოამარაგა

2015 წლის ივნისის საქველმოქმედო აქცია.ფრესკოს მომხმარებლების მონაწილეობით „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ მორიგი აქცია ჩაატარა. [more]ივნისის თვეში მომხმარებლებისგან შემოსული თანხა მოხმარდა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან 7 ოჯახს. მათ ფრესკოს ფონდის წარმომადგენლები ეწვივნენ და პროდუქტითა და ბავშვებისთვის საჭირო საკანცელარიო ნივთებით მოამარაგეს.თითოეული ოჯახის სახელით მადლობას გიხდით იმ ქველმოქმედებისთვის, რომელიც თქვენ, ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო ფრესკოს სუპერმარკეტებში სიარულით გაწიეთ, ეს არ არის მხოლოდ ფრესკოს მიერ გაწეული ქველმოქმედება, ეს არის თქვენი, ჩვენი ყველა მომხმარებლის წვლილი ძალიან კეთილ საქმეში.„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ არის სწორედ ის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც თქვენ, „ფრესკოს“ მომხმარებლები, კიდევ არაერთი კეთილი საქმის მონაწილე გახდებით.  

404 image

„ფრესკოს“ მხარდაჭერა სტიქიით დაზარელებულებს

კომპანია „ფრესკო“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სტიქიის შედეგად დაღუპულთა გამო და სამძიმარს უცხადებს მათ ოჯახებს.[more] დაზარებულთა მხარდაჭერისა და თანადგომისათვის კომპანიამ აიღო ვალდებულება და დახმარება გაუწია თითოეულ დაზარელებულ ოჯახს და მოახდინა მათი მომარაგება საჭირო საკვები პროდუქტებითა და ჰიგიენის საშუალებებით. ასვევე „ფრესკოს“ საკვები პროდუქტებით ვუზრუნველყავით ის მოხალისეები, რომლებიც მზიურის პარკში და სვანიძის ქუჩაზე საკუთარი ნებით და დიდი შემართებით მონაწილეობენ სტიქიით დაზარალებული ქალაქის აღდგენაში.  „ფრესკო“ თქვენს გვერდით!        

404 image

ბავშვთა დაცვის დღე ფრესკოში

სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოში“ ტრადიციულად აღინიშნა ბავშვთა დაცვის დღე. ჩვენს ყველა ფილიალში ჟღერდა საბავშვო მუსიკა, მომსახურე პერსონალი გამოწყობილი იყო ბავშვების საყვარელი ზღაპრის გმირების ფორმებში,[more] ბავშვები დასაჩუქრდნენ სხვადასხვა ტკბილეულითა და ბუშტებით, მხატვრები კი ბავშვების სახის მოხატვაზე ზრუნავდნენ.„ფრესკო“ მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის კეთილგანწყობაზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გვყავდეს რაც შეიძლება მეტი ერთგული და კმაყოფილი მომხმარებელი. სწორედ ამიტომ „ფრესკო“ არ ივიწყებს ისეთ დღესასწაულს, როგორიც არის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და თვლის რომ ბავშვებზე ზრუნა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია.  

404 image

სტრუქტურული ცვლილება სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკოში"

კომპანია „ფრესკოში“ მოხდა სტრუქტურული ცვლილება, 2015 წლის 24 აპრილიდან გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ნესტან ბუცხრიკიძე.[more] ნესტან ბუცხრიკიძე დაიბადა 1976 წლის 10 აპრილს, ჰყავს მეუღლე და 2 შვილი განათლება: უმაღლესი, იურიდიული1996 წლიდან 2002 წლამდე იყო ადვოკატთა კოლეგიის წევრი, ადვოკატი2004 წლიდან დღემდე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით) 2007 წლიდან 2010 წლამდე მუშაობდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში, იურისტის თანამდებობაზე. 2011 წლიდან მუშაობდა კომპანია „ფრესკოში“, იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. 2014 წლიდან კი გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.  

404 image

სტრუქტურული ცვლილება სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკოში"

კომპანია „ფრესკოში“ მოხდა სტრუქტურული ცვლილება, 2015 წლის 24 აპრილიდან გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ნესტან ბუცხრიკიძე. [more] ნესტან ბუცხრიკიძე დაიბადა 1976 წლის 10 აპრილს, ჰყავს მეუღლე და 2 შვილი განათლება: უმაღლესი, იურიდიული. 1996 წლიდან 2002 წლამდე იყო ადვოკატთა კოლეგიის წევრი, ადვოკატი. 2004 წლიდან დღემდე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით). 2007 წლიდან 2010 წლამდე მუშაობდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში, იურისტის თანამდებობაზე.  2011 წლიდან მუშაობდა კომპანია „ფრესკოში“, იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. 2014 წლიდან კი გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.

404 image

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა" სოციალურად დაუცველ ოჯახებს სააღდგომო კალათები, საკვები პროდუქტები, ტკბილეული და საყოფაცხოვებო ნივთები გადასცა

2015 წლის მარტის საქველმოქმედო აქცია.ფრესკოს მომხმარებლების მონაწილეობით „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ მორიგი აქცია ჩაატარა.[more]მარტის თვეში მომხმარებლებისგან შემოსული თანხა მოხმარდა სოციალურად დაუცველ 5 ოჯახს. მათ ეწვივნენ ფრესკოს ფონდის წარმომადგენლები, [more] რომლებმაც მიულოცეს მრავალშვილიან ოჯახებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და საჩუქრად გადასცეს სააღდგომო კალათები, საკვები პროდუქტები, ტკბილეული და საყოფაცხოვებო ნივთები.თითოეული ოჯახის სახელით მადლობას გიხდით იმ ქველმოქმედებისთვის, რომელიც თქვენ, ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო, გაწიეთ.„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ არის სწორედ ის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც თქვენ, „ფრესკოს“ მომხმარებლები, კიდევ არაერთი კეთილი საქმის მონაწილე გახდებით. 

404 image

სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ განცხადება

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“, მის ქსელში არსებულ ყველა სუპერმარკეტში, 2015 წლის 23 თებერვლიდან, მომხმარებელს სთავაზობს 10 ყველაზე ხშირად მოხმარებად პროდუქტს[more]  (შაქარი, ზეთი, კარაქი, მაწონი, რძე, კვერცხი, ქათამი, მაკარონი, სარეცხი ფხვნილი, საპონი) ყველაზე დაბალ ფასად საქართველოში. მიუხედავად ეროვნული ვალუტის მნიშვნელოვანი გაუფასურებისა, კომპანია „ფრესკო“ აგრძელებს სოციალურად ორიენტირებულ პოლიტიკას და აფართოებს პროდუქტების სიას კიდევ 6 პროდუქტით (კარტოფილი, წიწიბურა, შერეული ფარში, შვრიის ფანტელი, ლობიო, ტუალეტის ქაღალდი) რომელიც ორშაბათს, 30 მარტს, დილის 10 საათიდან ასევე გაიყიდება ყველაზე დაბალ ფასად საქართველოში. „ფრესკოს“ მიზანია, ჰყავდეს მუდმივად კმაყოფილი, ერთგული მომხმარებელი, სწორედ ამიტომ, კომპანია არ ატარებს ერთჯერად აქციებს და ერთგულ მომხმარებლებს ჰპირდება, რომ ქსელში არსებულ ისედაც დაბალ ფასებთან ერთად, ზემოთ აღნიშნულ 16 პროდუქტზე, „ფრესკოს“ ქსელში არსებულ ყველა სუპერმარმარკეტში, მუდმივად იქნება ყველაზე დაბალი ფასები, ვიდრე სადმე სხვაგან საქართველოს ტერიტორიაზე.   

404 image

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტები გადასცა

2015 წლის თებერვლის საქველმოქმედო აქცია.„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“  ფრესკოს მომხმარებლების მონაწილეობით მორიგი საქველმოქმედო აქცია ჩაატარა. თებერვლის თვეში მომხმარებლებისგან შემოსული თანხა [more] მოხმარდა სოციალურად დაუცველ 10 ოჯახს, რომელსაც ფრესკოს ფონდის წარმომადგენლები ეწვივნენ სახლებში და საკვები პროდუქტები გადასცეს.თითოეული ოჯახის სახელით მადლობას გიხდით იმ ქველმოქმედებისთვის, რომელიც თქვენ, ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო, გაწიეთ.„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ არის სწორედ ის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც თქვენ, „ფრესკოს“ მომხმარებლები, კიდევ არაერთი კეთილი საქმის მონაწილე გახდებით.