ქართულ რითეილ ბაზარზე დღეს მრავალი კომპანია ოპერირებს და კონკურენციაც საკმაოდ მაღალია. [more] მათგან ერთ-ერთი კომპანია "ფრესკოა", რომელიც სხვა კომპანიებთან შედარებით ახალია, მაგრამ ამის მიუხედავადაც უკვე საკმაოდ კარგად მოახერხა ბაზარზე თავის დამკვიდრება. თუ როგორ შეძლო ბაზარზე პოზიციონირება და რას სთავაზობს მომხმარებელს ფრესკო~, ამის შესახებ კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე სიხარულიძე გვესაუბრა.- რამდენი ხანია რაც ქართულ ბაზარზე შემოხვედით, რამდენ ფილიალს აერთიანებთ და გეგმავთ თუ არა უახლოეს მომავალში ქსელის კიდევ გაფართოებას?- სუპერმარკეტების ქსელი "ფრესკო" ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან შემოვიდა. პირველი სუპერმარკეტი ვარკეთილში გავხსენით, შემდეგ ნელ-ნელა ქსელი თბილისის მასშტაბით გავაფართოვეთ. ამჟამად "ფრესკოს" ქსელი აერთიანებს ექვს მსხვილ სუპერმარკეტს და წარმოდგენილია თბილისის სხვადასხვა უბნებში: ვარკეთილში, მუსხიანში, ორთაჭალაში, საბურთალოზე, ჩუღურეთსა და სანზონაში. კომპანია "ფრესკო" აგრძელებს გაფართოებას და 2015 წელს გეგმავს 2 ახალი სუპერმარკეტის გახსნას ისანსა და დიღმის რაიონში. - "ფრესკო" ქართული კაპიტალია თუ გყავთ უცხოელი პარტნიორებიც?- "ფრეკო" ეს არის უცხოური ძლიერი ფინანსური ჯგუფის ქართული ნაწილი, რომლის ისტორიაც გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება და რომლის სათავეშიც დგას ეროვნებით ქართველი ინვესტორი."ფრესკო" ორიენტირებულია იმაზე, რომ საქართველოში შექმენას წარმატებული და კომფორტული ბიზნესგარემო როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ჩვენთან დასაქამებული ასეულობით ადამიანისთვის. "ფრესკო" ეს არის კომპანია, რომელიც არა მხოლოდ რითეილ ბიზნესს, არამედ სამშენებლო ბიზნესსაც ავითარებს. მოგეხსენებათ, რომ ყველა ჩვენი სუპერმარკეტი არის ჩვენივე სახსრებით აშენებული. ჩვენ ჯერ მიწას ვიძენთ, შემდეგ კი თავად ვახდენთ სუპერმარკეტების მშენებლობას, რაც თავიდან, ბუნებრივია, საკმაოდ დიდ ინვესტიციებს მოითხოვს, თუმცა შემდეგ გვანთავისუფლებს ყოველთვიური საიჯარო ხარჯებისგან, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ მომგებიანია. - მოგეხსენებათ, მსგავსი სუპერმარკეტების ქსელები მრავლადაა და ამ ბაზარზე კონკურენციაც საკმაოდ მაღალია, როგორ აპირებთ კონკურენციის გაწევას სხვა უფრო ძველი და გამოცდილი მოთამაშეებისთვის?- მიუხედავად იმისა, რომ "ფრესკო" სულ რაღაც 3 წელია რაც წარმოდგენილია რითეილ ბაზარზე, ჩვენ შევძელით, რომ ძველი და გამოცდილი ქსელებისთვის გაგვეწია სერიოზული კონკურენცია. დღეისთვის მათ საერთოდ აღარ განვიხილავთ, როგორც ჩვენზე ძლიერ კონკურენტებს. ჯანსაღი კონკურენცია კი, საბოლოო ჯამში, მომხმარებელს უქმნის შესაძლებლობას მიიღოს საუკეთესო. ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო და იქნება ვიყოთ ის კომპანია, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებელზე და ამისთვის მათ ვთავაზობთ: ყველაზე დაბალ ფასებს იმ პროდუქტებზე, რაზეც იხარჯება მათი ოჯახის ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი, კომფორტულ გარემოს, მაღალი ხარისხის მომსახურებას, პროდუქციის ფართო არჩევანს, რომელიც მოიცავს როგორც ადგილობრივ, ასევე ჩვენივე იმპორტირებულ პროდუქციას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. "ფრესკო" ქმნის გარემოს, რომელიც მორგებულია და მისაღებია ყველა ტიპის მომხმარებლისთვის. ჩვენს სუპერმარკეტებში პროდუქტზე ყველგან ერთი ფასია განსხვავებით მისი ტერიტორიული მდებარეობისგან.სუპერმარკეტების ქსელი "ფრესკო" ვიზუალურადაც გამორჩეულია, რადგან როგორც ზევით აღვნიშნე, ჩვენ თავად ვაშენებთ ყველა ჩვენს ობიექტს და ვზრუნავთ როგორც გარეგნულ იერსახეზე, ასევე ყველა იმ შიდა პირობებზე, რომელიც საჭიროა კომფორტისთვის. ამის ნათელი მაგალითია ფრესკოს~ ყველა სუპერმარკეტში არსებული მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები, სადაც მომხმარებელს კომფორტულად და უსაფრთხოდ შეუძლია მანქანის გაჩერება. - რით არის თქვენი ქსელი განსხვავებული სხვა მსგავსი ობიექტებისგან, ანუ რატომ უნდა გააკეთოს მომხმარებელმა არჩევანი "ფრესკო"-ზე?- ის, თუ რატომ უნდა გააკეთოს მომხმარებელმა არჩევანი სუპერმარკეტ ფრესკოზე~, საკმაოდ ნათელია, რადგანაც ფრესკო~ არის სუპერმარკეტი, რომელიც მუშაობს 24 საათის განმავლობაში, იცავს ხარისხის სტანდარტებს, სთავაზობს მომხმარებელს ყველაზე დაბალ ფასებს, კვალიფიციური კადრის დახმარებით უწევს მაღალი ხარისხის მომსახურებას, სთავაზობს 25,000-ზე მეტი დასახელების პროდუქციას, გააჩნია უპრეცედენტო პროდუქტი - ფრესკოს 5% ფასდაკლების ბარათი, რომლითაც მომხმარებელი ყოველგვარი ქულების და ა.შ დაგროვებს გარეშე იღებს მომენტალურ სარგებელს, მინუს 5%-ს სუპერმარკეტში არსებულ ყველა პროდუქტზე. იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის ჩვენთან სტუმრობა კიდევ უფრო სასიამოვნო და ხელსაყრელი ყოფილიყო, შევქმენით გარემო, სადაც არის კაფე, საბავშვო კუთხე, აფთიაქი და სხვადასხვა მომსახურების პუნქტები. - დედაქალაქის გარდა თუ აპირებთ რეგიონების ათვისებასაც და სულ რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული თქვენს ქსელში?- სამომავლო გეგმებში, რა თქმა უნდა, არის თბილისის გარდა საქართველოს სხვა დიდ ქალებში "ფრესკოს" სუპერმარკეტების გახსნა, ვინაიდან ამის შესახებ თავად მომხმარებლები გვატყობინებენ, რომ სურთ "ფრესკო" იყოს ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში და ა.შ. ჩვენ მუდმივად ვეძებთ მიწებს და მზად ვართ გავხსნათ სუპერმარკეტი "ფრესკო" იქ, სადაც არის ჩვენი მომხმარებელი. დღეისთვის "ფრესკოში", სამშენებლო სექტორთან ერთად, 1500-ი ადამიანია დასაქმებული, რომელთა რიცხვი 2015 წლის ბოლომდე კიდევ 500 ადამიანით გაიზრდება.ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს საქართველოში "ფრესკო" არის კომპანია, რომელიც ქმნის რეალურად ძალიან ბევრ სამუშაო ადგილს და ებრძვის ქვეყანაში არსებულ ყველაზე მთავარს - დასაქმების პრობლემას. სწორედ ყველაფერი ეს გვაძლევს სრული პასუხისმგებლობით იმის განცხადების უფლებას, რომ "ფრესკო" არის ნომერ პირველი კომპანია საქართველოს რითეილ ბაზარზე.