ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა დახმარება გაუწია 5 წლის ტაისია მ. და 10 წლის ნინო ჯ., ორივე მათგანს ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება, რისთვისაც საჭიროებენ ფინანსურ მხარდაჭერას.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი, ბავშვთა ჰოსპის - ციცინათელების ქვეყანას ესტუმრა.
ფონდმა ჰოსპისს მათთვის საჭირო პირველადი მოხმარების პროდუქტები და ტექნიკა გადასცა
ბავშვთა ჰოსპისი 2017 წლიდან , ახორციელებს პალიატიურ მზრუნველობას 0-18 წლამდე ბავშვებისთვის. ჰოსპისის მთავარი მიზანია უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნვა და მათი ოჯახის წევრების თანადგომა.
ფონდმა ახალგაზრდა მოსწავლეს ნიკოლოზ გ.რომელიც გამოირჩევა ინტელექტუალური უნარებით და არის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული, მისი სწავლის საფასურის თანხის მობილიზებაში ფონდმა შეიტანა წვლილი
გილოცავთ ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი, ტრადიციულად "მომავლის გზის" დღის ცენტრს ესტუმრა, ცენტრის ბავშვებს გადაეცათ საჩუქრები, ასევე გავუმასპინძლდით გემრიელი საკვებითა და ტკბილეულით.
განსაკუთრებული განწყობა შეიქმნა მხიარული გმირების მონაწილეობით, რომლებმაც პატარებს სიყვარულით სავსე, დაუვიწყარი დღე აჩუქეს.
მოზარდს, რომელსაც პატარაობიდან აწუხებდა მძიმე ფორმის სკოლიოზი, რომლის ხარისხიც უკვე საფრთხეს უქმნიდა მის სუნთქვას და გულის მუშაობას, დაენიშნა ქირურგიული ოპერაცია, რათა შეუმსუბუქდეს ტკივილები და გაუუმჯობესდეს ცხოვრების ხარისხი.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა, თავისი წვლილი შეიტანა აღნიშნული ოპერაციის ჩატარებაში. გვიხარია, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ვუსურვებთ მას ბედნიერ მომავალს.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალურად დაუცველებისათვის განკუთვნილ უფასო სასადილოს ესტუმრა.მათ გადაეცათ, პირველადი მოხმარების პროდუქტები და სააღდგომო ნობათი, რომლითაც გაუმასპინძლდებიან სასადილოს ბენეფიციარებს.
„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ საახალწლო საჩუქრებით საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრი "იალონი"-ს ბენეფიციარები გაახარა და მათ შობა-ახალი წელი მიულოცა.