სიახლეები

404 image

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ და ქართველი მხატვრები 17 წლის მიხეილ სხვიტარიძის დასახმარებლად გაერთიანდნენ

გაეცანით "ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის" მიერ  2017 წლის 22 დკემბერს განხორციელებულ საქველმოქმედო გამოფენა - გაყიდვის შესახებ სტატიას."ქართველი მხატვრები „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის“ ორგანიზებით გაერთიანდნენ და საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხით 17 წლის მიხეილ სხვიტარიძეს ეხმარებიან. 18 600 ლარი, რომელიც ღონისძიებაზე შეგროვდა, სრულად მიშიკოს გადაერიცხება, რომელსაც სასწრაფოდ ხერხემლის ოპერაციის გაკეთება სჭირდება.მიშიკოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები 2002 წელს დაეწყო და დღემდე 6 ოპერაცია აქვს გაკეთებული, თუმცა უშედეგოდ. როგორც "ფრესკოს" გენერალური დირექტორი სოფიო კორძახია განმარტავს, მიშიკო შეძლებს, რომ საჭირო ოპერაცია ჩაიტაროს.„ჩვენი საქველმოქმედო ფონდი უკვე 4 წელია ეხმარება სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებსა და ოჯახებს. მოხარული ვარ, რომ ამჯერად ჩვენთან ერთად გაერთიანდნენ მხატვრები და სწორედ ჩვენი დახმარებით შეძლებს მიშიკო ამ რთული ოპერაციის გაკეთებას. სამომავლოდაც ვაპირებთ მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას და მჯერა, რომ ერთად ბევრი კეთილი საქმის გაკეთება შეგვიძლია,“ – განმარტავს სოფიო კორძახია.საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას, რომელიც 22 დეკემბერს Hillside Residence-ში გაიმართა, მხარს უჭერენ ქართველი მხატვრები გია ბუღაძე, ოლეგ ტიმჩენკო, გია ჯაფარიძე, გივი თოიძე, მაია თოიძე, დავით პოპიაშვილი, ნინო ჩაკვეტაძე, გია გუგუშვილი, ნანი ფოცხვერაშვილი, დავით ბაძაღუა, თეა თომაძე, ირმა სვანიძე, ბაჩო გეგუჩაძე, ასევე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ლექტორები და სტუდენტები."იხილეთ სტატია www.bpg.ge ​ბმულზე 

404 image

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის “ორგანიზებით გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

კომპანია „ფრესკოს“ ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საამაყო ნაწილი „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდია“, რომელიც 2014 წლის ივლისის თვეში დაარსდა. ფონდი, ბოლო 4 წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით დაეხმარა, 1000-ზე მეტ სოციალურად დაუცველი ბავშვს, მზრუნველობა მოკლებულ მოხუცსა და სოციალურად დაუცველი მრავალშვილიან ოჯახს.ღონისძიება ატარებდა საქველმოქმედო ხასიათს და მისი მიზანი იყო, დახმარებოდა 17 წლის მიხეილ სხვიტარიძეს, რომელსაც ხერხემლის მძიმე პრობლემის გამო საჭიროებს სასწრაფო ოპერაციას საზღვარგარეთ.საქველმოქმედო გამოფენას მხარს უჭერდნენ ქართველი მხატვრები გია ბუღაძე, ოლეგ ტიმჩენკო, გია ჯაფარიძე, გივი თოიძე, მაია თოიძე, დავით პოპიაშვილი, ნინო ჩაკვეტაძე, გია გუგუშვილი, ნანი ფოცხვერაშვილი, დავით ბაძაღუა, თეა თომაძე და სხვა. ასევე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტები და ლექტორები.შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება მიშიკოს ოპერაციის ხარჯების ასანზღაურებლად.   

404 image

სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო„ აცხადებს ვაკანსიას სუპერმარკეტის გენერალური მენეჯერის პოზიციაზე

სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო„ აცხადებს ვაკანსიას სუპერმარკეტის გენერალური მენეჯერის  პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს! ასაკი: 25 წლიდან  მოვალეობები: დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება, მათი სამუშაოს კოორდინირება, შესასრულებელი სამუშაოს ზედამხედველობა; სუპერმარკეტში კლიენტების  მაღალი სტანდარტით მომსახურების უზრუნველყოფა; დარბაზში პროდუქციის შევსების უზრუნველყოფა; პროდუქციის შენახვის პირობების დაცვის კონტროლი; უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება. აუცილებელი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (საცალო გაყიდვების სფეროში); სასურველია პროგრამა Apex-ში მუშაობის გამოცდილება. პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი; სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; თანამშრომლების მოტივაციისა და განვითარების უნარი; ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი; პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი; მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა; გაყიდვების პრინციპების ცოდნა. მომსახურების პრინციპების ცოდნა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; შედეგზე ორიენტირებულობა; თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე,ფოტოსურათთან ერთად,შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@fresco.ge და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება „სუპერმარკეტის გენერალური მენეჯერი“. გისურვებთ წარმატებებს!სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტიტელ: + 995 32 2 907 907   

404 image

სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო„ აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე

სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო„ აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს! ასაკი: 25 წლიდან   მოვალეობები:  პროგრამული შეკვეთების უზრუნველყოფა; მომწოდებლებთან ურთიერთობა სასაქონლო კუთხით; აქციების დაგეგმვა/განხორციელება; შეცვლილი ფასების კონტროლი; პროდუქციის ანალიზი; მარჟის ანალიზი; ასორტიმენტის სისწორის კონტროლი; ახალი მომწოდებლის მოძიება; ნაშთების ოპტიმიზაცია; საქონლის ნომენკლატურის და ასორტიმენტის ცოდნა; საქონლის ხარისხის განსაზღვრის და სასაქონლო დანაკარგების შემცირების მეთოდების ცოდნა; საქონლის მოძრაობის აღრიცხვის ძირითადი პრინციპების ცოდნა; უშუალო ხელმძღვანელის დავალებების დროული შესრულება.  აუცილებელი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; სასურველია პროგრამა apex-ში მუშაობის გამოცდილება. პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:  ორგანიზებულობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; კომუნიკაბელურობა; პუნქტუალურობა;  თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე,ფოტოსურათთან ერთად,შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@fresco.ge და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.  გისურვებთ წარმატებებს!სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტიტელ: + 995 32 2 907 907