საქველმოქმედო ფონდი
სააღდგომო დახმარება

სააღდგომო დახმარება

სააღდგომო დახმარება

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლები, ესტუმრნენ უფასო სასადილო „სოციალურ სახლს“, რომელიც ემსახურება: სოციალურად დაუცველ, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოქალაქეებს, ასევე მარტოხელა მოხუცებს.

ფონდმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით უმასპინძლა „სოციალური სახლის“ 120-მდე ბენეფიციარს უფასო სადილით, ასევე დარიგდა სააღდგომო სასაჩუქრე ნაკრები.

მსგავსი აქტივობები
ყველას ნახვა
ბავშთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა
ბავშთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა

ბავშთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი 1 ივნისის — ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, „მომავლის გზის“ დღის ცენტრთან ერთად აღნიშნა. ფონდის მხარდაჭერით , ბავშვებისათვის, სადღესასწაულო ღონისძიება მოეწყო, რომელმაც მათ ეს დღე დაუვიწყარ დღესასწაულად უქცია.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ბავშვების მიერ შექმნილი ხელნაკეთი აქსესუარებისა და ნამუშევრების გამოფენა, სადაც მათ საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს.

დღის განმავლობაში პატარების განწყობაზე ზრუნავდნენ საყვარელი მულტფილმის გმირები, რომლებმაც მათ უამრავი სიხარული, ღიმილი და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. დღის დასასრულს კი ბავშვებმა გემრიელი პიცებითა და სხვადასხვა კერძებით ისიამოვნეს.

გვიხარია, რომ ფრესკოს საქველმოქმედო ფონდს კიდევ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა, ეს განსაკუთრებული დღე ბავშვებისთვის უფრო ფერადი, მხიარული და დასამახსოვრებელი გაეხადა.