სიახლეები

404 image

კომპანია „ფრესკოს“ გენერალურ დირექტორად სოფიო კორძახია დაინიშნა

2016 წლის 1 თებერვალს კომპანია „ფრესკო“-ში განხორციელდა საკადრო ცვლილება:  კომპანიის გენერალურ დირექტორად დაინიშნა სოფიო კორძახია.[more] კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი,  ნესტან ბუცხრიკიძე,  რომელიც  2015 წლის გაზაფხულიდან 2016 წლამდე ხელმძღვანელობდა „ფრესკო“-ს, აგრძელებს „ფრესკოში“ მუშაობას და რჩება კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრად და გენერალური დირექტორის მოადგილედ იურიდიულ საკითხებში. ნესტან ბუცხრიკიძე კომპანიის დაარსების დღიდან არის „ფრესკო“-ს თანამშრომელი. იგი არის თავისი საქმის პროფესიონალი და გამოირჩევა კომპანიისადმი ერთგულებით, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით  მას. კომპანია „ფრესკო“-ს  გენერალური დირექტორი, სოფიო კორძახია, დაიბადა 1984 წლის 14 ოქტომბერს. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. სოფიო კორძახია ოტტო-ფონ-გუერიკეს უნივერსიტეტის (გერმანია) ფინანსური მეცნიერების მაგისტრია. ასევე განათლება Northern State University-ში  (ამერიკის შეერთებული შტატები) მიიღო. 2009-2011 წლებში იყო ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. კომპანია „ფრესკოს“ ახალ გენერალურ დირექტორს  ტოპ-მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის  დიდი გამოცდილება აქვს. სოფიო კორძახია ბოლო 10 წლის განმავლობაში  პროკრედიტ ბანკში სხვადასხვა წამყვან პოზიციებს იკავებდა. 2014 წლიდან იყო პროკრედიტ  ბანკის დირექტორი, ხოლო 2013 წლიდან პროკრედიტ ბანკის გაფართოებული მენეჯმენტის წევრი. სათავეში ედგა ადამიანური რესურსების, ფინანსების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, შიდა მომსახურების განყოფილებებსა და კომპლაენსისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ქვეგანყოფილებას. 2014 წელს წარმატებით დაამთავრა გერმანიაში, პროკრედიტის აკადემიის 3-წლიანი კურსი ტოპ-მენეჯერებისთვის, ხოლო 2011 წელს პროკრედიტის რეგიონული აკადემია მაკედონიაში. „ფრესკო“ ფინანსურად ძლიერი და წარმატებული ჯგუფია. ძალისხმევას არ დავიშურებ იმისთვის, რომ ეფექტურად ვუხელმძღვანელო კომპანიას და მის ძლიერ გუნდთან ერთად განვახორციელო ყველა დასახული მიზანი. დარწმუნებული ვარ, „ფრესკო“ მომხმარებელს ბევრ ახალ და საინტერესო სიახლეს შესთავაზებს.“ - აცხადებს სოფიო კორძახია.    

404 image

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ უმასპინძლა მოსწავლეებს ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებიდან

2015 წლის დეკემბერის საქველმოქმედო აქცია.„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“  ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებიდან: დიცი, დვანი და ერგნეთიდან თბილისში ჩამოსულ სკოლის მოსწავლეებს [more]სუპერმარკეტების ქსელი ფრესკოს ორთაჭალის ფილიალში არსებულ კაფეში უმასპინძლა. თითოეული მათგანის სახელით მადლობას გიხდით იმ ქველმოქმედებისთვის, რომელიც თქვენ, ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო ფრესკოს სუპერმარკეტებში სიარულით გაწიეთ, ეს არ არის მხოლოდ „ფრესკოს“ მიერ გაწეული ქველმოქმედება, ეს არის თქვენი, ჩვენი ყველა მომხმარებლის წვლილი ძალიან კეთილ საქმეში. 

404 image

კომპანია „ფრესკომ“ საკუთარი ბრენდით პროდუქციის წარმოება დაიწყო

2016 წელს კომპანია „ფრესკო“ სასიამოვნო სიახლით იწყებს. „ფრესკოს“ ქსელში არსებულ ყველა სუპერმარკეტში 8 იანვრიდან მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს[more] „ფრესკოს“ ბრენდის ქვეშ წარმოებული ყველაზე მოთხოვნადი პროდუქცია: მაწონი, არაჟანი, ხაჭო, კარაქი, შაქარი, წიწიბურა, ბრინჯი და ხელსაწმენდი. კომპანია „ფრესკო“ კვლავ აგრძელებს სოციალურად მიმართულ პროექტებს და ამჯერად მომხმარებელს სთავაზობს „ფრესკოს“ ბრენდის ქვეშ წარმოებულ ყველაზე მოთხოვნად პროდუქციას ბაზარზე ყველაზე კონკურენტულ ფასად. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება 8 იანვრიდან „ფრესკოს“ სუპერმარკეტებში დააგემოვნოს „ფრესკოს“ ბრენდის ქვეშ წარმოებული პროდუქცია და გაგვიზიაროს საკუთარი მოსაზრებები, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ, რათა შემოგთავაზოთ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქცია. „ფრესკო“ მუდმივად ზრუნავს თავის მომხმარებელზე, კომპანიის მიზანია ჰყავდეს რაც შეიძლება მეტი კმაყოფილი და ერთგული მომხმარებელი, რომლისთვისაც „ფრესკო“ მომავალშიც არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს. ფრესკო - თქვენი ცხოვრების ხარისხი!    

404 image

კომპანია "ფრესკომ" მე-8 სუპერმარკეტი გლდანში გახსნა

10 დეკემბერს, გლდანში, V და VI მ/რ შორის კომპანია „ფრესკო“-ს რიგით მერვე სუპერმარკეტი გაიხსნა. სუპერმარკეტი 4000 კვ. მეტრზეა განთავსებული და ის 24 საათის განმავლობაში მოემსახურება მომხმარებელს. [more] ტერიტორიაზე განლაგებულია თვითმომსახურე კაფე, თონე, საბავშვო კუთხე, აფთიაქი, ავტოსადგომი და სხვა სამომხმარებლო ობიექტები. ტერიტორია სრულადაა აღჭურვილი უფასო wi-fi ინტერნეტით.ახალი სუპერმარკეტის გახსნასთან ერთად კომპანიამ დამატებით 200 სამუშაო ადგილი შექმნა, საერთო ჯამში კი „ფრესკოს“ თანამშრომლების საერთო რაოდენობამ 1700 ადამიანს მიაღწია.„ფრესკოს“ სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტია. სუპერმარკეტში წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივი, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ექსკლუზიური პროდუქტები, რომელთა ხარისხზე "ფრესკო" მუდმივად ზრუნავს.კომპანია „ფრესკო“ საქართველოს ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა და დღეისათვის შვიდ სუპერმარკეტს ფლობს ვარკეთილში, მუხიანში, ორთაჭალაში, საბურთალოზე, ჩუღურეთში, სანზონაში, ისანსა და ახლა უკვე გლდანში. „ფრესკო“ ამით გაჩერებას არ აპირებს. კომპანიის სტრატეგია არის ქსელის გაფართოება მთელი თბილისის მასშტაბით და არა მხოლოდ, 2016 წელს იგეგმება “ფრესკოს“ სუპერმარკეტების გახსნა რეგიონებშიც. „ფრესკოს“ ახალი სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურის სუპერმარკეტები ხელს უწყობს თბილისის სხვადასხვა უბნების განვითარებას, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და მომხმარებელს კომფორტულ გარემოში მაღალი ხარისხის პროდუქციას ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს. ფრესკო თქვენი ცხოვრების ხარისხი! 

404 image

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ “ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელს“ ესტუმრა

2015 წლის დეკემბრის საქველმოქმედო აქცია.„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ „ფრესკოს“ მომხმარებლების მონაწილეობით დეკემბრის თვეში მორიგი აქცია ჩაატარა. ფონდის წარმომადგენლები“ „ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელს” ესტუმრნენ, [more] მათ გადაეცათ პროდუქტები, სარეცხი საშუალებები და სხვა. „ეს-ო-ეს ბავთა სოფელის“ ბენეფიციარების სახელით მადლობას გიხდით იმ ქველმოქმედებისთვის, რომელიც თქვენ, ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო ფრესკოს სუპერმარკეტებში სიარულით გაწიეთ, ეს არ არის მხოლოდ „ფრესკოს“ მიერ გაწეული ქველმოქმედება, ეს არის თქვენი, ჩვენი ყველა მომხმარებლის წვლილი ძალიან კეთილ საქმეში.