სიამაყით გაგაცნობთ, რომ კომპანია ფრესკოს დახმარებით, N5 (ქალთა) დაწესებულების ქალი მსჯავრდებულები ფიტნეს ინსტრუქტორის პროფესიას დაეუფლებიან. გვიხარია, რომ აღნიშნული პროგრამის საშუალებით ქალ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ეძლევათ შეიძინონ პროფესია, დასაქმდნენ და იყვნენ რეალიზებულები თავიანთ სამომავლო საქმიანობაში, მას შემდეგ რაც დაუბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს. საგანმანათლებლო პროექტის იდეის ავტორი და განმახორციელებელი First Fitness Academy და მათი წამყვანი ინსტრუქტორები არიან. კურსი 6 თვეში დასრულდება და მასში მონაწილე 17 ქალი მსჯავრდებული სერტიფიცირებული ფიტნეს ინსტრუქტორები გახდებიან