სიახლეები
სტრუქტურული ცვლილება სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკოში"

სტრუქტურული ცვლილება სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკოში"

404 image

კომპანია „ფრესკოში“ მოხდა სტრუქტურული ცვლილება, 2015 წლის 24 აპრილიდან გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ნესტან ბუცხრიკიძე. [more] ნესტან ბუცხრიკიძე დაიბადა 1976 წლის 10 აპრილს, ჰყავს მეუღლე და 2 შვილი განათლება: უმაღლესი, იურიდიული. 1996 წლიდან 2002 წლამდე იყო ადვოკატთა კოლეგიის წევრი, ადვოკატი. 2004 წლიდან დღემდე არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით). 2007 წლიდან 2010 წლამდე მუშაობდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში, იურისტის თანამდებობაზე.  2011 წლიდან მუშაობდა კომპანია „ფრესკოში“, იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. 2014 წლიდან კი გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.

მსგავსი სიახლეები
ყველას ნახვა
404 image

როგორ გახდე "ფრესკოს" მომწოდებელი?

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ მომხმარებელს პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.  ამჟამად „ფრესკოს“ სუპერმარკეტებში 25 000-ზე მეტი დასახელების ასორტიმენტული ერთეულია  წარმოდგენილი.[more]  „ფრესკო“ თანამშრომლობს, როგორც უცხოელ მომწოდებლებთან, ასევე ადგილობრივ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მწარმოებლებთან. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ საქონლის ასორტიმენტის ზრდაზე და ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შესაძლებლობას ვაძლევთ გახდეს სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ მომწოდებელი. მომწოდებელთა შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება შემდეგ კრიტერიუმებს:  მომწოდებლის მიერ შემოთავაზებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხის სტანდარტს და ჰქონდეს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატი; სასურველია მომწოდებელი იყოს დღგ-ს გადამხდელი; თუკი გადაწყვიტეთ გახდეთ „ფრესკოს“ მომწოდებელი უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები: პროდუქციის ფასების ჩამონათვალი სადისტრიბუციო ფასით (სასურველია პროდუქციის კატალოგი); იურიდიული მონაცემები; დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ: +995 32 2 90 79 07 (110) ელ-ფოსტა: commerce@fresco.geკომერციული (შესყიდვების) განყოფილება გამოიყენეთ  შანსი და გახდით „ფრესკოს“ პარტნიორი!