სიახლეები
„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტები გადასცა

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტები გადასცა

404 image

2015 წლის თებერვლის საქველმოქმედო აქცია.„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“  ფრესკოს მომხმარებლების მონაწილეობით მორიგი საქველმოქმედო აქცია ჩაატარა. თებერვლის თვეში მომხმარებლებისგან შემოსული თანხა [more] მოხმარდა სოციალურად დაუცველ 10 ოჯახს, რომელსაც ფრესკოს ფონდის წარმომადგენლები ეწვივნენ სახლებში და საკვები პროდუქტები გადასცეს.თითოეული ოჯახის სახელით მადლობას გიხდით იმ ქველმოქმედებისთვის, რომელიც თქვენ, ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო, გაწიეთ.„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ არის სწორედ ის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც თქვენ, „ფრესკოს“ მომხმარებლები, კიდევ არაერთი კეთილი საქმის მონაწილე გახდებით.  

მსგავსი სიახლეები
ყველას ნახვა
404 image

როგორ გახდე "ფრესკოს" მომწოდებელი?

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ მომხმარებელს პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.  ამჟამად „ფრესკოს“ სუპერმარკეტებში 25 000-ზე მეტი დასახელების ასორტიმენტული ერთეულია  წარმოდგენილი.[more]  „ფრესკო“ თანამშრომლობს, როგორც უცხოელ მომწოდებლებთან, ასევე ადგილობრივ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მწარმოებლებთან. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ საქონლის ასორტიმენტის ზრდაზე და ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შესაძლებლობას ვაძლევთ გახდეს სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ მომწოდებელი. მომწოდებელთა შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება შემდეგ კრიტერიუმებს:  მომწოდებლის მიერ შემოთავაზებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხის სტანდარტს და ჰქონდეს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატი; სასურველია მომწოდებელი იყოს დღგ-ს გადამხდელი; თუკი გადაწყვიტეთ გახდეთ „ფრესკოს“ მომწოდებელი უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები: პროდუქციის ფასების ჩამონათვალი სადისტრიბუციო ფასით (სასურველია პროდუქციის კატალოგი); იურიდიული მონაცემები; დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ: +995 32 2 90 79 07 (110) ელ-ფოსტა: commerce@fresco.geკომერციული (შესყიდვების) განყოფილება გამოიყენეთ  შანსი და გახდით „ფრესკოს“ პარტნიორი!