სიახლეები

404 image

გამომცხვარი ორაგული

​გიზიარებთ ორაგულის უმარტივესი და უგემრიელესი კერძის მომზადების რეცეპტს, ყველა ინგრედიენტი შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენს სუპერმარკეტებში.  კერძისათვის დაგჭირდებათ : ✅ ორაგული ✅ ლიმონი ✅ კამა ✅ ნიორი - 1კბილი ✅ მარილი ✅ პილპილი ✅ გამდნარი კარაქი - 30გრ ✅ საცხობი ფოლგა 👉 საცხობ ფორმას მოარგეთ შესაბამისი ზომის ფოლგა, ცენტრში დაალაგეთ კამა და ლიმონი, ზემოდან მოათავსეთ ორაგულის ნაჭერი, მოაყარეთ მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი ნიორი, კამა და ლიმონი. ზემოდან მოასხით გამდნარი კარაქი. 👉 მოცემული ინგრედიენტები კარგად შეფუთეთ ფოლგაში ყველა მხრიდან, შემდეგ კი, მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 12-15 წუთი. ☺ გემრიელი კერძიც მზად არის. ✔ გარნირად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მოთუშული ბოსტნეული, ან ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ინგრედიენტი. 🍷 მიირთვით კერძი თეთრ ღვინოსთან ერთად

404 image

რუკოლას სალათი

​ ჯანსაღი და გემრიელი რუკოლას საზაფხულო სალათისასარგებლო თვისებები:შეიცავს ვიტამინებს, იოდს, კალციუმს და ა.შსასარგებლოა თქვენი თმისათვისაღადგენს წყლის ბალანს ორგანიზმშიმატებს ენერგიას სალათის მოსამზადებლად ყველა ინგრედიენტი შეგიძლიათ შეიძინოთ ფრესკოს სუპერმარკეტში:✅ რუკოლას ფოთლები✅ პომიდორი ჩერი✅ პარმეზანის ყველი🍋 სოუსი:✅ ლიმნის წვენი 2 ს/კ✅ ზეითუნის ზეთი 2 ს/კ✅ ნიორი✅ მარილი👉 მოამზადეთ ინგრედიენტები, მოათავსეთ თასში რუკოლას ფოთლები, დაუმატეთ პომიდორი ჩერი, მოაყარეთ პარმეზანის ყველი და შემდგომ მოასხით სოუსი.👉 სალათი შეგიძლიათ გააფორმოთ თხილეულით

404 image

დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება

​ფრესკოს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით 1,000,000 ლარზე მეტი თანხა, რომელიც საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით უნდა დარჩენილიყო კომპანია ფრესკოს განკარგულებაში და არ გადარიცხულიყო ბიუჯეტში, სრულად მიემართოს ფრონტში, წინა ხაზზე მომუშავე თანამშრომლების:✔ კონსულტანტების✔ ხაზის კონსულტანტების✔ მოლარეების✔ მერჩენდაიზერების✔ დაცვის თანამშრომლების✔ ინვენტარიზაციის თანამშრომლების✔ მიმღები ოპერატორების✔ ტექნიკურ თანამშრომლებს✔ წარმოების თანამშრომლების✔ საწყობის თანამშრომლების✔ კონტროლის თანამშრომლების✔ დარბაზის, საწყობის და ცვლის მენეჯერების✔ მძღოლების✔ კორპორატიული მოლარეების✔ პარკინგის თანამშრომლებისსახელფასო ფონდში.აღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხება ფრესკოს დირექტორთა საბჭოს.