სიახლეები

კინოას სალათი

კინოას სალათი

მოამზადეთ  ჯანსაღი, დიეტური და ამავე დროს უგემრიელესი კინოას სალათი სწრაფად და მარტივად: 1/2 ჭიქა კინოა100 გრ ყვავილოვანი კომბოსტოპომიდორი1 ცალი ყაბაყი 1/2 ბულგარული წიწაკა2 ს/კ ლიმონის წვენიბალზამიკი (სურვილისამებრ) მარილი გემოვნებითვიწყებთ კინოას მოხარშვით! 1/2 ჭიქა კინოას თესლისთვის დაგჭირდებათ 1 ჭიქა წყალი. დაბალ ცეცხლზე მოხარშეთ დაახლოებით 15 წუთი. შემდეგ გადმოიღეთ და გააშრეთ.  საშუალო ცეცხლზე ვახურებთ ტაფას და ოდნავ ზეითუნის ზეთს ვასხამთ, რომ ბოსტნეულმა არ მიიწვას. ბოსტნეულს, რომელსაც მიანიჭებთ უპირატესობას, ცოტა ხანი ვაჩერებთ ცეცხლზე, რომ დარბილდეს.  როდესაც ბოსტნეული მზადაა, ვჭრით და ვათავსებ ჯამში კინოასთან ერთად, ვასხამ ლიმონის წვენს, ცოტა ბალზამიკოს და ვაყრით მარილს გემოვნებით. ამ სალათის მომზადების შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ დიეტური არ ნიშნავს უგემურს 

ტირამისუ

ტირამისუ

La Mole"-ს ორცხობილა - 400 გრამიმასკარპონე - 500 გრამიშაქარი - 125 გრამიკვერცხი - 2 ცალიკაკაოყავა ბრენდი/ლიქიორი¶ ¶ ¶ ¶ ¶ ¶ ¶ გააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა, მოამზადეთ გულისგან გოგლი-მოგლი ( სასურველია წყლის ორთქლზე გააჩეროთ 10-15 წუთი) და ცილისგან ბეზე. ¶  გოგლი-მოგლს გადაურიეთ მასკარპონე და შემდგომ ბეზე.¶ ცალკე თასში გააგრილეთ ყავა და დაუმატეთ სასურველი ალკოჰოლი. ¶ "La Mole"-ს ორცხობილა ამოავლეთ ყავაში და მოათავსეთ სასურველ ჭურჭელში ერთ ფენად, გადაუსვით კრემი და შემდგომ მოაფრქვიეთ კაკაო, ასევე  გააკეთეთ მეორე ფენაზე.¶ ტირამისუც მზად არის, მოათავსეთ მაცივარში (სასურველია 24 საათი) თუმცა როგორც კი გაცივდება შეგიძლიათ მიირთვათ¶ 

ფრესკოსა და First Fitness Academy ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი ქალთა N5 დაწესებულებაში გრძელდება.

ფრესკოსა და First Fitness Academy ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი ქალთა N5 დაწესებულებაში გრძელდება.

ფრესკოსა და First Fitness Academy ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი ქალთა N5 დაწესებულებაში გრძელდება.  ქალმა მსჯავრდებულებმა პირველი გამოცდა დადებითი  შედეგებით ჩააბარეს და უკვე სწავლების შემდეგ ეტაპზეც გადავიდნენ.   დარწმუნებულები ვართ, რომ ამავე წარმატებით, კურსის დასრულების შემდეგ მასში მონაწილე 17 ქალი მსჯავრდებული სერტიფიცირებული ფიტნეს ინსტრუქტორი გახდება   შეძენილი პროფესია კი, მათ სამომავლოდ დასაქმებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობას მისცემს.

გვესტუმრეთ ფრესკოს ქსელის ნებისმიერ სუპერმარკეტში და შეიძინეთ ქოქოსისის, კაკაოს და შიის კარაქი

გვესტუმრეთ ფრესკოს ქსელის ნებისმიერ სუპერმარკეტში და შეიძინეთ ქოქოსისის, კაკაოს და შიის კარაქი

გვესტუმრეთ ფრესკოს ქსელის ნებისმიერ სუპერმარკეტში და შეიძინეთ ქოქოსისის, კაკაოს და შიის კარაქიქოქოსის კარაქი ნამდვილი აღმოჩენაა მათთვის, ვინც საკუთარ ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე ზრუნავს.ქოქოსი სასარგებლო ლაურინის მჟავას, Е და К ვიტამინებს შეიცავს და ანტიმიკრობული, დამარბილებელი ეფექტით გამოირჩევა. საოცარი საშუალებაა გასარუჯად ღრმა დამატენიანებელია კვებავს კანს ვიტამინებით ამცირებს სტრიების გაჩენის ალბათობას აქრობს გამონაყარს იცავს კანს დაბინძურებისგან გამოიყენება ცელულიტის საწინააღმდეგოდ კვებავს თავის კანს და თმას, იცავს ბოლოებს გაყოფისგან

404 image

ბურღულეულის მრავალფეროვანი არჩევანი ფრესკოში

​ზეითუნის ზეთი - 1 სუფრის კოვზიქამა ან ხის სოკო -  300  გრამიხახვი - ¼ კარაქი - 40 გრამირიზოტოს ბრინჯი - 1 ჩაის ჭიქათეთრი ღვინო - 50 მლსასურველი ბულიონი ( ქათმის ან ბოსტნეულის) – 3 ჩაის ჭიქაგახეხილი ყველი პარმეზანი -  1/3 ჭიქაქვაბში  ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ თხლად დაჭრილი სოკო, მოთუშეთ 5 წუთის განმავლობაში, დააყარეთ ცოტა მარილი და პილპილი. მას შემდეგ რაც სოკო გამზადდება გადაიტანეთ ის  დროებით სხვა  თასში.იმავე ქვაბში ( სადაც მომზადდა სოკო) მოათავსეთ კარაქი,  დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და მოთუშეთ, დაუმატეთ ღვინო - გადაურიეთ ინგრედიენტები, მას შემდეგ რაც ალკოჰოლი აორთქლდება დაუმატეთ ბრინჯი. 5 წუთის განმავლობაში ურიეთ ბრინჯს რათა მოიხალოს.ეტაპობრივად დაამატეთ ცხელი  ½ ჭიქა ბულიონი თითო ჯერზე ( სულ ჯამში 3 ჭიქა) და პარალელურად ურიეთ ბრინჯს, ეს პროცესი გაგრძელდება დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, შეგიძლიათ სოკო გადაურიოთ ბრინჯის მასაში ან თეფშზე მოათავსოთ ბრინჯის თავზე, გემოვნებით მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში.