სიახლეები

404 image

სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო„ აცხადებს ვაკანსიას სუპერმარკეტის გენერალური მენეჯერის პოზიციაზე

სუპერმარკეტების ქსელი “ფრესკო„ აცხადებს ვაკანსიას სუპერმარკეტის გენერალური მენეჯერის  პოზიციაზე და სამუშაოდ იხმობს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს! ასაკი: 25 წლიდან  მოვალეობები: დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება, მათი სამუშაოს კოორდინირება, შესასრულებელი სამუშაოს ზედამხედველობა; სუპერმარკეტში კლიენტების  მაღალი სტანდარტით მომსახურების უზრუნველყოფა; დარბაზში პროდუქციის შევსების უზრუნველყოფა; პროდუქციის შენახვის პირობების დაცვის კონტროლი; უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება. აუცილებელი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (საცალო გაყიდვების სფეროში); სასურველია პროგრამა Apex-ში მუშაობის გამოცდილება. პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი; სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; თანამშრომლების მოტივაციისა და განვითარების უნარი; ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი; პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი; მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა; გაყიდვების პრინციპების ცოდნა. მომსახურების პრინციპების ცოდნა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; შედეგზე ორიენტირებულობა; თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე,ფოტოსურათთან ერთად,შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@fresco.ge და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება „სუპერმარკეტის გენერალური მენეჯერი“. გისურვებთ წარმატებებს!სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტიტელ: + 995 32 2 907 907   

404 image

ბავშვთა საერთაშორისო დღე "ფრესკოში".

სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოში“ ტრადიციულად აღინიშნა ბავშვთა დაცვის დღე. ჩვენს ყველა ფილიალში ჟღერდა საბავშვო მუსიკა, მომსახურე პერსონალი გამოწყობილი იყო ბავშვების საყვარელი ზღაპრის გმირების ფორმებში, ბავშვები დასაჩუქრდნენ სხვადასხვა ტკბილეულითა და ბუშტებით, მხატვრები კი ბავშვების სახის მოხატვაზე ზრუნავდნენ.ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ მომხმარებლის კეთილგანწყობაზე. სწორედ ამიტომ „ფრესკო“ არ ივიწყებს ისეთ დღესასწაულს, როგორიც არის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და თვლის რომ ბავშვებზე ზრუნა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია.