სიახლეები

404 image

კომპანია ფრესკოს დახმარებით N5 დაწესებულების ქალი მსჯავრდებულები ფიტნეს ინსტრუქტორის პროფესიას დაეუფლნენ

კომპანია ფრესკოს დახმარებით N5 დაწესებულების ქალი მსჯავრდებულები ფიტნეს ინსტრუქტორის პროფესიას დაეუფლნენ ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ამ მნიშვნელოვანი პროექტის საშუალებით, 17 მსჯავრდებულს გათავისუფლების შედგომ დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ და იქნებიან რეალიზებულები თავიანთ საქმიანობაში  სწავლების კურსი 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, რომელსაც ფიტნეს აკადემიის წამყვანი  სპეციალისტები უძღვებოდნენ First Fitness Academy. სასწავლო პროცესში მონაწილე 17 ქალ მსჯავრდებულს შესაბამისი  (FFA&AVERSI) სერტიფიკატები გადაეცათ.

404 image

მოამზადეთ მარტივი დესერტი კრემ-ყველის გამოყენებით, ჩვენს ქსელში შესაძლებელია შეიძინოთ ყველა საჭირო ინგრედიენტი დესერტისათვის.

¶ დაფხვნილი ორცხობილა - ¾ ჭიქაშაქარი - 2 სუფრის კოვზი  დამდნარი კარაქი - 2 სუფრის კოვზიკრემ-ყველი "ფილადელფია" (კლასიკური ან შოკოლადის)- 250გრშესქელებული რძე - 1 შეკვრალიმონის წვენი - 2 სუფრის კოვზივანილი¶ ¶ ¶ ¶ ¶ ¶ ¶ სასურველი ხილი ან ხილის ჯემი¶ თასში მოათავსეთ ორცხობილა, შაქარი და კარაქი, კარგად გადაურიეთ. შემდგომ მოათავსეთ ორცხობილა სასურველ ჭიქებში. დაახლოებით 8 მცირე ზომის ჭიქა.¶ ცალკე თასში ათქვიფეთ კრემ-ყველი, შემდეგ დაუმატეთ შესქელებული რძე, ლიმონის წვენი, ვანილი. მოათავსეთ ორცხობილის თავზე ჭიქაში. ზემოდან მორთეთ სასურველი ხილით ან ხილის ჯემით

404 image

მოამზადეთ სასარგებლო, ენერგეტიკული კანფეტები

მოამზადეთ სასარგებლო, ენერგეტიკული კანფეტები, რომელიც ნებისმიერ დროს ჩაგინაცვლეთ ყავას, ენერგეტიკულ სასმელს თუ სხვა მასტიმულირებელ პროდუქტს. ამისთვის კი დაგჭირდებათ:ფინიკი კურკის გარეშე - 10 ცალი;ქიშმიში - 1/2 ჭიქა;ქოქოსის ფხვნილი - 4 ს.კ. (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სეზამის მარცვლებით ან კაკაოთი);სეზამის ზეთი 1/2 ს.კ.თაფლი 1 ს.კ.ფორთოხლის წვენი 1 ს. კ.      მომზადება კი უმარტივესია: მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი სამზარეულოს კომბაინში ან ბლენდერში (გარდა 2 ს. კ. ქოქოსის ბურბუშელისა) და დააქუცმაცეთ. გამოაცხეთ ბურთულები და გააგორეთ ქოქოსის ან თქვენს მიერ არჩეულ ბურბუშელაში.   

404 image

ტირამისუ

La Mole"-ს ორცხობილა - 400 გრამიმასკარპონე - 500 გრამიშაქარი - 125 გრამიკვერცხი - 2 ცალიკაკაოყავა ბრენდი/ლიქიორი¶ ¶ ¶ ¶ ¶ ¶ ¶ გააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა, მოამზადეთ გულისგან გოგლი-მოგლი ( სასურველია წყლის ორთქლზე გააჩეროთ 10-15 წუთი) და ცილისგან ბეზე. ¶  გოგლი-მოგლს გადაურიეთ მასკარპონე და შემდგომ ბეზე.¶ ცალკე თასში გააგრილეთ ყავა და დაუმატეთ სასურველი ალკოჰოლი. ¶ "La Mole"-ს ორცხობილა ამოავლეთ ყავაში და მოათავსეთ სასურველ ჭურჭელში ერთ ფენად, გადაუსვით კრემი და შემდგომ მოაფრქვიეთ კაკაო, ასევე  გააკეთეთ მეორე ფენაზე.¶ ტირამისუც მზად არის, მოათავსეთ მაცივარში (სასურველია 24 საათი) თუმცა როგორც კი გაცივდება შეგიძლიათ მიირთვათ¶ 

404 image

კინოას სალათი

მოამზადეთ  ჯანსაღი, დიეტური და ამავე დროს უგემრიელესი კინოას სალათი სწრაფად და მარტივად: 1/2 ჭიქა კინოა100 გრ ყვავილოვანი კომბოსტოპომიდორი1 ცალი ყაბაყი 1/2 ბულგარული წიწაკა2 ს/კ ლიმონის წვენიბალზამიკი (სურვილისამებრ) მარილი გემოვნებითვიწყებთ კინოას მოხარშვით! 1/2 ჭიქა კინოას თესლისთვის დაგჭირდებათ 1 ჭიქა წყალი. დაბალ ცეცხლზე მოხარშეთ დაახლოებით 15 წუთი. შემდეგ გადმოიღეთ და გააშრეთ.  საშუალო ცეცხლზე ვახურებთ ტაფას და ოდნავ ზეითუნის ზეთს ვასხამთ, რომ ბოსტნეულმა არ მიიწვას. ბოსტნეულს, რომელსაც მიანიჭებთ უპირატესობას, ცოტა ხანი ვაჩერებთ ცეცხლზე, რომ დარბილდეს.  როდესაც ბოსტნეული მზადაა, ვჭრით და ვათავსებ ჯამში კინოასთან ერთად, ვასხამ ლიმონის წვენს, ცოტა ბალზამიკოს და ვაყრით მარილს გემოვნებით. ამ სალათის მომზადების შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ დიეტური არ ნიშნავს უგემურს