მოვამზადოთ ქათმის გემრიელი მექსიკური კერძი „ფახიტასი“ქათმის ფილე - 1 კგფერადი ბულგარული ( წითელი, ყვითელი, მწვანე) – 5/6 ცალიხახვი - 1 ცალისტაფილო - 1 ცალინიორი - 2 ლებანისოიოს სოუსი- გემოვნებითპილპილი- გემოვნებითმარილი- გემოვნებითპაპრიკა - გემოვნებითსიმინდი - 50 გრტომატი - 20 გრსიმინდის სახამებელი - 1 სუფრის კოვზიქათმის ფილე დავჭრათ წვრილ მოგრძო ნაჭრებად, დავაყაროთ მარილი, პილპილი და სასურველია 1-2 საათით მოვათავსოთ კვლავ მაცივარში.დავჭრათ ყველა ბოსტნეული მოგრძო წვრილ ზომაზე. გავახუროთ ტაფა, დავასხათ ცხიმი და მოვათავსოთ ქათმის ფილე, შევწვათ თანაბრად. მოვაყაროთ ბოსტნეული და კარგად გადავურიოთ ინგრედიენტები, დავუმატოთ პაპრიკა, მარილი და ნიორი. სიმინდის სახამებელი გავხსნათ სოიოს სოუსში, ტომატში და ცოტაოდენ წყალში, მოვასხათ სოუსი კერძს და გადავურიოთ.ქათმის კერძი მზად არის. დამატებით შეგიძლიათ მოაყაროთ დაჭრილი ახალი ხახვი და სიმინდი.მიირთვით მოხარშულ ბრინჯთან ერთად