საჭირო ინგრედიენტების შეძენას შეძლებთ ფრესკოს სუპერმარკეტში რძე - 100მლ ნაღები 33% იანი - 400მლკვერცხის გული - 4 ცალიშაქარი - 150გრვანილი - 5 გრამი 4 კვერცხის გული და შაქარი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, ჩავასხათ 100 მლ რძე და დაბალ ცეცხლზე ვურიოთ შესქელებამდე ( მასა არ უნდა ადუღდეს) ცალკე თასში მოვათავსოთ ცივი ნაღები და ავთქვიფოთ გასქელებამდე, შემდგომ, რძის და კვერცხის მასა გადავურიოთ ნაღებს და დავუმატოთ ვანილი. ნაყინის მასა გადაიტანეთ კონტეინერში და მოათავსეთ საყინულეში, პირველი 3 საათის განმავლობაში რამდენჯერმე გამოიღეთ და გადაურიეთ , რათა არ გაჩნდეს ყინულის კრისტალები, დატოვეთ მაცივარში სასურველია მთელი ღამის განმავლობაში