სიახლეები
კომპანია „ფრესკოს“ მე-7 სუპერმარკეტი ისანში გაიხსნა

კომპანია „ფრესკოს“ მე-7 სუპერმარკეტი ისანში გაიხსნა

404 image

 2015 წლის 19 ნოემბერს ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქ. №42-ში კომპანია „ფრესკოს" მეშვიდე სუპერმარკეტი გაიხსნა. სუპერმარკეტი 7000 კვ. მეტრზეა განთავსებული და ის 24 საათის განმავლობაში მოემსახურება მომხმარებელს.[more] ტერიტორიაზე განთავსებულია თვითმომსახურე კაფე,საბავშვო კუთხე, თონე, აფთიაქი,  ავტოსადგომი (150 მანქანაზე). ტერიტორია აღჭურვილია უფასო wi-fi ინტერნეტით. ახალი სუპერმარკეტის გახსნასთან ერთად კომპანიამ დამატებით  200 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა,  დღეის მდგომარეობით კი „ფრესკოში“ 1500 ადამიანია დასაქმებული. „ფრესკოს“  სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტია. სუპერმარკეტში წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივი, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული, ექსკლუზიური პროდუქტები, რომელთა ხარისხზე "ფრესკო" მუდმივად ზრუნავს. კომპანია „ფრესკო“ საქართველოს ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა  და დღეისათვის შვიდ სუპერმარკეტს ფლობს ვარკეთილში, მუხიანში, ორთაჭალაში, საბურთალოზე, ჩუღურეთში, სანზონასა და ახლა უკვე ისანში. წლის ბოლომდე „ფრესკოს“ ქსელს კიდევ ერთი ახალი,  მერვე სუპერმარკეტი შეემატება გლდანში.კომპანია  გეგმავს ქსელის გაფართოებას როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. „ფრესკოს“ ახალი სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურის სუპერმარკეტები ხელს უწყობს თბილისის სხვადასხვა უბნების განვითარებას,  ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და მომხმარებელს კომფორტულ გარემოში მაღალი ხარისხის პროდუქციას ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს.  ფრესკო - თქვენი ცხოვრების ხარისხი!       

მსგავსი სიახლეები
ყველას ნახვა
404 image

როგორ გახდე "ფრესკოს" მომწოდებელი?

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ მომხმარებელს პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.  ამჟამად „ფრესკოს“ სუპერმარკეტებში 25 000-ზე მეტი დასახელების ასორტიმენტული ერთეულია  წარმოდგენილი.[more]  „ფრესკო“ თანამშრომლობს, როგორც უცხოელ მომწოდებლებთან, ასევე ადგილობრივ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მწარმოებლებთან. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ საქონლის ასორტიმენტის ზრდაზე და ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შესაძლებლობას ვაძლევთ გახდეს სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ მომწოდებელი. მომწოდებელთა შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება შემდეგ კრიტერიუმებს:  მომწოდებლის მიერ შემოთავაზებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხის სტანდარტს და ჰქონდეს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატი; სასურველია მომწოდებელი იყოს დღგ-ს გადამხდელი; თუკი გადაწყვიტეთ გახდეთ „ფრესკოს“ მომწოდებელი უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები: პროდუქციის ფასების ჩამონათვალი სადისტრიბუციო ფასით (სასურველია პროდუქციის კატალოგი); იურიდიული მონაცემები; დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ: +995 32 2 90 79 07 (110) ელ-ფოსტა: commerce@fresco.geკომერციული (შესყიდვების) განყოფილება გამოიყენეთ  შანსი და გახდით „ფრესკოს“ პარტნიორი!