სიახლეები
სუპერმარკეტების ქსელმა „ფრესკომ“ რიგით მე-5 სუპერმარკეტი ჩუღურეთში გახსნა

სუპერმარკეტების ქსელმა „ფრესკომ“ რიგით მე-5 სუპერმარკეტი ჩუღურეთში გახსნა

404 image

27 ნოემბერს  ჩუღურეთში, ჩიქობავას ქუჩა №22-ში სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკო“- ს რიგით მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა. სუპერმარკეტი „ფრესკო“ 24 საათის განმავლობაში ემსახურება მომხმარებელს[more]  და მის ტერიტორიაზე განთავსებულია: თვითმომსახურე კაფე, თონე, საბავშვო კუთხე, აფთიაქი, მიწისქვეშა ავტოსადგომი და სხვა ობიექტები.  ტერიტორია სრულადაა აღჭურვილი უფასო wi-fi ინტერნეტით.  „ფრესკოს“ შენობის არქიტექტურა და დიზაინი კარგადაა შერწყმული თბილისის ისტორიული უბნის განაშენიანებასთან და მისი საერთო ფართობი 3000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. ახალი სუპერმარკეტის გახსნასთან ერთად კომპანიამ დამატებით  200 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა, საერთო ჯამში კი „ფრესკოს“ თანამშრომლების საერთო რაოდენობა 2014 წლის ბოლოსათვის 1500 ადამიანს მიაღწევს. „ფრესკოს“  სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტია.  სუპერმარკეტში წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივი, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ექსკლუზიური პროდუქტები, რომელთა ხარისხზე "ფრესკო" მუდმივად ზრუნავს.  სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ საქართველოს ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა  და დღეისათვის ოთხ მსხვილ სუპერმარკეტს ფლობს ვარკეთილში, მუხიანში, ორთაჭალასა და საბურთალოზე. 2014 წლის 25 დეკემბერს  „ფრესკოს“ ქსელს კიდევ ერთი სუპერმარკეტი ნაძალადევში, გურამიშვილის გამზირი №61-ში შეემატება. თუმცა  „ფრესკო“ ამით გაჩერებას არ აპირებს. კომპანიის სტრატეგია მოიცავს ქსელის გაფართოებას მთელი თბილისის მასშტაბით და 2015 წლის ბოლოს  „ფრესკო“ უკვე საკუთრებაში არსებული 10 სუპერმარკეტით იქნება ბაზარზე  წარმოდგენილი. „ფრესკოს“ ახალი სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურის სუპერმარკეტები ხელს უწყობს თბილისის სხვადასხვა უბნების განვითარებას,  ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და მომხმარებელს კომფორტულ გარემოში მაღალი ხარისხის პროდუქციას ყველზე დაბალ ფასად სთავაზობს. გვესტუმრეთ და შეგვაფასეთ!  

მსგავსი სიახლეები
ყველას ნახვა
404 image

როგორ გახდე "ფრესკოს" მომწოდებელი?

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ მომხმარებელს პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.  ამჟამად „ფრესკოს“ სუპერმარკეტებში 25 000-ზე მეტი დასახელების ასორტიმენტული ერთეულია  წარმოდგენილი.[more]  „ფრესკო“ თანამშრომლობს, როგორც უცხოელ მომწოდებლებთან, ასევე ადგილობრივ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მწარმოებლებთან. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ საქონლის ასორტიმენტის ზრდაზე და ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შესაძლებლობას ვაძლევთ გახდეს სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ მომწოდებელი. მომწოდებელთა შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება შემდეგ კრიტერიუმებს:  მომწოდებლის მიერ შემოთავაზებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხის სტანდარტს და ჰქონდეს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატი; სასურველია მომწოდებელი იყოს დღგ-ს გადამხდელი; თუკი გადაწყვიტეთ გახდეთ „ფრესკოს“ მომწოდებელი უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები: პროდუქციის ფასების ჩამონათვალი სადისტრიბუციო ფასით (სასურველია პროდუქციის კატალოგი); იურიდიული მონაცემები; დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ: +995 32 2 90 79 07 (110) ელ-ფოსტა: commerce@fresco.geკომერციული (შესყიდვების) განყოფილება გამოიყენეთ  შანსი და გახდით „ფრესკოს“ პარტნიორი!