სიახლეები

404 image

კესადილია

 საჭირო ინგრედიენტების შეძენას შეძლებთ ჩვენს სუპერმარკეტებში. ლავაში - 10 ფირფიტა ძეხვეული - ლორი/სალიამი - 300 გრ ყველი - ჩედარი/სულგუნი/გაუდა - 300 გრ ბულგარული - 2 ცალი პომიდორი - 2 ცალი სალათის ფოთოლი - 10 ფოთოლი ავიღოთ ლავაში და მივცეთ ოთკუთხა ფორმა, ჩავჭრათ ერთი მხრიდან ცენტრამდე. დავიწყოთ სასურველი ინგრედიენტების დალაგება თანმიმდევრობით და ყოველ ჯერზე გადავკეცოთ ლავაში, ისე, რომ მივიღოთ კონვერტის ფორმა. გახურებულ ტაფაზე მოვათავსოთ ცოტაოდენი ცხიმი და ორივე მხრიდან მოვბრაწოთ ლავაში. ( ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ სენდვიჩმეიქერი) კესადილიაც მზად არის, მივირთვათ სასურველ სოუსთან ერთად 

404 image

​საშობაო ღვეზელი

გვესტუმრეთ ფრესკოს ნებისმიერ სუპერმარკეტში და შეიძინეთ ჩვენი უგემრიელესი  გამომცხვარი საშობაო ღვეზელი ან გამოაცხვეთ თავად ჩვენს მიერ გაზიარებული რეცეპტით.¶ ცომი და შიგთავსის მოსამზადებლად:¶ 🔸 ფქვილი - 500 გრ¶ 🔸 შაქარი - 1 ს.კ¶ 🔸 საფუარი - ½ ჩ.კ¶ 🔸 მარიალი - ½ ჩ.კ ¶ 🔸 თბილი წყალი - 300 მლ¶ 🔸 ზეთი - 2 ს.კ¶ 🔸 კვერცხი - 6 ცალი¶ 🔸 ყველი - 600 გრ¶ ზედაპირისათვის:¶ 🔸 კვერცხის გული - 2 ცალი¶ თბილ წყალში ჩავყაროთ საფუარი, მარილი და შაქარი, კარგად გადავურიოთ, გადავაფაროთ სამზარეულოს ტილო და დავასვენოთ 20 წუთი.¶ გააქტიურებული საფუარის მასა დავასხათ ფქვილს და გადავზილოთ, დავუმატოთ ზეთი. გადავაფაროთ სამზარეულოს ტილო და დავდგათ თბილ ადგილას დაახლოებით 1.5-2 საათის განმავლობაში.¶ მოვხარშოთ კვერცხი, ისე რომ შიგთავსი იყოს მაგარი და გაგრილების შემდგომ დავჭრათ რგოლებად ან სურვილისამებრ გავჭრათ შუაზე.¶ აფუებული ცომი გადავზილოთ  და გავაკეთოთ 6  ცალი გუნდა. მოცემული გუნდები გავაბრტყელოთ მრგვალ ფორმაზე, ნახევარ მხარეს დავყაროთ ხელით დაფხვნილი ყველი და დავალაგოთ კვერცხის რგოლები. გადმოვაფაროთ ცომი და ხელის მოძრაობით ჩავახვიოთ კიდეები.  გადავიტანოთ ღვეზელი წინასწარ გახურებულ და ფქვილ მოყრილ საცხობ ფორმაზე, წავუსვათ ზემოდან კვერცხის გული  და დავაყენოთ ღუმელი 250 გრადუს ტემპერატურაზე, ზედა და ქვედა წვაზე. ცხობის დრო დამოკიდებულია თქვენს ღუმელზე, ღვეზელი ცხვება დაახლოებით 15-25 წუთში.¶ ☺️ გემრიელად მიირთვით   

404 image

ფრესკო 2020 წლის საუკეთესო სუპერმარკეტად დასახელდა აღმოსავლეთ ევროპის ანალიტიკური პლატფორმა East Fruit-ის მიერ

ფრესკო 2020 წლის საუკეთესო სუპერმარკეტად დასახელდა აღმოსავლეთ ევროპის ანალიტიკური პლატფორმა East Fruit-ის მიერგაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO),  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და  EU4Business მიერ მხარდაჭერილი ელექტრონული პლატფორმა East Fruit ატარებს ხილისა და ბოსტნეულის ბაზრების კვლევებს ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებში. ¶ თითოეული სუპერმარკეტის ხილ-ბოსტნეულის განყოფილება შეფასდა ტრადიციული ოთხი კრიტერიუმის მიხედვით:  პროდუქტის ხარისხი,  ასორტიმენტი,  სექციის წარმოჩინება და  ფასი. ¶ ამ ოთხი კომპონენტის ჯგუფური შეფასების შედეგად, სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო ხილ-ბოსტნეულის განყოფილების მიმართულებით, საუკეთესო სუპერმარკეტად დასახელდა.¶გაეცანით სრულს სტატიას აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით შემდეგ ბმულზეwww.bpn.ge  

404 image

ფრესკო 2020 წლის საუკეთესო სუპერმარკეტად დასახელდა აღმოსავლეთ ევროპის ანალიტიკური პლატფორმა East Fruit-ის მიერ

ფრესკო 2020 წლის საუკეთესო სუპერმარკეტად დასახელდა აღმოსავლეთ ევროპის ანალიტიკური პლატფორმა East Fruit-ის მიერგაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO),  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და  EU4Business მიერ მხარდაჭერილი ელექტრონული პლატფორმა East Fruit ატარებს ხილისა და ბოსტნეულის ბაზრების კვლევებს ცენტრალურ აზიაში, კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონებში. ¶ თითოეული სუპერმარკეტის ხილ-ბოსტნეულის განყოფილება შეფასდა ტრადიციული ოთხი კრიტერიუმის მიხედვით:  პროდუქტის ხარისხი,  ასორტიმენტი,  სექციის წარმოჩინება და  ფასი. ¶ ამ ოთხი კომპონენტის ჯგუფური შეფასების შედეგად, სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო ხილ-ბოსტნეულის განყოფილების მიმართულებით, საუკეთესო სუპერმარკეტად დასახელდა.¶გაეცანით სრულს სტატიას აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით შემდეგ ბმულზეwww.bpn.ge 

404 image

შეუკვეთე ფრესკოს უგემრიელესი საახალწლო სუფრა თქვენთვის სასურველ რაოდენობაზე.

ღირებულება 1 პერსონაზე - 45 ლარი.¶ 4 კაციანი სუფრის შეკვეთის შეთხვევაში საჩუქრად გადმოგეცემათ 1 ბოთლი ცქრიალა ღვინო "მაესტრო" (თქვენთვის სასურველი სახეობა)¶ ყოველი მომდევნო 2 პერსონის შეკვეთის შემთხვევაში, დამატებით მიიღებთ კიდევ 1 ბოთლ ცქრიალა ღვინოს საჩუქრად¶ მენიუში შედის:¶ 1. შემწვარი გოჭი ¶ 2. ქათმის საცივი ¶ 3. შემწვარი კალმახი ¶ 4. შემწვარი ქათამი ¶ 5. იმერული ხაჭაპური ¶ 6. ლობიანი ¶ 7. ფხალის ასორტი   (ისპანახის ფხალი, ჭარხლის ფხალი, ნიგვზიანი ბადრიჯანი)¶ 8. სალათი ოლივიე ¶ 9. ქათმის კუჭმაჭი ნიგვზით ¶ 10. სოკოს ჩაშუშული  ¶ 11. ხორცის ბლინი ¶ 12. საახალწლო ნუგბარი (გოზინაყი,ჩურჩხელა და კარალიოკის ჩირი) ¶ 13. შოთის პური ¶ 14. ბაჟე ¶ 15. ტყემალი¶ შეკვეთები მიიღება 16 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით¶ შეკვეთის გაკეთება შეგიძლიათ: ¶  ფრესკოს ქოლ ცენტრის საშუალებით ნომერზე 591 883 798¶  Facebook გვერდის საშუალებით ¶  ადგილზე, ჩვენს ნებისმიერ სუპერმარკეტში (10:00 საათიდან 19:00 საათამდე)¶ ¶  

404 image

მოამზადეთ ვაშლის და დარიჩინის ნამცხვარი

საჭირო ინგრედიენტების შეძენას შეძლებთ ჩვენს სუპერმარკეტში ფქვილი - 500 გრ  კარაქი - 150 - 200 გრ  ვაშლი - 4-5 ცალი  (სიდიდის მიხედვით)  შაქარი - 100 გრ  ვანილი და დარიჩინი (გემოვნებით)  ფქვილი და ოთახის ტემპერატურის კარაქი გადავურიოთ ერთმანეთს, მოვზილოთ  ცომი, რომელიც ხელზე არ გეკრობათ. ( საჭიროების შემთხვევაში შესაკრავად შეგიძლიათ გამოიყენოთ 15-20მლ ცივი წყალი). გამზადებული ცომი მოვათავსოთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში. ვაშლი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვათავსოთ თასში, მოვაყაროთ შაქარი, დარიჩინი და ვანილი, კარგად გადავურიოთ  ინგრედიენტები. ტარტის ფორმაში ჩავაფინოთ  დაახლოებით 5მმ სისქეზე გაბრტყელებული ცომი,  ჩანგლის წვერით  დავჩხვლიტოთ  ცომის მასა, რათა ჰაერმა იმოძრაოს, მოვათავსოთ ვაშლი და დავაფინოთ ზემოდან თხელი ცომის მეორე ფენა. მოვათავსოთ ვაშლის ტარტი წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუს ტემპერატურაზე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. ( ცხობის დრო შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს თქვენი ღუმელის სიმხურვალის მიხედვით)

404 image

მოვამზადოთ გემრიელი და ფერადი შოკოლადის ბურთები, გაალამაზეთ სადღესასწაულო სუფრა ჩვენი ნუგბარით

 🛒 დესერტის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტების შეძენას შეძლებთ ჩვენს სუპერმარკეტში 🍫 შოკოლადი 65% იანი - 300 გრ 🍫 ნაღები 35% იანი - 150 მლ 🍫 ფერადი ფანტელები - 50 გრ 🍫 თხილი - 50 გრ 🍫 ქოქოსის ფანტელი - 50 გრ 👩🍳 მივიყვანოთ ნაღები ადუღებამდე, დავასხათ დატეხილ შოკოლადს და კარგად ავურიოთ მასა, სანამ არ გახდება ერთგვაროვანი. შევდგათ მაცივარში, რათა გამყარდეს შოკოლადი. / გემოვნებით შესაძლებელია დაუმატოთ შიგთავსშივე ქოქოსის ფანტელი ან 20-30მლ ალკოჰოლი/ 🍭 მას შემდეგ რაც გამყარდება შოკოლადის მასა, დავაგუნდავოთ ბურთებად და ამოვავლოთ სასურველ ინგრედიენტში, შევდგათ  კვლავ მაცივარში მცირე დროით. ☺️ გემრიელად მიირთვით