„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ 2014 წელს დაარსდა. დაარსების დღიდან მოყოლებული დაეხმარა ათასამდე მზრუნველობამოკლებულ პირს საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებით, უფასო სამედიცინო კვლევების უზრუნველყოფით და სხვა საჭირო აქტივობით.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი 1 ივნისის — ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, „მომავლის გზის“ დღის ცენტრთან ერთად აღნიშნა. ფონდის მხარდაჭერით , ბავშვებისათვის, სადღესასწაულო ღონისძიება მოეწყო, რომელმაც მათ ეს დღე დაუვიწყარ დღესასწაულად უქცია.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ბავშვების მიერ შექმნილი ხელნაკეთი აქსესუარებისა და ნამუშევრების გამოფენა, სადაც მათ საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს.
დღის განმავლობაში პატარების განწყობაზე ზრუნავდნენ საყვარელი მულტფილმის გმირები, რომლებმაც მათ უამრავი სიხარული, ღიმილი და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. დღის დასასრულს კი ბავშვებმა გემრიელი პიცებითა და სხვადასხვა კერძებით ისიამოვნეს.
გვიხარია, რომ ფრესკოს საქველმოქმედო ფონდს კიდევ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა, ეს განსაკუთრებული დღე ბავშვებისთვის უფრო ფერადი, მხიარული და დასამახსოვრებელი გაეხადა.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი ტრადიციულად ესტუმრა მოხუცთა თავშესაფარს "სიკეთის ლამპარს" გადასცა მათ საჭირო საკვები პროდუქტები და მოინახულა თავშესაფარში მცხოვრები ხანდაზმულები.
გილოცავთ ბზობას! პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2017 წელს დაარსდა ორგანიზაცია „ახალგაზრდული სახლი“, რომელიც ზრუნავს მზრუნველობას მოკლებულ, ზრუნვის სისტემიდან გამოსულ (ბავშვთა სახლებიდან) და ქუჩაში მცხოვრებ ახალგაზრდებზე. ეს არის სივრცე, სადაც ისინი პოულობენ სითბოს, მხარდაჭერასა და განათლების შესაძლებლობას — ადგილს, სადაც ახალი დასაწყისები იბადება იმედითა და ზრუნვით. სწორედ ამ სივრცეს წინასააღდგომოდ ესტუმრნენ ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლები და საჭირო პროდუქტები გადასცეს მათ საჩუქრად. ვიზიტის ფარგლებში, მათ დაათვალიერეს ტერიტორია და გაეცნენ იმ მრავალფეროვან აქტივობებს, რომელსაც „ახალგაზრდული სახლი“ სთავაზობს ბავშვებსა და ახალგაზრდებს. ვიზიტი განსაკუთრებულად თბილი აღმოჩნდა — ახალგაზრდებმა ფონდის წარმომადგენლებს კულინარიული მასტერკლასი ჩაუტარეს და გაუზიარეს მათი ცოდნა გადათარგმნე ინგლისურად
ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლები უფასო სასადილოს ესტუმრნენ. მათ განსაკუთრებული სითბოთი მიულოცეს დღესასწაული იმ ხანდაზმულ ქალბატონებს, რომლებიც ყოველდღიურად სტუმრობენ სასადილოს და ცენტრს გადასცეს ტკბილეული და სხვადასხვა საკვები პროდუქტი
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა დაბადების დღე მიულოცა სოციალურად დაუცველ, შშმ პირის სტატუსის მქონე 11 წლის ტყუპ და-ძმას.განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად მათ გადაეცათ საჩუქრები, დაბადების დღის ტორტი და სხვადასხვა საკვები პროდუქტი.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია არასრულწლოვანს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ფინანსური დახმარება ესაჭიროებოდაფონდის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარა ოჯახს მკურნალობის პროცესში და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის თანადგომა რთულ მომენტებში.ამასთანავე, ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა იანვრის თვეში დახმარება გაუწია პროექტს „ერთად დავძლიოთ აუტიზმი“ და გადასცა მათ საახალწლო ვაუჩერები
ტრადიციულად, ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი ეწვია სოციალურად დაუცველ ოჯახებს და სითბოთი, სიყვარულითა და ზრუნვით გადასცა მათ საახალწლო ნობათი და სადღესასწაულო დეკორაციები. თითოეულ ოჯახთან ერთად გავიზიარეთ ახალი წლის მოლოდინი და იმედი, რომ ეს დღეები მათთვის ცოტათი უფრო ნათელი და ბედნიერი იქნებოდა.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი, SOS ბავშვთა სოფელს ესტუმრა
ოჯახის გაძლიერების პროგრამის ფარგლებში 10 მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცათ მათთვის საჭირო ნივთები.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი მოხუცთა თავშესაფარ "სიკეთის ლამპარს" ესტუმრა. თავშესაფარში ცხოვრობენ ხანდაზმულები რომელთაც მუდმივად სჭირდებათ მზრუნველობა და სამედიცინო ზედამხედველობა. ფონდის წარმოამდგენლებმა თავშესაფარს გადასცეს საკვები პროდუქტები ხანდაზმულებისათვის
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდს დღეს 10 წელი შეუსრულდა!
სტატუსის მიღებიდან 10 წელია, რაც ჩვენი ფონდი გვერდში უდგას ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა . ამ წლებში ერთად გავიზიარეთ სიხარული და სითბო ათასობით ოჯახთან, ბავშვთან, ხანდაზმულთან და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებთან. მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ამ გზაზე ჩვენი თანამგზავრი ხართ – თქვენი ნდობა და მხარდაჭერა გვაძლევს ძალას, რომ კიდევ უფრო მეტი სიკეთე შევიტანოთ საზოგადოებაში
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი წინა სასკოლო საჩუქრებით, ტრადიციულად "მომავლის გზის" დღის ცენტრს ესტუმრა, სადაც ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ღებულობენ სხავდასხვა საგანმანათლებლო გაკვეთილებს, ეუფლებიან ხელოვნებას, იკვებებიან და ა.შმათ საჩუქრად გადაეცათ სასკოლო ინვენტარის სრული ასორტიმენტი.ვულოცავთ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი ივლისის თვეში, სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა და გადასცა მათ პირველადი მოხმარების ნივთები და საკვები.