სიახლეები

404 image

​მოვამზადოთ უმარტივესი, სამარხვო შოკოლადის ნამცხვარი

​მოვამზადოთ უმარტივესი, სამარხვო შოკოლადის ნამცხვარი ფქვილი – 3 ჭიქა შაქარი – 2 ჭიქა სოდა ან გამაფხვიერებელი - 2 ჩ/კ კაკაოს ფხვნილი - 200 გრ ზეთი – 200 მლ ძმარი – 2 ს/კ მარილი - 1 ჩ/კ ვანილი – 1 შეკვრა წყალი - 2 ჭიქა ფხვიერი ინგერდიენტები : ფქვილი, შაქარი, მარილი, სოდა და კაკაო გადავურიოთ ერთმანეთს. ასევე ცალკე თასში გადავურიოთ ერთმანეთს თხევადი ინგრედიენტები: ზეთი, ძმარი და წყალი.შემდგომ შევაერთოთ ფხვიერი და თხევადი ინგრედიენტები ერთ მასად. გავაცხელოთ ღუმელი 180 გრადუსამდე, მოვათავსოთ ცომი საცხობ ფორმაში. ვაცხობთ 30-40 წუთის განმავლობაში.   

404 image

მოვამზადოთ ქათმის გემრიელი მექსიკური კერძი „ფახიტასი“

მოვამზადოთ ქათმის გემრიელი მექსიკური კერძი „ფახიტასი“ქათმის ფილე - 1 კგფერადი ბულგარული ( წითელი, ყვითელი, მწვანე) – 5/6 ცალიხახვი - 1 ცალისტაფილო - 1 ცალინიორი - 2 ლებანისოიოს სოუსი- გემოვნებითპილპილი- გემოვნებითმარილი- გემოვნებითპაპრიკა - გემოვნებითსიმინდი - 50 გრტომატი - 20 გრსიმინდის სახამებელი - 1 სუფრის კოვზიქათმის ფილე დავჭრათ წვრილ მოგრძო ნაჭრებად, დავაყაროთ მარილი, პილპილი და სასურველია 1-2 საათით მოვათავსოთ კვლავ მაცივარში.დავჭრათ ყველა ბოსტნეული მოგრძო წვრილ ზომაზე. გავახუროთ ტაფა, დავასხათ ცხიმი და მოვათავსოთ ქათმის ფილე, შევწვათ თანაბრად. მოვაყაროთ ბოსტნეული და კარგად გადავურიოთ ინგრედიენტები, დავუმატოთ პაპრიკა, მარილი და ნიორი. სიმინდის სახამებელი გავხსნათ სოიოს სოუსში, ტომატში და ცოტაოდენ წყალში, მოვასხათ სოუსი კერძს და გადავურიოთ.ქათმის კერძი მზად არის. დამატებით შეგიძლიათ მოაყაროთ დაჭრილი ახალი ხახვი და სიმინდი.მიირთვით მოხარშულ ბრინჯთან ერთად  

404 image

მარწყვის ტარტი

შეიძინეთ ფრესკოს ქსელის ნებისმიერ სუპერმარკეტში მარწყვი და მოამზადეთ უგემრიელესი დესერტი:მარწყვის ტარტი საჭირო ინგრედიენტებიცომი:ფქვილი - 250 გრკარაქი - 150 გრკვერცხის გული - 2 ცალიშაქრის ფხვნილი - 100 გრმარილი - 5 გრსოდა - 5 გრცივი წყალი - 2-3 ს/კკრემი:რძე - 500 მლკვერცხი - 2 ცალიშაქარი - 150-200 გრფქვილი - 70 გრკარაქი - 150 გრმოსართავად:მარწყვი - 500 გრვამზადებთ ცომს :გადავურიოთ მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთს, ჩავყაროთ ცივი კარაქის კუბები და მოვამზადოთ ფხვიერი მასა, დავუმატოთ კვერცხის გული, გადავურიოთ და საჭიროების შემთხვევაში ცომის შესაკრავად დავუმატოთ ცივი წყალი. მოვზილოთ ცომი, მოვათავსოთ საკონდიტრო პარკში და შევდოთ მაცივარში 30-40 წუთი.ცივი ცომი გადმოვიღოთ და გავაბრტყელოთ 3-4 მმ სისქემდე, მოვათავსოთ 24-26 დიამეტრის ტარტის ფორმაზე. გული დავჩხვლიტოთ ჩანგლით, ტარტზე მოვათავსოთ პერგამენტის ქაღალდი და ჩავყაროთ შიგნით ლობიო ან წიწიბურა, რათა გამოცხობის დროს გული არ ამოიბეროს.15 წუთი ვაცხობთ 200 გრადუსზე, შემდგომ მოვხსნით პერგამენტზე მოთავსებულ სიმძიმეს და კიდევ 15 წუთი გავაგრძელებთ ცხობის პროცეს, ცხობის დრო დამოკიდებულია თქვენი ღუმელის სიმხურვალეზეც.გამზადებულ ტარტს აწყობამდე კარგად გავაგრილებთ.კრემი:ვამზადებთ ტრადიციულ მოხარშულ კრემს: შაქარს დავუმატებთ კვერცხს გადავურევთ , დავუმატებთ ფქვილს და კარგად გავხსნით ინგრედიენტებს. დავამატებთ შემთბარ რძეს, ინგრედიენტებს გადავურევთ რძეში და მოვათავსებთ თასს დაბალ ცეცხლზე, ვურევთ შესქელებამდე.მიღებულ მასას გავაგრილებთ და ცივ კრემს დავუმატეთ კარაქს/ვანილს.აწყობა:გამომცხვარ ტარტში მოვათავსებთ კრემს და ზემოდან მოვრთავთ მარწყვით

404 image

მოვამზადოთ უმარტივესი დესერტი "შოკოლადის ლავა ქეიქი"

მოვამზადოთ უმარტივესი დესერტი"შოკოლადის ლავა ქეიქი" საჭირო ინგრედიენტების შეძენას შეძლებთ ფრესკოს ნებისმიერ სუპერმარკეტში შოკოლადი - 200 გრ კარაქი - 125 გრ კვერცხი - 4 ცალი შაქარი - 120 გრ ფქვილი - 100 გრ კაკაო - 1 ს/კ შოკოლადი და კარაქი გაალღვეთ წყლის ორთქლზე.ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ გაგრილებული შოკოლადის მასა, გაცერით ფქვილი და გააერთიანეთ ყველა ინგრედიენტი. სასურველ /მრგვალ/ ფორმებს წაუსვით გვერდებზე კარაქი და მოაყარეთ კაკაო, შემდეგ ჩაასხით ნახევრამდე შოკოლადის მასა. ფორმები მოათავასეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთის განმავლობაში მიირთვით ნაყინთან ერთად

404 image

მოვამზადოთ ჰაეროვანი და ძალიან გემრიელი "ჩიზქეიქი"

​ მოვამზადოთ ჰაეროვანი და ძალიან გემრიელი "ჩიზქეიქი" / კრემ ყველის დესერტი ცხობის გარეშე / საჭირო ინგრედიენტების შეძენას შეძლებთ ჩვენს სუპერმარკეტებში¶  ორცხობილა - 300 -400 გრ¶  კრემ ყველი - 500 გრ¶  კარაქი - 150 გრ¶  ნაღები - 200 მლ ( 35% იანი)¶  შაქარი - 150 გრ¶  ჟელატინი - 20 გრ¶  ვანილი¶  პირველ ეტაპზე მოვამზადოთ ჟელატინი, დავასხათ მას ცივი წყალი 100 მლ და გავაჩეროთ რათა გააქტიურდეს. ორცხობილა დავფხვნათ, მოვათავსოთ თასში და დავასხათ გამდნარი კარაქი, კარგად გადავურიოთ. ცხიმიანი ორცხობილა მოვათავსოთ 24 – 26 სმ იანი საცხობ თასში და კარგად გავაბრტყელოთ, ოდნავ ამოვიყვანოთ გვერდებზეც.¶  ჟელატინი მოვათავსოთ დაბალ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. პარალელურად ავთქვიფოთ ნაღები და შაქარი შესქელებამდე, ავურიოთ კრემ ყველი, ვანილი და შემდგომ ჟელატინი. გადავიტანოთ კრემი ორცხობილიან ფორმაში, დავაფაროთ ზემოდან საცხობი პარკი და მოვათავსოთ მაცივარში  4-5 საათი ან მთელი ღამით.¶  სანამ მიირთმევთ, მორთეთ სასურველი ხილით ან  მურაბით.¶  გემრიელად მიირთვით¶ 

404 image

​მოვამზადოთ, ჰაეროვანი, მარტივი და ძალიან პოპულარული დესერტი "პავლოვა

​მოვამზადოთ, ჰაეროვანი, მარტივი და ძალიან პოპულარული დესერტი "პავლოვა"  იცოდით, რომ მოცემული დესერტის სამშობლო არის ახალი ზელანდია სასურველი ინგრედიენტების შეძენას შეძლებთ ჩვენს სუპერმარკეტებში კვერცხის ცილა - 4 ცალი შაქრის ფხვნილი - 225 გრ (+ ცოტაოდენი შაქარი ნაღებთან ასათქვეფად, გემოვნებით) ლიმონის წვენი - 1 ჩ/კ ვანილი სიმინდის სახამებელი - 1 ს/კ ნაღები - 400 - 500 მლ (30-35%-იანი) ხილი: ბანანი, კივი, ფორთოხალი, მარწყვი, მანდარინი და ა.შ თქვენი გემოვნებით. ათქვიფეთ კვერცხის ცილა ბეზეს კონსისტენციამდე. თანდათან შეურიეთ შაქრის ფხვნილი და მიიყვანეთ გამყარებამდე. დაუმატეთ ვანილი, ლიმონის წვენი და სახამებელი, თქვიფეთ კიდევ 5 წუთი. ბეზე უნდა იყოს მყარი, იმდენად, რომ თასის გადმოტრიალებისას ინარჩუნებდეს ფორმას. პერგამენტზე გადაიტანეთ ბეზე და მიეცით ბუდის ფორმა. დაახლოებით 20 სმ დიამეტრი. გამოაცხვეთ 130 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1 სთ და 30 წუთი. როდესაც გამოცხვება ბეზე, გამორთეთ ღუმელი, გააღეთ კარი და დატოვეთ ღუმელში სრულ გაგრილებამდე. ათქვიფეთ ნაღები და შაქრის ფხვნილი სასურველ სისქემდე, მოათავსეთ ბეზეს გულში და ზემოდან მორთეთ ხილით. გემრიელად მიირთვით