სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“, მის ქსელში არსებულ ყველა სუპერმარკეტში, 2015 წლის 23 თებერვლიდან, მომხმარებელს სთავაზობს 10 ყველაზე ხშირად მოხმარებად პროდუქტს[more] (შაქარი, ზეთი, კარაქი, მაწონი, რძე, კვერცხი, ქათამი, მაკარონი, სარეცხი ფხვნილი, საპონი) ყველაზე დაბალ ფასად საქართველოში. მიუხედავად ეროვნული ვალუტის მნიშვნელოვანი გაუფასურებისა, კომპანია „ფრესკო“ აგრძელებს სოციალურად ორიენტირებულ პოლიტიკას და აფართოებს პროდუქტების სიას კიდევ 6 პროდუქტით (კარტოფილი, წიწიბურა, შერეული ფარში, შვრიის ფანტელი, ლობიო, ტუალეტის ქაღალდი) რომელიც ორშაბათს, 30 მარტს, დილის 10 საათიდან ასევე გაიყიდება ყველაზე დაბალ ფასად საქართველოში. „ფრესკოს“ მიზანია, ჰყავდეს მუდმივად კმაყოფილი, ერთგული მომხმარებელი, სწორედ ამიტომ, კომპანია არ ატარებს ერთჯერად აქციებს და ერთგულ მომხმარებლებს ჰპირდება, რომ ქსელში არსებულ ისედაც დაბალ ფასებთან ერთად, ზემოთ აღნიშნულ 16 პროდუქტზე, „ფრესკოს“ ქსელში არსებულ ყველა სუპერმარმარკეტში, მუდმივად იქნება ყველაზე დაბალი ფასები, ვიდრე სადმე სხვაგან საქართველოს ტერიტორიაზე.