სიახლეები

404 image

სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკო“-ს დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის განცხადება.

ნათქვამია -"საქმემან შენმან გამოგაჩინოსო“, სწორედ ამიტომ 2012 წლიდან, მას შემდეგ, რაც კომპანია „ფრესკო“ გამოჩნდა ქართულ რითეილ ბაზარზე, მე არ მიმიცია არც ერთი ინტერვიუ და არ გამიკეთებია არც ერთი საჯარო განცხადება.[more] „ფრესკო“- მ ბაზარზე გამოჩენისთანავე მიიქცია მომხმარებლის და კონკურენტების ყურადღება, რამდენადაც ერთადერთი კომპანიაა ქვეყანაში, რომელიც საკუთარ მიწაზე, საკუთარი ინვესტიციითა და ძალებით ნაშენებსაკუთარ სუპერმარკეტებში, თავადვე აწარმოებს ბიზნესის ოპერირებას. 24 საათი დღე-ღამეში, კვირაში 7 დღე „ფრესკოს“ 1000 (ათასი) კაციანი გუნდი მუდამ მომხმარებლის სამსახურშია. მაღალი ხარისხი, სისუფთავე, მუდმივად ახალი პროდუქცია, სურსათის უვნებლობის სტანდარტების 100 % იანი დაცვა, დაბალი ფასები, გადასახადების და მომწოდებლების კუთვნილი თანხების დროულად გადახდა, ყოველთვის გამოარჩევს „ფრესკოს“ გუნდს; გუნდს თავისუფალს, ყოველგვარი ნეპოტიზმისაგან, კლანური და პოლიტიკური წნეხისგან; გუნდსრომელსაც მართავს ჩემს მიერ სათითაოდ და რუდუნებით შერჩეული ტოპ-მენეჯერების ჯგუფი, რომლებითაც არამარტო მე, არამედ ნებისმიერი დამფუძნებელი იამაყებდა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. მიუხედავად მიღწეული წარმატებისა „ფრესკოს“ მენეჯმენტს და თანამშრომლებს კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი მომხმარებლის, ქვეყნისა და ნებისმიერი „ფრესკოელის“ საკეთილდღეოდ. სამწუხაროდ, ქვეყანაში გავრცელებული შური, ეკონომიკის და ბიზნესის მიმართ აგდებული დამოკიდებულება, უსინდისო და უსირცხვილო კონკურენცია, თავისუფალი პრესის ზოგიერთი წარმომადგენლის ცინიზმი პირადად შემეხო მე და ჩვენს კომპანიას. სანამ პირადად მე მეხებოდნენ არავითარი რეაგირება არ მქონდა, რამდენადაც „ძაღლი ყეფს და ქარავანი თავის გზით მიდის“. ეს არ იყო პირველი და ალბათ არც უკანასკნელი ჩემს ბიზნეს ცხოვრებაში მაგრამ, მას შემდეგ რაც წელიწად-ნახევრის წინ, ყვითელი პრესის ერთ-ერთი გამოცემა თავისი საგაზეთო პუბლიკაციით ბინძურად შეეხო „ფრესკოს“ გუნდს დარეგულარულად ურტყამდა გარკვეული ხალხის დაკვეთით, ჩვენ, სამართლებრივ სივრცეში მცხოვრები ბიზნეს სტრუქტურა, სასამართლოს გზით შევეცადეთ სიმართლის აღდგენას და მივაღწიეთ კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ სასამართლოს განაჩენი დღემდე აღსრულებული არ არის და გამოცემას ჯერაც არ მოუხდიაბოდიში არასწორი ინფორმაციის გავრცელებისათვის, ხოლო პროკურატურა, რომელსაც სისხლის სამართლის საქმის აღძვრისათვის მივმართეთ, სამწუხაროდ დუმს. „ფრესკოს“ მიერ სასამართლოში შეტანილი კიდევ რამოდენიმე საქმე ელის თავის დროს და განაჩენს. ბოლო წვეთი, რომელმაც აავსო ჩვენი მოთმინების ფიალა იყო ის აბსოლუტურად უხამსი კომენტარი სატელევიზიო ეთერში, როდესაც ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზიის ჟურნალისტმა დილის ეთერში თავს ნება მისცა პრესის მიმოხილვის დროს, სუბიექტურად გადამეტებული უარყოფითი შეფასებამიეცა პრესაში დაბეჭდილ, გადაუმოწმებელ ფაქტზე. ეს ხდება მაშინ როდესაც გადაცემა ფინანსდება ჩვენი კონკურენტების მიერ და ჟურნალისტი რომელიც კონკურენტის ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში იმყოფება მიმოხილულ ინფორმაციას ამატებს, რომ ამ კონკურენტის ქსელში მსგავსი შემთხვევა გამორიცხულია. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე მე, ბიზნესმენი ვასილ სოფრომაძე და კომპანია „ფრესკო“ ვღებულობთ გამოწვევას და ვაცხადებთ შემდეგს:1. დაწყებული 2015 წლის 23 თებერვლის დილის 10:00 საათიდან „ფრესკოს“ ქსელში არსებულ ყველა სუპერმარკეტში მოსახლეობისთვის ყველაზე საჭირო 10 (ათ) პრინციპულ პროდუქტზე ნებისმიერ მომეტში იქნება ყველაზე დაბალი ფასი ვიდრე სადმე, საქართველოს ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ფრესკოს 5% ფასადკლების ბარათის გამოყენებით ქსელში მუდმივად ისედაც ყველაზე დაბალი ფასებია ქვეყნის მასშტაბით.2. კონკურენტი ქსელის სუპერმარკეტის გვერდით ჩვენ შევიძენთ მიწის ნაკვეთს და ავაშენებთ ფრესკოს სუპერმარკეტს, რადგან ნათლად დავანახოთ მომხმარებელს განსხვავება „ფრესკოსა“ და კონკურენტ სუპერმარკეტს შორის და რაც მთავარია სიტყვას ვიძლევით, ჩვენ ამ გეგმას განვახორციელებთ მიმდინარე წლის ბოლომდე.3. ყველას ვისაც არ ესმის ჯანსაღი კონკურენცია და შეეცდება ბინძური გზებით და ქმედებებით შეეხოს „ფრესკოს“ გაფრთხილებთ:თავი შეიკავეთ ამ დაუფიქრებელი ნაბიჯისაგან, რამდენადაც ბოლომდე გამოგყვებით სამართლებრივ სივრცეში და ჩვენი ბიზნეს გადაწყვეტილებებით და რესურსებით შევძლებთ ინანოთ თქვენი დაუფიქრებელი საქციელი.ვასილ სოფრომაძე  16.02.2015  

404 image

ფრესკო – სოციალურად მიმართული კომპანია

მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს ათასობით მომხმარებელს ერთგულებისთვის, რაც „ფრესკო“-ს კიდევ ერთხელ აძლევს საშუალებას უფრო მყარად ატარებდეს სოციალურად ორიენტირებული კომპანიის პოლიტიკას[more]  და ყოველთვის გთავაზობდეთ ყველაზე დაბალ ფასებს სწორედ იმ პროდუქტზე რაზეც იხარჯება თქვენი ოჯახის ბიუჯეტის დიდი ნაწილი.ლარის კურსის მნიშვნელოვანი გაუფასურების ფონზე კომპანია „ფრესკო“ ახერხებს შეინარჩუნოს ქსელში არსებული დაბალი ფასები და ამავე დროს მხარში უდგას საქართველოს მთავრობას და არ ითხოვს ბიუჯეტიდან მის კუთვნილ მილიონობით ლარ დამატებული ღირებულების გადასახადს (დღგ ) რათა არ მოხდეს სოციალური პროექტებისთვის გამოყოფილი თანხების შეფერხება, ამ ისედაც რთულ პერიოდში.     

404 image

ფრესკო მომხმარებელს ყველაზე დაბალ ფასებს სთავაზობს

ქართულ რითეილ ბაზარზე დღეს მრავალი კომპანია ოპერირებს და კონკურენციაც საკმაოდ მაღალია. [more]  მათგან ერთ-ერთი კომპანია "ფრესკოა", რომელიც სხვა კომპანიებთან შედარებით ახალია, მაგრამ ამის მიუხედავადაც უკვე საკმაოდ კარგად მოახერხა ბაზარზე თავის დამკვიდრება. თუ როგორ შეძლო ბაზარზე პოზიციონირება და რას სთავაზობს მომხმარებელს ფრესკო~, ამის შესახებ კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე სიხარულიძე გვესაუბრა.- რამდენი ხანია რაც ქართულ ბაზარზე შემოხვედით, რამდენ ფილიალს აერთიანებთ და გეგმავთ თუ არა უახლოეს მომავალში ქსელის კიდევ გაფართოებას?- სუპერმარკეტების ქსელი "ფრესკო" ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან შემოვიდა. პირველი სუპერმარკეტი ვარკეთილში გავხსენით, შემდეგ ნელ-ნელა ქსელი თბილისის მასშტაბით გავაფართოვეთ. ამჟამად "ფრესკოს" ქსელი აერთიანებს ექვს მსხვილ სუპერმარკეტს და წარმოდგენილია თბილისის სხვადასხვა უბნებში: ვარკეთილში, მუსხიანში, ორთაჭალაში, საბურთალოზე, ჩუღურეთსა და სანზონაში. კომპანია "ფრესკო" აგრძელებს გაფართოებას და 2015 წელს გეგმავს 2 ახალი სუპერმარკეტის გახსნას ისანსა და დიღმის რაიონში. - "ფრესკო" ქართული კაპიტალია თუ გყავთ უცხოელი პარტნიორებიც?- "ფრეკო" ეს არის უცხოური ძლიერი ფინანსური ჯგუფის ქართული ნაწილი, რომლის ისტორიაც გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება და რომლის სათავეშიც დგას ეროვნებით ქართველი ინვესტორი."ფრესკო" ორიენტირებულია იმაზე, რომ საქართველოში შექმენას წარმატებული და კომფორტული ბიზნესგარემო როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ჩვენთან დასაქამებული ასეულობით ადამიანისთვის. "ფრესკო" ეს არის კომპანია, რომელიც არა მხოლოდ რითეილ ბიზნესს, არამედ სამშენებლო ბიზნესსაც ავითარებს. მოგეხსენებათ, რომ ყველა ჩვენი სუპერმარკეტი არის ჩვენივე სახსრებით აშენებული. ჩვენ ჯერ მიწას ვიძენთ, შემდეგ კი თავად ვახდენთ სუპერმარკეტების მშენებლობას, რაც თავიდან, ბუნებრივია, საკმაოდ დიდ ინვესტიციებს მოითხოვს, თუმცა შემდეგ გვანთავისუფლებს ყოველთვიური საიჯარო ხარჯებისგან, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ მომგებიანია. - მოგეხსენებათ, მსგავსი სუპერმარკეტების ქსელები მრავლადაა და ამ ბაზარზე კონკურენციაც საკმაოდ მაღალია, როგორ აპირებთ კონკურენციის გაწევას სხვა უფრო ძველი და გამოცდილი მოთამაშეებისთვის?- მიუხედავად იმისა, რომ "ფრესკო" სულ რაღაც 3 წელია რაც წარმოდგენილია რითეილ ბაზარზე, ჩვენ შევძელით, რომ ძველი და გამოცდილი ქსელებისთვის გაგვეწია სერიოზული კონკურენცია. დღეისთვის მათ საერთოდ აღარ განვიხილავთ, როგორც ჩვენზე ძლიერ კონკურენტებს. ჯანსაღი კონკურენცია კი, საბოლოო ჯამში, მომხმარებელს უქმნის შესაძლებლობას მიიღოს საუკეთესო. ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო და იქნება ვიყოთ ის კომპანია, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებელზე და ამისთვის მათ ვთავაზობთ: ყველაზე დაბალ ფასებს იმ პროდუქტებზე, რაზეც იხარჯება მათი ოჯახის ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი, კომფორტულ გარემოს, მაღალი ხარისხის მომსახურებას, პროდუქციის ფართო არჩევანს, რომელიც მოიცავს როგორც ადგილობრივ, ასევე ჩვენივე იმპორტირებულ პროდუქციას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. "ფრესკო"  ქმნის გარემოს, რომელიც მორგებულია და მისაღებია ყველა ტიპის მომხმარებლისთვის. ჩვენს სუპერმარკეტებში პროდუქტზე ყველგან ერთი ფასია განსხვავებით მისი ტერიტორიული მდებარეობისგან.სუპერმარკეტების ქსელი "ფრესკო" ვიზუალურადაც გამორჩეულია, რადგან როგორც ზევით აღვნიშნე, ჩვენ თავად ვაშენებთ ყველა ჩვენს ობიექტს და ვზრუნავთ როგორც გარეგნულ იერსახეზე, ასევე ყველა იმ შიდა პირობებზე, რომელიც საჭიროა კომფორტისთვის. ამის ნათელი მაგალითია ფრესკოს~ ყველა სუპერმარკეტში არსებული მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები, სადაც მომხმარებელს კომფორტულად და უსაფრთხოდ შეუძლია მანქანის გაჩერება. - რით არის თქვენი ქსელი განსხვავებული სხვა მსგავსი ობიექტებისგან, ანუ რატომ უნდა გააკეთოს მომხმარებელმა არჩევანი "ფრესკო"-ზე?- ის, თუ რატომ უნდა გააკეთოს მომხმარებელმა არჩევანი სუპერმარკეტ ფრესკოზე~, საკმაოდ ნათელია, რადგანაც ფრესკო~ არის სუპერმარკეტი, რომელიც მუშაობს 24 საათის განმავლობაში, იცავს ხარისხის სტანდარტებს, სთავაზობს მომხმარებელს ყველაზე დაბალ ფასებს, კვალიფიციური კადრის დახმარებით უწევს მაღალი ხარისხის მომსახურებას, სთავაზობს 25,000-ზე მეტი დასახელების პროდუქციას, გააჩნია უპრეცედენტო პროდუქტი - ფრესკოს 5% ფასდაკლების ბარათი, რომლითაც მომხმარებელი ყოველგვარი ქულების და ა.შ დაგროვებს გარეშე იღებს მომენტალურ სარგებელს, მინუს 5%-ს სუპერმარკეტში არსებულ ყველა პროდუქტზე. იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის ჩვენთან სტუმრობა კიდევ უფრო სასიამოვნო და ხელსაყრელი ყოფილიყო, შევქმენით გარემო, სადაც არის კაფე, საბავშვო კუთხე, აფთიაქი და სხვადასხვა მომსახურების პუნქტები. - დედაქალაქის გარდა თუ აპირებთ რეგიონების ათვისებასაც და სულ რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული თქვენს ქსელში?- სამომავლო გეგმებში, რა თქმა უნდა, არის თბილისის გარდა საქართველოს სხვა დიდ ქალებში "ფრესკოს" სუპერმარკეტების გახსნა, ვინაიდან ამის შესახებ თავად მომხმარებლები გვატყობინებენ, რომ სურთ "ფრესკო" იყოს ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში და ა.შ. ჩვენ მუდმივად ვეძებთ მიწებს და მზად ვართ გავხსნათ სუპერმარკეტი "ფრესკო" იქ, სადაც არის ჩვენი მომხმარებელი. დღეისთვის "ფრესკოში", სამშენებლო სექტორთან ერთად, 1500-ი ადამიანია დასაქმებული, რომელთა რიცხვი 2015 წლის ბოლომდე კიდევ 500 ადამიანით გაიზრდება.ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს საქართველოში "ფრესკო" არის კომპანია, რომელიც ქმნის რეალურად ძალიან ბევრ სამუშაო ადგილს და ებრძვის ქვეყანაში არსებულ ყველაზე მთავარს - დასაქმების პრობლემას. სწორედ ყველაფერი ეს გვაძლევს სრული პასუხისმგებლობით იმის განცხადების უფლებას, რომ "ფრესკო" არის ნომერ პირველი კომპანია საქართველოს რითეილ ბაზარზე.   

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ უმასპინძლა მოსწავლეებს ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებიდან

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ უმასპინძლა მოსწავლეებს ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებიდან

2015 წლის დეკემბერის საქველმოქმედო აქცია.„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“  ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებიდან: დიცი, დვანი და ერგნეთიდან თბილისში ჩამოსულ სკოლის მოსწავლეებს [more]სუპერმარკეტების ქსელი ფრესკოს ორთაჭალის ფილიალში არსებულ კაფეში უმასპინძლა. თითოეული მათგანის სახელით მადლობას გიხდით იმ ქველმოქმედებისთვის, რომელიც თქვენ, ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო ფრესკოს სუპერმარკეტებში სიარულით გაწიეთ, ეს არ არის მხოლოდ „ფრესკოს“ მიერ გაწეული ქველმოქმედება, ეს არის თქვენი, ჩვენი ყველა მომხმარებლის წვლილი ძალიან კეთილ საქმეში. 

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ წინასაახალწლოდ მორიგი საქველმოქმედო აქცია ჩაატარა

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ წინასაახალწლოდ მორიგი საქველმოქმედო აქცია ჩაატარა

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“  ფრესკოს მომხმარებლების მონაწილეობით წინასაახალწლოდ მორიგი საქველმოქმედო აქცია ჩაატარა. დეკემბრის თვეში მომხმარებლებისგან შემოსული თანხა მოხმარდა „მომავლის გზის“ [more] მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, რომელთაც საჩუქრად ტკბილეული, საჩუქრები და ნაძვისხე გადაეცათ.ფონდის წარმომადგენლებთან ერთად ბავშვებს „მულტი პულტის“ ზღაპრის გმირი და ილუზიონისტი ესტუმრნენ.„მომავლის გზის“  ბავშვების სახელით მადლობას გიხდით იმ ლამაზი დღისთვის, რომელიც თქვენ, ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო, ბავშვებს აჩუქეთ. „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ არის სწორედ ის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც თქვენ, „ფრესკოს“ მომხმარებლები, კიდევ არაერთი კეთილი საქმის მონაწილე გახდებით.      

404 image

სუპერმარკეტების ქსელმა „ფრესკო“ რიგით მე-6 სუპერმარკეტი სანზონაში გახსნა

25 დეკემბერს, სანზონაში, გურამიშვილის №64-ში სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკო“- ს რიგით მეექვსე სუპერმარკეტი გაიხსნა.  “ფრესკო“ 3000 კვ. მეტრზეა განთავსებული და ის 24 საათის განმავლობაში ემსახურება მომხმარებელს.[more] მის ტერიტორიაზე განლაგებულია თვითმომსახურე კაფე, თონე, საბავშვო კუთხე, აფთიაქი, მიწისქვეშა ავტოსადგომი და სხვა ობიექტები.  ტერიტორია სრულადაა აღჭურვილი უფასო wi-fi ინტერნეტით. ახალი სუპერმარკეტის გახსნასთან ერთად კომპანიამ დამატებით  120 სამუშაო ადგილი შექმნა , საერთო ჯამში კი „ფრესკოს“ თანამშრომლების საერთო რაოდენობამ 1500 ადამიანს მიაღწია. „ფრესკოს“  სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტია.  სუპერმარკეტში წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივი, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ექსკლუზიური პროდუქტები, რომელთა ხარისხზე "ფრესკო" მუდმივად ზრუნავს.  სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ საქართველოს ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა  და დღეისათვის ექვს მსხვილ სუპერმარკეტს ფლობს ვარკეთილში, მუხიანში, ორთაჭალაში, საბურთალოზე, ჩუღურეთსა და უკვე სანზონაშიც. კომპანიის სტრატეგია არის ქსელის გაფართოება მთელი თბილისის მასშტაბით და 2015 წლის ბოლოს  „ფრესკო“ უკვე საკუთრებაში არსებული 10 სუპერმარკეტით იქნება ბაზარზე  წარმოდგენილი. „ფრესკოს“ ახალი სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურის სუპერმარკეტები ხელს უწყობს თბილისის სხვადასხვა უბნების განვითარებას,  ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და მომხმარებელს კომფორტულ გარემოში მაღალი ხარისხის პროდუქციას ყველზე დაბალ ფასად სთავაზობს. გვესტუმრეთ და შეგვაფასეთ