სიახლეები

404 image

ფრესკოსა და First Fitness Academy ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი ქალთა N5 დაწესებულებაში გრძელდება.

ფრესკოსა და First Fitness Academy ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი ქალთა N5 დაწესებულებაში გრძელდება.  ქალმა მსჯავრდებულებმა პირველი გამოცდა დადებითი  შედეგებით ჩააბარეს და უკვე სწავლების შემდეგ ეტაპზეც გადავიდნენ.   დარწმუნებულები ვართ, რომ ამავე წარმატებით, კურსის დასრულების შემდეგ მასში მონაწილე 17 ქალი მსჯავრდებული სერტიფიცირებული ფიტნეს ინსტრუქტორი გახდება   შეძენილი პროფესია კი, მათ სამომავლოდ დასაქმებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობას მისცემს.

404 image

ნიოკი / გნოჩი

მოვამზადოთ ჩრდილოეთ იტალიის ტრადიციული კერძი,პასტის ნაირსახეობა - ნიოკი / გნოჩი საჭირო ინგრედიენტების შესაძენად ესტუმრეთ ფრესკოს სუპერმარკეტს პასტის მოსამზადებლად: კარტოფილი - 500 გრფქვილი - 170 გრკვერცხი - 1 ცალიშავი პილპილი, მარილი, მუსკატის კაკალი - გემოვნებით მოხარშეთ კარტოფილი, შემდგომ მოაცილეთ კანი და ჩანგლის დახმარებით კარგად დასრისეთ, დაუმატეთ ფქვილი, მსუბუქად ათქვეფილი კვერცხი, მარილი და მოზილეთ ცომი. მას შემდეგ რაც ცომი გამზადდება, მყარ ზედაპირზე გადმოიტანეთ, მოაფრქვიეთ მცირე ოდენობის ფქვილი.  გააბრტყელეთ ცომი ვიწრო მოგრძო ფორმაზე და მიეცით პატარა ოთკუთხედი ფორმები. ( 2სმ) აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ ცოტა მარილი,  ცომის კუბიკები მოათავსეთ წყალში მოსახარშად, ხარშეთ 20 – 25 წუთი,  ნიოკი უნდა ამოტივტივდეს წყლის ზედაპირზე. ნიოკს მიირთმევენ ნებისმიერი თქვენთვის საყვარელი სოუსით, ან უბრალოდ კარაქით და პარმეზანით ჩვენ შემოგთავაზებთ ტომატის სოუს: ტაფაზე მოათავსეთ ზეითუნის ზეთი და ნიორი, მოთუშეთ 1-2 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ კანგაცლილი მსუბუქად დასრესილი პომიდორი ან კონსევირებული წვრილად დაჭრილი პომიდორი, მარილი, ორეგანო ან სასურველი მწვანილი. მოთუშეთ გაზზე რამდენიმე წუთის განმავლობაში. მოათავსეთ ნიოკი სოუსში, მოაყარეთ პარმეზანი  და გემრიელად მიირთვით

404 image

ქალი მსჯავრდებულები ფიტნეს ინსტრუქტორის პროფესიას დაეუფლებიან.

სიამაყით გაგაცნობთ, რომ კომპანია ფრესკოს დახმარებით, N5 (ქალთა) დაწესებულების ქალი მსჯავრდებულები ფიტნეს ინსტრუქტორის პროფესიას დაეუფლებიან.  გვიხარია, რომ აღნიშნული პროგრამის საშუალებით ქალ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ეძლევათ შეიძინონ პროფესია, დასაქმდნენ და იყვნენ რეალიზებულები თავიანთ სამომავლო საქმიანობაში, მას შემდეგ რაც დაუბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს.  საგანმანათლებლო პროექტის იდეის ავტორი და განმახორციელებელი First Fitness Academy და მათი წამყვანი ინსტრუქტორები არიან.  კურსი 6 თვეში დასრულდება და მასში მონაწილე 17 ქალი მსჯავრდებული სერტიფიცირებული ფიტნეს ინსტრუქტორები გახდებიან

404 image

ვანილის ნაყინის მომზადება სახლის პირობებში

საჭირო ინგრედიენტების შეძენას შეძლებთ ფრესკოს სუპერმარკეტში რძე - 100მლ ნაღები 33% იანი - 400მლკვერცხის გული - 4 ცალიშაქარი - 150გრვანილი - 5 გრამი      4 კვერცხის გული და შაქარი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, ჩავასხათ 100 მლ რძე  და დაბალ ცეცხლზე ვურიოთ შესქელებამდე ( მასა არ უნდა ადუღდეს) ცალკე თასში მოვათავსოთ ცივი ნაღები და ავთქვიფოთ გასქელებამდე, შემდგომ, რძის და კვერცხის  მასა  გადავურიოთ ნაღებს და  დავუმატოთ ვანილი.  ნაყინის მასა გადაიტანეთ კონტეინერში და მოათავსეთ საყინულეში, პირველი 3 საათის განმავლობაში რამდენჯერმე გამოიღეთ და გადაურიეთ , რათა არ გაჩნდეს ყინულის კრისტალები, დატოვეთ მაცივარში სასურველია მთელი ღამის განმავლობაში