გვესტუმრეთ ფრესკოს ნებისმიერ სუპერმარკეტში და შეიძინეთ ჩვენი უგემრიელესი გამომცხვარი საშობაო ღვეზელი ან გამოაცხვეთ თავად ჩვენს მიერ გაზიარებული რეცეპტით.¶ ცომი და შიგთავსის მოსამზადებლად:¶ 🔸 ფქვილი - 500 გრ¶ 🔸 შაქარი - 1 ს.კ¶ 🔸 საფუარი - ½ ჩ.კ¶ 🔸 მარიალი - ½ ჩ.კ ¶ 🔸 თბილი წყალი - 300 მლ¶ 🔸 ზეთი - 2 ს.კ¶ 🔸 კვერცხი - 6 ცალი¶ 🔸 ყველი - 600 გრ¶ ზედაპირისათვის:¶ 🔸 კვერცხის გული - 2 ცალი¶ თბილ წყალში ჩავყაროთ საფუარი, მარილი და შაქარი, კარგად გადავურიოთ, გადავაფაროთ სამზარეულოს ტილო და დავასვენოთ 20 წუთი.¶ გააქტიურებული საფუარის მასა დავასხათ ფქვილს და გადავზილოთ, დავუმატოთ ზეთი. გადავაფაროთ სამზარეულოს ტილო და დავდგათ თბილ ადგილას დაახლოებით 1.5-2 საათის განმავლობაში.¶ მოვხარშოთ კვერცხი, ისე რომ შიგთავსი იყოს მაგარი და გაგრილების შემდგომ დავჭრათ რგოლებად ან სურვილისამებრ გავჭრათ შუაზე.¶ აფუებული ცომი გადავზილოთ და გავაკეთოთ 6 ცალი გუნდა. მოცემული გუნდები გავაბრტყელოთ მრგვალ ფორმაზე, ნახევარ მხარეს დავყაროთ ხელით დაფხვნილი ყველი და დავალაგოთ კვერცხის რგოლები. გადმოვაფაროთ ცომი და ხელის მოძრაობით ჩავახვიოთ კიდეები. გადავიტანოთ ღვეზელი წინასწარ გახურებულ და ფქვილ მოყრილ საცხობ ფორმაზე, წავუსვათ ზემოდან კვერცხის გული და დავაყენოთ ღუმელი 250 გრადუს ტემპერატურაზე, ზედა და ქვედა წვაზე. ცხობის დრო დამოკიდებულია თქვენს ღუმელზე, ღვეზელი ცხვება დაახლოებით 15-25 წუთში.¶ ☺️ გემრიელად მიირთვით