მოვამზადოთ ჰაეროვანი და ძალიან გემრიელი "ჩიზქეიქი" / კრემ ყველის დესერტი ცხობის გარეშე / საჭირო ინგრედიენტების შეძენას შეძლებთ ჩვენს სუპერმარკეტებში¶ ორცხობილა - 300 -400 გრ¶ კრემ ყველი - 500 გრ¶ კარაქი - 150 გრ¶ ნაღები - 200 მლ ( 35% იანი)¶ შაქარი - 150 გრ¶ ჟელატინი - 20 გრ¶ ვანილი¶ პირველ ეტაპზე მოვამზადოთ ჟელატინი, დავასხათ მას ცივი წყალი 100 მლ და გავაჩეროთ რათა გააქტიურდეს. ორცხობილა დავფხვნათ, მოვათავსოთ თასში და დავასხათ გამდნარი კარაქი, კარგად გადავურიოთ. ცხიმიანი ორცხობილა მოვათავსოთ 24 – 26 სმ იანი საცხობ თასში და კარგად გავაბრტყელოთ, ოდნავ ამოვიყვანოთ გვერდებზეც.¶ ჟელატინი მოვათავსოთ დაბალ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. პარალელურად ავთქვიფოთ ნაღები და შაქარი შესქელებამდე, ავურიოთ კრემ ყველი, ვანილი და შემდგომ ჟელატინი. გადავიტანოთ კრემი ორცხობილიან ფორმაში, დავაფაროთ ზემოდან საცხობი პარკი და მოვათავსოთ მაცივარში 4-5 საათი ან მთელი ღამით.¶ სანამ მიირთმევთ, მორთეთ სასურველი ხილით ან მურაბით.¶ გემრიელად მიირთვით¶