მოვამზადოთ, ჰაეროვანი, მარტივი და ძალიან პოპულარული დესერტი "პავლოვა" იცოდით, რომ მოცემული დესერტის სამშობლო არის ახალი ზელანდია სასურველი ინგრედიენტების შეძენას შეძლებთ ჩვენს სუპერმარკეტებში კვერცხის ცილა - 4 ცალი შაქრის ფხვნილი - 225 გრ (+ ცოტაოდენი შაქარი ნაღებთან ასათქვეფად, გემოვნებით) ლიმონის წვენი - 1 ჩ/კ ვანილი სიმინდის სახამებელი - 1 ს/კ ნაღები - 400 - 500 მლ (30-35%-იანი) ხილი: ბანანი, კივი, ფორთოხალი, მარწყვი, მანდარინი და ა.შ თქვენი გემოვნებით. ათქვიფეთ კვერცხის ცილა ბეზეს კონსისტენციამდე. თანდათან შეურიეთ შაქრის ფხვნილი და მიიყვანეთ გამყარებამდე. დაუმატეთ ვანილი, ლიმონის წვენი და სახამებელი, თქვიფეთ კიდევ 5 წუთი. ბეზე უნდა იყოს მყარი, იმდენად, რომ თასის გადმოტრიალებისას ინარჩუნებდეს ფორმას. პერგამენტზე გადაიტანეთ ბეზე და მიეცით ბუდის ფორმა. დაახლოებით 20 სმ დიამეტრი. გამოაცხვეთ 130 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1 სთ და 30 წუთი. როდესაც გამოცხვება ბეზე, გამორთეთ ღუმელი, გააღეთ კარი და დატოვეთ ღუმელში სრულ გაგრილებამდე. ათქვიფეთ ნაღები და შაქრის ფხვნილი სასურველ სისქემდე, მოათავსეთ ბეზეს გულში და ზემოდან მორთეთ ხილით. გემრიელად მიირთვით