სიახლეები

404 image

სუპერმარკეტების ქსელმა „ფრესკომ“ რიგით მე-5 სუპერმარკეტი ჩუღურეთში გახსნა

27 ნოემბერს  ჩუღურეთში, ჩიქობავას ქუჩა №22-ში სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკო“- ს რიგით მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა. სუპერმარკეტი „ფრესკო“ 24 საათის განმავლობაში ემსახურება მომხმარებელს[more]  და მის ტერიტორიაზე განთავსებულია: თვითმომსახურე კაფე, თონე, საბავშვო კუთხე, აფთიაქი, მიწისქვეშა ავტოსადგომი და სხვა ობიექტები.  ტერიტორია სრულადაა აღჭურვილი უფასო wi-fi ინტერნეტით.  „ფრესკოს“ შენობის არქიტექტურა და დიზაინი კარგადაა შერწყმული თბილისის ისტორიული უბნის განაშენიანებასთან და მისი საერთო ფართობი 3000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. ახალი სუპერმარკეტის გახსნასთან ერთად კომპანიამ დამატებით  200 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა, საერთო ჯამში კი „ფრესკოს“ თანამშრომლების საერთო რაოდენობა 2014 წლის ბოლოსათვის 1500 ადამიანს მიაღწევს. „ფრესკოს“  სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტია.  სუპერმარკეტში წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივი, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ექსკლუზიური პროდუქტები, რომელთა ხარისხზე "ფრესკო" მუდმივად ზრუნავს.  სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ საქართველოს ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა  და დღეისათვის ოთხ მსხვილ სუპერმარკეტს ფლობს ვარკეთილში, მუხიანში, ორთაჭალასა და საბურთალოზე. 2014 წლის 25 დეკემბერს  „ფრესკოს“ ქსელს კიდევ ერთი სუპერმარკეტი ნაძალადევში, გურამიშვილის გამზირი №61-ში შეემატება. თუმცა  „ფრესკო“ ამით გაჩერებას არ აპირებს. კომპანიის სტრატეგია მოიცავს ქსელის გაფართოებას მთელი თბილისის მასშტაბით და 2015 წლის ბოლოს  „ფრესკო“ უკვე საკუთრებაში არსებული 10 სუპერმარკეტით იქნება ბაზარზე  წარმოდგენილი. „ფრესკოს“ ახალი სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურის სუპერმარკეტები ხელს უწყობს თბილისის სხვადასხვა უბნების განვითარებას,  ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და მომხმარებელს კომფორტულ გარემოში მაღალი ხარისხის პროდუქციას ყველზე დაბალ ფასად სთავაზობს. გვესტუმრეთ და შეგვაფასეთ!  

404 image

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის აქცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასახმარებლად

2014 წლის ოქტომბრის საქველმოქმედო აქცია.„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“  ფრესკოს მომხმარებლების მონაწილეობით ჩაატარა მორიგი საქველმოქმედო აქცია. ოქტომბრის თვეში​ მომხმარებლებისგან შემოსული თანხა მოხმარდა „პირველი ნაბიჯი საქართველოს“  ბენეფიციარებს, [more]შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, რომელთაც საჭირო საკვები პროდუქტები და ტკბილეული გადაეცათ.ფონდის წარმომადგენლებთან ერთად ბავშვებს „ნევერლენდის“ ზღაპრის გმირებიც ესტუმრნენ, რომლებმაც ბავშვები სხვადასხვა თამაშებითა და სიმღერებით გაართეს.„პირველი ნაბიჯი საქართველოს“  ბენეფიციარების სახელით მადლობას გიხდით იმ ლამაზი დღისთვის, რომელიც თქვენ, ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო, ბავშვებს აჩუქეთ.   „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ არის სწორედ ის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც თქვენ, „ფრესკოს“ მომხმარებლები, კიდევ არაერთი კეთილი საქმის მონაწილე გახდებით.   

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ ყველაზე დაბალი ფასებით უკვე საბურთალოზეც შევიდა

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ ყველაზე დაბალი ფასებით უკვე საბურთალოზეც შევიდა

დღეს, 30 ოქტომბერს ვაჟა-ფშაველასა და სანდრო ეულის ქუჩების კვეთაზე სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკო“- ს რიგით მეოთხე სუპერმარკეტი გაიხსნა. სუპერმარკეტი „ ფრესკო“ 3000 კვ. მეტრ ფართობზეა განთავსებული და ის 24 საათის განმავლობაში ემსახურება მომხმარებელს.[more] სუპერმარკეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს: თვითმომსახურე კაფე, თონე, საბავშვო კუთხე, აფთიაქი, მიწისქვეშა პარკინგი და სხვა ობიექტები.  ტერიტორია სრულადაა აღჭურვილი უფასო wi-fi ინტერნეტით.ახალი სუპერმარკეტის გახსნასთან ერთად კომპანიამ დამატებით  120 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა , საერთო ჯამში კი „ფრესკოს“ თანამშრომლების საერთო რაოდენობა 2014 წლის ბოლოსათვის 1000 ადამიანს მიაღწევს. „ფრესკოს“  სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტია.  სუპერმარკეტში წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივი, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ექსკლუზიური პროდუქტები, რომელთა ხარისხზე "ფრესკო" მუდმივად ზრუნავს.  სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ საქართველოს ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა  და დღეისათვის სამ მსხვილ სუპერმარკეტს ფლობს ვარკეთილში, მუხიანსა და ორთაჭალაში.  წლის ბოლომდე „ფრესკოს“ ქსელს გარდა საბურთალოსა კიდევ 2 ახალ სუპერმარკეტი (ჩუღურეთი, ჩიქობავას ქუჩა №22; ნაძალადევი, გურამიშვილის გამზირი №61) შეემატება. თუმცა  „ფრესკო“ ამით გაჩერებას არ აპირებს. კომპანიის სტრატეგია მოიცავს ქსელის გაფართოებას მთელი თბილისის მასშტაბით და 2015 წლის ბოლოს  „ფრესკო“ უკვე საკუთრებაში არსებული 10 სუპერმარკეტით იქნება ბაზარზე  წარმოდგენილი. სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ ახალი სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურის სუპერმარკეტები ხელს უწყობს თბილისის სხვადასხვა უბნების განვითარებას,  ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და მომხმარებელს კომფორტულ გარემოში მაღალი ხარისხის პროდუქციას ყველზე დაბალ ფასად სთავაზობს. გვესტუმრეთ და შეგვაფასეთ!   

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის აქცია სვანიძეების სოციალურად დაუცველ მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის აქცია სვანიძეების სოციალურად დაუცველ მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად

2014 წლის სექტემბრის საქველმოქმედო აქცია.სექტემბრის თვეში „ფრესკოს“ მომხმარებლების მონაწილეობით „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ ჩაატარა მორიგი საქველმოქმედო აქცია. [more]მომხმარებლებისგან შემოსული თანხა მოხმარდა სვანიძეების სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც უმძიმეს პირობებში უწევს ცხოვრება. შემოსული თანხით შევიძინეთ  საწოლები, სკამები, ფეხსაცმელები, ტკბილეული და სხვა საჭირო ნივთები.სვანიძეების ოჯახის სახელით გვინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ კეთილი საქმეებისთვის, რასაც თქვენ, ჩვენი მომხმარებლები, ჩვენს სუპერმარკეტებში სტუმრობით ეწევით.„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ არის სწორედ ის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც თქვენ, ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო, კიდევ არაერთი კეთილი საქმის მონაწილე გახდებით.  

სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკოს" ახალი სარეკლამო კამპანია

სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკოს" ახალი სარეკლამო კამპანია

სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკომ" ახალი სარეკლამო კამპანია აამოქმედა. სარეკლამო რგოლებში მონაწილეობს  4 სხვადასხვა ტიპაჟი: პენსიონერი ცოლ-ქმარი, ახალგაზრდა ოჯახი ბავშვით, წარმატებული ახალგაზრდა მამაკაცი და თინიეიჯერი გოგო.  მოქმედება ხდება „ფრესკოს“ სუპერმარკეტებში, სადაც განთავსებულია შთაბეჭდილებების ყუთი და მომხმარებლები გვიზიარებენ საკუთარ აზრს „ფრესკოს“ შესახებ.

კამპანიის მთავარი იდეა არის მომხმარებლებისთვის ფრესკოს გაცნობა. კომპანია მხოლოდ 2 წელია რაც გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და 2014 წლის ბოლოს უკვე 6 მსხვილი ტიპის სუპერმარკეტით იქნება წარმოდგენილი.

404 image

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო" დაბალი ფასებით უკვე საბურთალოზეც შედის

30 ოქტომბერს ვაჟა-ფშაველასა და სანდრო ეულის ქუჩების კვეთაზე სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო" -ს რიგით მეოთხე სუპერმარკეტი გაიხსნება, რომელიც ამჟამად მშენებლობის ბოლო სტადიაშია. [more] სუპერმარკეტი „ ფრესკო" 3000 კვ. მეტრზე შენდება და ის 24 საათის განმავლობაში მოემსახურება მომხმარებელს.სუპერმარკეტის ტერიტორიაზე განთავსდება: თვითმომსახურე კაფე, თონე, საბავშვო კუთხე, მიწისქვეშა პარკინგი, აფთიაქი, ბანკი და სხვა ობიექტები. ტერიტორია სრულად იქნება აღჭურვილი უფასო wi-fi ინტერნეტით.სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოში" ამ დროისთვის 350 ადამიანია დასაქმებული, ხოლო ახალი სუპერმარკეტის გახსნასთან ერთად კომპანია დამატებით კიდევ 100 ახალ სამუშო ადგილს შექმნის.„ფრესკოს" სუპერმარკეტებში პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტია. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს მისთვის სასურველი ყველა პროდუქტი ერთ სივრცეში. სუპერმარკეტში წარმოდგენილია როგორც ადგილობრივი, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ექსკლუზიური პროდუქტები, რომელთა ხარისხზე "ფრესკო" მუდმივად ზრუნავს.„ფრესკო" თავის ერთგულ მოხმარებელს 5%-იანი ფასდაკლების ბარათსაც სთავაზობს, რომელიც სუპერმარკეტში არსებულ ყველა პროდუქტზე ვრცელდება და მისი მიღება შესაძლებელია ერთჯერადად დახარჯული 10 ლარის სანაცვლოდ.სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო" საქართველოს ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა და დღეისათვის სამ მსხვილ სუპერმარკეტს ფლობს ვარკეთილში, მუხიანსა და ორთაჭალაში. წლის ბოლომდე „ფრესკოს" ქსელს გარდა საბურთალოსა კიდევ 2 ახალ სუპერმარკეტი (ჩუღურეთი, ჩიქობავას ქუჩა №22; ნაძალადევი, გურამიშვილის გამზირი №61) შეემატება . თუმცა „ფრესკო" ამით გაჩერებას არ აპირებს. კომპანიის სტრატეგია მოიცავს ქსელის გაფართოებას მთელი თბილისის მასშტაბით და 2015 წლის ბოლოს „ფრესკო" უკვე საკუთრებაში არსებული 10 სუპერმარკეტით იქნება ბაზარზე წარმოდგენილი.სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს" ახალი სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურის სუპერმარკეტები ხელს უწყობს თბილისის სხვადასხვა უბნების განვითარებას, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და მომხმარებელს კომფორტულ გარემოში მაღალი ხარისხის მომსახურებას ყველზე დაბალ ფასად სთავაზობს.გვესტუმრეთ და შეგვაფასეთ!