ფრესკოსა და First Fitness Academy ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი ქალთა N5 დაწესებულებაში გრძელდება. ქალმა მსჯავრდებულებმა პირველი გამოცდა დადებითი შედეგებით ჩააბარეს და უკვე სწავლების შემდეგ ეტაპზეც გადავიდნენ. დარწმუნებულები ვართ, რომ ამავე წარმატებით, კურსის დასრულების შემდეგ მასში მონაწილე 17 ქალი მსჯავრდებული სერტიფიცირებული ფიტნეს ინსტრუქტორი გახდება შეძენილი პროფესია კი, მათ სამომავლოდ დასაქმებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობას მისცემს.