2016 წელს კომპანია „ფრესკო“ სასიამოვნო სიახლით იწყებს. „ფრესკოს“ ქსელში არსებულ ყველა სუპერმარკეტში 8 იანვრიდან მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს[more] „ფრესკოს“ ბრენდის ქვეშ წარმოებული ყველაზე მოთხოვნადი პროდუქცია: მაწონი, არაჟანი, ხაჭო, კარაქი, შაქარი, წიწიბურა, ბრინჯი და ხელსაწმენდი. კომპანია „ფრესკო“ კვლავ აგრძელებს სოციალურად მიმართულ პროექტებს და ამჯერად მომხმარებელს სთავაზობს „ფრესკოს“ ბრენდის ქვეშ წარმოებულ ყველაზე მოთხოვნად პროდუქციას ბაზარზე ყველაზე კონკურენტულ ფასად. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება 8 იანვრიდან „ფრესკოს“ სუპერმარკეტებში დააგემოვნოს „ფრესკოს“ ბრენდის ქვეშ წარმოებული პროდუქცია და გაგვიზიაროს საკუთარი მოსაზრებები, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ, რათა შემოგთავაზოთ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქცია. „ფრესკო“ მუდმივად ზრუნავს თავის მომხმარებელზე, კომპანიის მიზანია ჰყავდეს რაც შეიძლება მეტი კმაყოფილი და ერთგული მომხმარებელი, რომლისთვისაც „ფრესკო“ მომავალშიც არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს. ფრესკო - თქვენი ცხოვრების ხარისხი!