სიახლეები

404 image

ქათმის ფილე ქამა სოკოთი ნაღების სოუსში

​მოვამზადოთ უგემრიელესი კერძი ქათმის ფილე ქამა სოკოთი ნაღების სოუსშისაჭირო ინგრედიენტების შეძენას შეძლებთ ფრესკოს სუპერმარკეტებში ქათმის ფილე - 2 ცალი / პორციები შეგიძლიათ თავად გაზარდოთ/ ქამა სოკო - 200 გრ ნაღები (20%) – 200 მლ თეთრი ღვინო - 50 მლ ხახვი - 1 თავი ნიორი - 1 ლებანი მარილი /პილპილი - გემოვნებით ოხრახუში - გემოვნებით ზეთი/კარაქი ქათმის ფილე სასურველია წინა დღეს დამარინადდეს, თუმცა თუ ვერ მოასწარით არაუშავს, კერძის მომზადებამდე ფილე გაჭერით შუაზე, მოათავსეთ ლანგარზე, დააწურეთ ლიმონი, მოაყარეთ ცოტა მარილი და დაასვენეთ 1 საათით. გაცხელებულ ტაფაზე მოათვსეთ მცირე ოდენობით ზეთი და კარაქი, კარგად დაბრაწეთ ქათმის ფილე. გამზადებული ფილე დროებით გადავდოთ ტაფიდან და ახლა მასზე მოვათავსოთ ხახვი,ნიორი და სოკო, მოვბრაწოთ, დავუმატოთ ღვინო, სუნელები და ბოლოს ნაღები. ვადუღოთ რამდენიმე წუთი, შემდეგ კი ტაფაზე დავაბრუნოთ დაბრაწული ქათმის ფილეს ნაჭრები. რამდენიმე წუთი გავაჩეროთ ცეცხლზე. უგემრიელესი კერძიც მზად არის, მოაყარეთ ოხრახუში და გემრიელად მიირთვით

404 image

მოვამზადოთ გემრიელი, არომატული დარიჩინის როლები

მოვამზადოთ გემრიელი, არომატული დარიჩინის როლებიინგრედიენტების შესაძენათ ესტუმრეთ ფრესკოს სუპერმარკეტებს ცომის ინგრედიენტები: ფქვილი - 600 გრ საფუარი - 10 გრ რძე - 250 მლ კარაქი - 80 გრ შაქარი - 70 გრ კვერცხი - 3 ცალი ვანილი მწიკვი მარილი შიგთავსის ინგრედიენტები: ყავისფერი შაქარი - 150 გრდარიჩინი - 1 სუფრის კოვზი კარაქი - 120 გრ მინანქარი: შაქრის ფხვნილი - 100 გრ კრემ ყველი - 1/3 ჭიქა რძე - 3 სუფრის კოვზი ვანილიპირველ ეტაპზე მოვამზადოთ ცომი: ფქვილი და საფუარი გადავურიოთ თასში, დაბალ ცეცხლზე შევათბოთ რძე და მასშივე გავადნოთ კარაქი, შაქარი და მარილი( არ ავადუღოთ). თბილი რძის მასა გადავურიოთ ფქვილში და მოვზილოთ, შემდგომ დავუმატოთ კვერცხი და განვაგრძოთ ცომის დამუშავება. ცომის მასა უნდა გამოვიდეს რბილი და ფაფუკი. გადავახვიოთ საკონდიტრო პარკი და დავასვენოთ ცომი მინ 1 საათის განმავლობაში, რათა გაორმაგდეს ზომაში.მეორე ეტაპი შიგთავსი: მას შემდეგ, რაც ცომი ამოფუვდა, გადავზილოთ კიდევ ერთხელ და დავიწყოთ შიგთავსის მომზადება, როსთვისაც უბრალოდ შაქარი და დარიჩინი უნდა გადავურიოთ ერთმანეთს. ასევე არ დაგვავიწყდეს ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქიც. ფუმფულა ცომი გააბრტყელეთ ოთკუთხედ ფორმაზე დაახლოებით 1 სმ სიმაღლეზე, გადაუსვით დარბილებული კარაქი და მოაყარეთ შაქრის და დარიჩინი. გადაახვიეთ ცომი და დაჭერით 10-12 ნაწილად.წაუსვით საცხობ ფორმას კარაქი, მოათავსეთ დარიჩინის როლები, გადააფარეთ საკონდიტრო პარკი და დააყოვნეთ 30-45 წუთი რათა კიდევ გაორმაგდეს ზომაში. ამის შემდგომ მოათავსეთ 190გრ 30 წუთის განმავლობაში. გაგრილებულ ფუნთუშებს მოასხით კრემ ყველისმინანქარი სასურველი რაოდენობით : შაქრის ფხვნილი, კრემ ყველი, ვანილი და რძე გადაურიეთ ერთმანეთში. ( სისქე შეგიძლიათ აკონტროლოთ რძის ეტაპობრივად დასხმით). გემრიელად მიირთვით  

404 image

მოვამზადოთ უგემრიელესი, არომატული ლიმონის ტარტი

მოვამზადოთ უგემრიელესი, არომატული ლიმონის ტარტი საჭირო ინგრედიენტების შეძენას შეძლებთ ფრესკოს სუპერმარკეტშიცომი: ფქვილი - 250გრ კარაქი - 125გრ კვერცხის გული - 1 ცალი შაქარი - 80გრ დაფქული ნუში - 30გრ ვანილი/მარილი შიგთავსი: ლიმონი - 2 ცალი შაქარი - 100 გრ კვერცხის გული - 3 ცალი სიმინდის სახამებელი - 1 ს.კ კარაქი - 50 გრ ტოპინგი: კვერცხის ცილა - 3 ცალი შაქარი - 150 გრდავიწყოთ მომზადება: გადავურიოთ ყველა მშრალი ინგრედიენტი ერთმანეთს, დავამატოთ კუბებად დაჭრილი ცივი კარაქი და კვერცხის გული. კარგად ავსრისოთ ხელით. მიღებული ფხვიერი მასა გადავახვიოთ საკონდიტრო ცელოფანში და მოვათავსოთ მაცივარში 30 წუთით. ცომი გავაბრტყელოთ და მოვათავსოთ 24 სმ დიამეტრის ფორმაში. ჩანგლით დავხვრიტოთ ცომი, დავაფინოთ ქაღალდი და დავაყაროთ რაიმე მარცვლეული ( რათა ტარტის გული არ ამოვიდეს) მოვათავსოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით.ჭურჭელში ჩავასხათ 2 ლიმონის წვენი და ჩავყაროთ ამავე ლიმონის ცედრა, შაქარი, კვერცხის გულები და სიმინდის სახამებელი. ძალიან დაბალ ცეცხლზე წამოვადუღოთ მუდმივი მორევით. შესქელებისთანავე გადმოვდგათ და შევურიოთ კარაქი.კრემი დავასხათ სანახევროდ გამომცხვარ ცომში და შევაბრუნოთ ღუმელში 10-15 წუთით. კვერცხის ცილა და შაქარი ავთქვიფოთ სქელი ბეზეს კონსისტენციამდე, გავაფორმოთ გაგრილებული ტარტი ბეზეთი. ბეზე მოვბრაწოთ ზედაპირზე ხელის გაზის ბალონით ან მოვათავსოთ ღუმელში 5 წუთით ზედა გრილით)

404 image

ვარკეთილის სუპერმარკეტში სარემონტო სამუშაოები დასრულდა

​ვარკეთილის მოსახლეობის დიდი თხოვნით, დღეს, 25 ნოემბერს, 15:00 საათზე ვხსნით ფრესკოს სუპერმარკეტის განახლებულ სავაჭრო დარბაზს, სადაც თქვენ დაგხვდებათ:განახლებული გარემო პროდუქციის კიდევ უფრო ფართო ასორტიმენტი სპეციალურად ვარკეთილის მომხმარებლისთვის განკუთვნილი 3 დღიანი აქცია: ნედლი ქათამი „კოდა“ 1კგ - 6.49 ლარი ნატურალური სულგუნი 1კგ - 15.99 ლარი საქონლის მკერდი 1კგ - 13.90 ლარი იმერული ყველი 1კგ - 11.99 ლარი ქარხნული ყველი 1კგ - 12.99 ლარიდა დამატებით სხვა 50 დასახელების პროდუქტზე.ვარკეთილის სუპერმარკეტის ოფიციალურ გახსნაზე კი გეპატიჟებით 5 დეკემბერს 10:00საათიდან, კალოუბნის #9-ში