საქველმოქმედო ფონდი
ახალი წლის საჩუქრები ფონდისგან

ახალი წლის საჩუქრები ფონდისგან

ახალი წლის საჩუქრები ფონდისგან

ახალი წელი, ხომ ყველაზე მეტად პატარებს უხარიათ, სწორედ ამიტომ, ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, 14 ბავშვს წინა საახალწლოდ სიურპრიზი მოუწყო. ბავშვები ესტუმრნენ სავაჭრო ცენტრს, სადაც ფონდის წარმომადგენლებმა მათ საჩუქრად გადასცეს /სითი მოლის/ სასაჩუქრე ვაუჩერები. მათ თავიანთი გემოვნებით შეარჩიეს საჩუქრები სასურველ მაღაზიებში. პატარები ასევე დაესწრნენ კინოსეანს, მხიარულმა მულტფილმა კი ნამდვილად შეუქმნა მათ საახალწლო განწყობა. ვუსურვებთ ყველა ბავშვს, ასრულებოდეს ყველა სურვილი 

მსგავსი აქტივობები
ყველას ნახვა
„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი ინკლუზიური ბანაკის მხარდამჭერი გახდა
„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი ინკლუზიური ბანაკის მხარდამჭერი გახდა

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი ინკლუზიური ბანაკის მხარდამჭერი გახდა

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი ინკლუზიური ბანაკის მხარდამჭერი გახდა .1–14 აგვისტოს შეკვეთილში ინკლუზიური ბანაკი „მე კარგად, შენ?!“ გაიმართა, რომელმაც 40 განსაკუთრებული საჭიროების მქონე ახალგაზრდა გააერთიანა (მათ შორის დაუნის სინდრომის, აუტისტური სპექტრის, ტეტრაპლეგიის, ოლიგოფრენიისა და სხვა საჭიროების მქონე ახალგაზრდები). ბანაკის კვებით უზრუნველყოფის მიზნით, ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა მათ საჭირო საკვები პროდუქტები გადასცა. 14 დღის განმავლობაში ახალგაზრდები უსაფრთხო და ადაპტირებულ გარემოში, პროფესიონალი თერაპევტებისა და კვალიფიციური პერსონალის მხარდაჭერით, მონაწილეობდნენ ფსიქოლოგიურ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო და ფიზიკურ-განმავითარებელ აქტივობებში.