მისია
მისია

მისია

ჩვენ ორიენტირებული ვართ მომხმარებლების კომფორტზე. 

ფრესკოს მისიაა მომხმარებლებს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მაღალი დონის მომსახურება და კომფორტული გარემო. 

ისტორია

სუპერმარკეტების ქსელის გახსნის იდეა, 2010 წელს გაჩნდა - მთავარი ამოცანა იყო თბილისის გარე უბნების მაცხოვრებლებისათვისაც შექმნილიყო ისეთივე, კომფორტული და მაღალი სტანდარტების მქონე სავაჭრო ობიექტი, როგორიც შეიძლებოდა სხვა ნებისმიერ ცენტრალურ უბანში ყოფილიყო. 

ფრესკომ ბაზარზე შემოსვლისთანავე დაიწყო ქსელის აქტიური განვითარება და სუპერმარკეტების რაოდენობის სწრაფი ზრდის მეშვეობით იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად-მზარდი ქსელი გახდა. ფრესკოს პირველი სუპერმარკეტი ვარკეთილში, კალოუბნის 9-ში გაიხსნა. ამავე წელს გაიხსნა ფრესკოს მეორე სუპერმარკეტი მუხიანში. დღეს  კი თბილისის მასშტაბით ფრესკო  10 სუპერმარკეტს ფლობს, თბილისის სხვადასხვა უბანში. 

2016 წლიდან შემდგომ ეტაპზე ქსელის განვითარების თვალსაზრისით, კონცენტრაცია არა სუპერმარკეტების რაოდენობის ინტენსიურ ზრდაზე, არამედ არსებული ქსელის სტრუქტურულ-ორგანიზაციულ განვითარებასა და მომგებიანობის ზრდაზე მოახდინა.

ფრესკო ერთადერთი ქსელია საქართველოში, რომელიც ოპერირებს 100% საკუთრებაში არსებულ მიწისა და შენობების ბაზაზე, რაც განაპირობებს მის დამოუკიდებლობას და ფინანსურ სიძლიერეს

ისტორია

ჩვენი საქმიანობის შესახებ

მრავალფეროვანი ასორტიმენტი:  ფრესკოში მომხმარებლებს შესაძლობლობა აქვთ 24 საათის განმავლობაში შეიძინონ 20000-მდე დასახელების პროდუქტი  

კომფორტული გარემო: ფრესკო მომხმარებელს სთავაზობს მაქსიმალურ კომფორტს: კეთილმოწყობილ სავაჭრო დარბაზს, პარკირების ტერიტორიას, კეთილმოწყობილ შიდა და გარე კაფეს  და სხვადასხვა სერვისს. მხოლოდ „ფრესკოში“ მომხმარებლებს ერთ სივრცეში შეუძლიათ შეიძინონ მედიკამენტები, აქსესუარები, პარფუმერია, ბავშვისა და ქალის ტანსაცმელი, ისარგებლონ ქიმწმენდის სერვისით და სხვა მათთვის საჭირო ნივთები. 

უმაღლესი ხარისხის პროდუქცია:  ფრესკოს ხარიხსის მართვის სამსახურის მიერ მუდმივად ხორციელდება წარმოების სანიტარული და ჰიგიენური საიმედოების შემოწმება და შეფასება. ყოველდღიურად ახალი ხორც პროდუქტები, ხილ-ბოსტნეული და  რძის ნაწარმი კი ინტენსიურად მოწმდება სურსათის უვნებლობის მოთხოვნებზე ორიენტირებულ ლაბორატორიული კვლევების მიერ.

მაღალი დონის მომსახურება: „ფრესკო“ გამოირჩევა მაღალი დონის მომსახურებით, რაც არა ერთმა კვლევამ აჩვენა. აქ თანამშრომლები მუდმივად გადიან სხვადასხვა ტიპის ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს. ჩვენთვის თითოეული თანაშრომლის კვალიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. 

ფრესკოს სამზარეულო: მხოლოდ „ფრესკოში“ მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ შეიძინოს ადგილზე მომზმადებული მზა კვების ფართო არჩევანი. ჩვენი შეფ მზარეულები ყოველდღიურად ზრუნავენ პროდუქციის ასორტიმენტის მრვალფეროვნებაზე, ხარისხსა და გემოზე. 

ფრესკოს საკონდიტრო: ფრესკოს საკონდიტრო საწარმოში ყოველდღიურად 100-მდე დასახელების, უმაღლესი ხარისხის პროდუქციით მომზადებული, ტრადიციული და ევროპული საკონდიტრო ნაწარმი მზადდება. საკონდიტრო ხაზი ფრესკოს ქსელის მასშტაბით იყიდება.

ფინანსური სიძლიერე და დამოუკიდებლობა: „ფრესკო“ ერთადერთი ქსელია საქართველოში, რომელიც მუშაობს 100% საკუთრებაში არსებულ მიწისა და შენობების ბაზაზე. „ფრესკოს“ ფინანსური სიძლიერე გარანტია იმისა, რომ ჩვენს კომპანიაში დასაქმებული 1000-მდე ადამიანი, კომპანიის დაარსების დღიდან ყოველთვის დროულად იღებს ხელფასს.

„ფრესკო“ არის ფინანსურ წარმატებაზე ორიენტირებული კომპანია და ჩვენთვის ეს წარმატება თითოეული თანამშრომლის ფინანსური კეთილდღეობაა, რისთვისაც საჭიროა უპირველეს ყოვლისა ჩვენი მომხმარებელი იყოს კმაყოფილი.

ჩვენი საქმიანობის შესახებ