“ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ ბავშვთა დაცვის დღე „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ბენეფიციარებს მიულოცა და გასართობ ცენტრში უმასპინძლა. შოუ პროგრამას აფორმებდნენ Dj, წამყვანი და სხვადასხვა ზღაპრის გმირები. მათ იზრუნეს ბავშვების განწყობაზე [more] სხვადასხვა ანიმაციური შოუ პროგრამებით, ლაზერ შოუთი, თამაშებით, ცეკვებითა და სიმღერებით. „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ ყველა ბავშვს ულოცავს 1 ივნისს და უსურვებს უდარდელ ბავშვობას.