სიახლეები

404 image

კომპანია "ფრესკო" აცხადებს ტენდერს თევზის მოწოდებაზე

კომპანია "ფრესკო" აცხადებს ტენდერს თევზის მოწოდებაზე. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირები უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ მოთხოვნებს:[more]  ✔ გქონდეთ მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება თევზის მიწოდების ბაზარზე;✔ შეგეძლოთ კონკურენტული ხარისხის და ფასის მოწოდება;✔ გქონდეთ პროდუქტის უწყვეტად მოწოდების შესაძლებლობა; ✔ შესწავლილი გქონდეთ ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საქ. საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები;✔ გქონდეთ RS -ზე სასაქონლო ზედნადების ატვირთვის შესაძლებლობა, საბუთის სისწორე. თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს მონაცემები წარმოგვიდგინეთ კომპანია „ფრესკოს“ კომერციულ განყოფილებას ელექტრონულ ფოსტაზე - commerce@fresco.geტელ: 577 31 20 51  არაუგვიანეს 10 ივლისისა.10 ივლისის შემდეგ მოხდება არჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და მათ შორის საუკეთესოს ან საუკეთესოების შერჩევა. გისურვებთ წარმატებებს! 

404 image

2016 წლის ივნისის საქველმოქმედო აქცია

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ ივნისის თვეში მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა.  პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ბენეფიციარებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს  მათთვის საჭირო საკვები პროდუქტები და ტკბილეული გადაეცათ.[more] „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ აპრილის და მაისის თვეშიც ტრადიციულად განახორციელა სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობა : აპრილის თვეში დავეხმარეთ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს. ოთხი შვილის დედას. მათ საყოფაცხოვრებო ტექნიკის არ ქონის გამო ძალიან უჭირდათ ცხოვრება. ჩვენ  შევუძინეთ სარეცხი მანქანა, რათა შეგვემსუბუქებინა მრავალშვილიანი დედის ცხოვრების ყოფითი  პრობლემები.მაისის თვეში ფულადი დახმარება აღმოვუჩინეთ გოგიბერიშვილების ოჯახს. ოჯახის ორივე წევრი, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან და გადაადგილდებიან ეტლით, საჭიროებდნენ მკურნალობას. ამისთვის კი “ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა გაიღო მკურნალობის ხარჯი. „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ მუდმივად ეწევა სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობებს, რომელიც მომავალშიც ასევე აქტიურად გაგრძელდება. 

404 image

ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღე ფრესკოში

სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოში“ ტრადიციულად აღინიშნა ბავშვთა დაცვის დღე. ჩვენს ყველა ფილიალში ჟღერდა საბავშვო მუსიკა, მომსახურე პერსონალი გამოწყობილი იყო ბავშვების საყვარელი ზღაპრის გმირების ფორმებში, ბავშვები დასაჩუქრდნენ სხვადასხვა ტკბილეულითა და ბუშტებით, მხატვრები კი ბავშვების სახის მოხატვაზე ზრუნავდნენ.ჩვენ მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის კეთილგანწყობაზე. სწორედ ამიტომ „ფრესკო“ არ ივიწყებს ისეთ დღესასწაულს, როგორიც არის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და თვლის რომ ბავშვებზე ზრუნა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია.  

404 image

ტენდერი ხილ-ბოსტნის მოწოდებაზე

კომპანია "ფრესკო" აცხადებს ტენდერს ხილ-ბოსტნის მოწოდებაზე. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირები უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ მოთხოვნებს: [more]✔ იყოთ დღგ-ს გადამხდელი;✔ გქონდეთ მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ხილ-ბოსტნის მიწოდების ბაზარზე;✔ შეგეძლოთ კონკურენტული ხარისხის და ფასის მოწოდება;✔ გქონდეთ ფართო ასორტიმენტის მოწოდების შესაძლებლობა; ✔ შესწავლილი გქონდეთ ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საქ. საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები;✔ გქონდეთ RS -ზე სასაქონლო ზედნადების ატვირთვის შესაძლებლობა (ქართული + იმპორტული) საბუთის სისწორე. თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს მონაცემები წარმოგვიდგინეთ კომპანია „ფრესკოს“ კომერციულ განყოფილებას ელექტრონულ ფოსტაზე - commerce@fresco.ge ტელ: 596 77 44 74 არაუგვიანეს 31 მაისისა. 31 მაისის შემდეგ მოხდება არჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და მათ შორის საუკეთესოს ან საუკეთესოების შერჩევა. გისურვებთ წარმატებებს!