სიახლეები

404 image

მრავალჯერადი მოხმარების ჩანთები "ფრესკო"-ში

სასიამოვნო სიახლე "ფრესკოში" !“ფრესკოს“  ქსელის ყველა სუპერმარკეტში  უკვე შესაძლებელია მრავალჯერადი მოხმარების ჩანთების შეძენა, რომლებიც განთავსებულია „ფრესკოს“ სალაროებთან და ძალიან ლამაზად კორპორატიულ ფერებშია  გადაწყვეტილი.[more]ჩანთის ღირებულება შეადგენს 1.95ლ. კომპანია „ფრესკო“-ს მიზანია შეამციროს პოლიეთილენის პარკების ჭარბი გამოყენება, სწორედ ამიტომ, „ფრესკოს“  ქსელში არსებული პარკები არის ბიოდეგრადირებადი და ახლა უკვე მომხმარებელს მრავალჯერადი მოხმარების ჩანთებსაც სთვაზობს. კომპანია „ფრესკო“ იმედს გამოთქვამს, რომ  ეს ტენდენცია საქართველოშიც შემოვა და მომხმარებლის ჩვევა, იაროს სუპერმარკეტში მრავალჯერადი ჩანთებით აუცილებლად დაინერგება. შეიძინეთ "ფრესკოს" ჩანთები და შეიტანეთ თქვენი წვლილი გარემოს დაცვაში. ფრესკო - თქვენი ცხოვრების ხარისხი!   

404 image

კომპანია „ფრესკოს“ მე-7 სუპერმარკეტი ისანში გაიხსნა

 2015 წლის 19 ნოემბერს ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქ. №42-ში კომპანია „ფრესკოს" მეშვიდე სუპერმარკეტი გაიხსნა. სუპერმარკეტი 7000 კვ. მეტრზეა განთავსებული და ის 24 საათის განმავლობაში მოემსახურება მომხმარებელს.[more] ტერიტორიაზე განთავსებულია თვითმომსახურე კაფე,საბავშვო კუთხე, თონე, აფთიაქი,  ავტოსადგომი (150 მანქანაზე). ტერიტორია აღჭურვილია უფასო wi-fi ინტერნეტით. ახალი სუპერმარკეტის გახსნასთან ერთად კომპანიამ დამატებით  200 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა,  დღეის მდგომარეობით კი „ფრესკოში“ 1500 ადამიანია დასაქმებული. „ფრესკოს“  სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტია. სუპერმარკეტში წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივი, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული, ექსკლუზიური პროდუქტები, რომელთა ხარისხზე "ფრესკო" მუდმივად ზრუნავს. კომპანია „ფრესკო“ საქართველოს ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა  და დღეისათვის შვიდ სუპერმარკეტს ფლობს ვარკეთილში, მუხიანში, ორთაჭალაში, საბურთალოზე, ჩუღურეთში, სანზონასა და ახლა უკვე ისანში. წლის ბოლომდე „ფრესკოს“ ქსელს კიდევ ერთი ახალი,  მერვე სუპერმარკეტი შეემატება გლდანში.კომპანია  გეგმავს ქსელის გაფართოებას როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. „ფრესკოს“ ახალი სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურის სუპერმარკეტები ხელს უწყობს თბილისის სხვადასხვა უბნების განვითარებას,  ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და მომხმარებელს კომფორტულ გარემოში მაღალი ხარისხის პროდუქციას ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს.  ფრესკო - თქვენი ცხოვრების ხარისხი!       

404 image

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი "სიკეთის ლამპარს" ესტუმრა

2015 წლის ოქტომბრის საქველმოქმედო აქცია.„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ „ფრესკოს“ მომხმარებლების მონაწილეობით მორიგი აქცია ჩაატარა. ფონდის წარმომადგენლები მოხუცთა და ინვალიდთა სახლს „სიკეთის ლამპარს“ ესტუმრნენ [more] და პროდუქტით, ტკბილეულითა და საჭირო ნივთებით მოამარაგეს.„სიკეთის ლამპარის“ ხანდაზმულთა სახელით მადლობას გიხდით იმ ქველმოქმედებისთვის, რომელიც თქვენ, ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო ფრესკოს სუპერმარკეტებში სიარულით გაწიეთ, ეს არ არის მხოლოდ „ფრესკოს“ მიერ გაწეული ქველმოქმედება, ეს არის თქვენი, ჩვენი ყველა მომხმარებლის წვლილი ძალიან კეთილ საქმეში.      

404 image

FRESCO MUSIC FEST - 25 / 26 სექტემბერს ლისის ტბაზე გაიმართა

25 - 26 სექტემბერს კომპანია "ფრესკომ" გამართა 2 დღიანი მუსიკალური ფესტივალი FRESCO MUSIC FEST გამომდინარე იქედან, რომ "ფრესკო" სიმწვანესთან, სიახლესთან და სიჯანსაღესთან ასოცირდება ლოკაციაც შესაბამისი შეირჩა და [more]ფესტივალი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიზე ღია ცის ქვეშ გაიმართა.  Fresco Music Fest 19:00-ზე დაიწყო და ორივე დღეს დილის 4 საათაამდე გრძელდებოდა. "ფრესკოს" გადაწყვეტილებით ფესტივალი ჩატარდა სხვადასხვა მუსიკალური გემოვნების მქონე მსმენელებისათვის და სწორედ ამიტომ ფესტივალზე წარმოდგენილნი იყვნენ  სხვადასხვა ჟანრის როგორც ქართველი, ასევე უცხოელი არტისტები. 25 სექტემბერს ფესტივალი გახსნეს ქრთველმა არტისტებმა. შემდეგ კი ჯგუფმა გამოუვალმა მდგომარეობამ შემოგვთავაზა ლაივ კონცერტი.გვიან ღამე დაუკრა სპეციალურად ფესტივალისთვის მოწვეულმა უცხოელმა დიჯეიმ Fairmont.26 სექტემბერს მსმენელის წინაშე წარსდგნენ Salio და Green Room, ხოლო შემდეგ დაუკრეს სპეციალურად ფესტივალისთვის მოწვეულმა არტისტებმა Mishkimoves და Brett Johnson, რომლებიც ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარსდგნენ. ფესტივალზე დასწრება იყო სრულიად უფასო! ფესტივალის არსი ბევრისთვის სრულიად გასაგებია, მაგრამ ზოგიერთებს უჩნდებათ კითხვას რა კავშირშია ერთმანეთთან "ფრესკო" და მუსიკალური ფესტივალი. პირველ რიგში ეს არ იყო კომერციული პროექტი და ესეგი აქედან კომპანია არავითარ შემოსავალს არ ელოდებოდა, რა თქმა უნდა არც ხარჯების დაფარვას. მეორე, ეს არ იყო პოლიტიკური პროექტი და არც "ფრესკოს" სარეკლამო პროექტი რომ "ფრესკოს" ცნობადობა გაეზარდა, ვინაიდან ეს პირდაპირ არ არის კავშირში რითეილ ბიზნესთან. უბრალოდ, კომპანია "ფრესკომ" გადაწყვიტა, თავისი მომხმარებლებისათვის, თანამშრომელებისათვს, მეგობრებისათვის, მომწოდებლებისათვის და ყველა თბილისელისათვის მოეწყო 2 დაუვიწყარი საღამო. FRESCO MUSIC FEST ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და მომავალ წელსაც სექტემბრის ბოლო უიქენდზე კიდევ უფრო მაშტაბური და მრავალფეროვანი გაიმართება.

404 image

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის ღონისძიება

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ ფრესკოს მომხმარებლების მონაწილეობით ჩაატარა მორიგი საქველმოქმედო აქცია. სექტემბრის  თვეში მომხმარებლებისგან შემოსული თანხა მოხმარდა  „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ბენეფიციარებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, რომელთაც საჭირო საკვები პროდუქტები და ტკბილეული გადაეცათ.ბავშვების სახელით დიდ მადლობას გიხდით იმ ქველმოქმედებისთვის, რომელიც თქვენ, ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო ფრესკოს სუპერმარკეტებში სიარულით გაწიეთ, ეს არ არის მხოლოდ ფრესკოს მიერ გაწეული ქველმოქმედება, ეს არის თქვენი, ჩვენი ყველა მომხმარებლის წვლილი ძალიან კეთილ საქმეში.