სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკომ" ახალი სარეკლამო კამპანია აამოქმედა. სარეკლამო რგოლებში მონაწილეობს 4 სხვადასხვა ტიპაჟი: პენსიონერი ცოლ-ქმარი, ახალგაზრდა ოჯახი ბავშვით, წარმატებული ახალგაზრდა მამაკაცი და თინიეიჯერი გოგო. მოქმედება ხდება „ფრესკოს“ სუპერმარკეტებში, სადაც განთავსებულია შთაბეჭდილებების ყუთი და მომხმარებლები გვიზიარებენ საკუთარ აზრს „ფრესკოს“ შესახებ.
კამპანიის მთავარი იდეა არის მომხმარებლებისთვის ფრესკოს გაცნობა. კომპანია მხოლოდ 2 წელია რაც გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და 2014 წლის ბოლოს უკვე 6 მსხვილი ტიპის სუპერმარკეტით იქნება წარმოდგენილი.