სიახლეები
მოვამზადოთ უგემრიელესი, არომატული ლიმონის ტარტი

მოვამზადოთ უგემრიელესი, არომატული ლიმონის ტარტი

404 image

მოვამზადოთ უგემრიელესი, არომატული ლიმონის ტარტი საჭირო ინგრედიენტების შეძენას შეძლებთ ფრესკოს სუპერმარკეტშიცომი: ფქვილი - 250გრ კარაქი - 125გრ კვერცხის გული - 1 ცალი შაქარი - 80გრ დაფქული ნუში - 30გრ ვანილი/მარილი შიგთავსი: ლიმონი - 2 ცალი შაქარი - 100 გრ კვერცხის გული - 3 ცალი სიმინდის სახამებელი - 1 ს.კ კარაქი - 50 გრ ტოპინგი: კვერცხის ცილა - 3 ცალი შაქარი - 150 გრდავიწყოთ მომზადება: გადავურიოთ ყველა მშრალი ინგრედიენტი ერთმანეთს, დავამატოთ კუბებად დაჭრილი ცივი კარაქი და კვერცხის გული. კარგად ავსრისოთ ხელით. მიღებული ფხვიერი მასა გადავახვიოთ საკონდიტრო ცელოფანში და მოვათავსოთ მაცივარში 30 წუთით. ცომი გავაბრტყელოთ და მოვათავსოთ 24 სმ დიამეტრის ფორმაში. ჩანგლით დავხვრიტოთ ცომი, დავაფინოთ ქაღალდი და დავაყაროთ რაიმე მარცვლეული ( რათა ტარტის გული არ ამოვიდეს) მოვათავსოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით.ჭურჭელში ჩავასხათ 2 ლიმონის წვენი და ჩავყაროთ ამავე ლიმონის ცედრა, შაქარი, კვერცხის გულები და სიმინდის სახამებელი. ძალიან დაბალ ცეცხლზე წამოვადუღოთ მუდმივი მორევით. შესქელებისთანავე გადმოვდგათ და შევურიოთ კარაქი.კრემი დავასხათ სანახევროდ გამომცხვარ ცომში და შევაბრუნოთ ღუმელში 10-15 წუთით. კვერცხის ცილა და შაქარი ავთქვიფოთ სქელი ბეზეს კონსისტენციამდე, გავაფორმოთ გაგრილებული ტარტი ბეზეთი. ბეზე მოვბრაწოთ ზედაპირზე ხელის გაზის ბალონით ან მოვათავსოთ ღუმელში 5 წუთით ზედა გრილით)

მსგავსი სიახლეები
ყველას ნახვა
404 image

როგორ გახდე "ფრესკოს" მომწოდებელი?

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ მომხმარებელს პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.  ამჟამად „ფრესკოს“ სუპერმარკეტებში 25 000-ზე მეტი დასახელების ასორტიმენტული ერთეულია  წარმოდგენილი.[more]  „ფრესკო“ თანამშრომლობს, როგორც უცხოელ მომწოდებლებთან, ასევე ადგილობრივ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მწარმოებლებთან. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ საქონლის ასორტიმენტის ზრდაზე და ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შესაძლებლობას ვაძლევთ გახდეს სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ მომწოდებელი. მომწოდებელთა შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება შემდეგ კრიტერიუმებს:  მომწოდებლის მიერ შემოთავაზებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხის სტანდარტს და ჰქონდეს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატი; სასურველია მომწოდებელი იყოს დღგ-ს გადამხდელი; თუკი გადაწყვიტეთ გახდეთ „ფრესკოს“ მომწოდებელი უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები: პროდუქციის ფასების ჩამონათვალი სადისტრიბუციო ფასით (სასურველია პროდუქციის კატალოგი); იურიდიული მონაცემები; დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ: +995 32 2 90 79 07 (110) ელ-ფოსტა: commerce@fresco.geკომერციული (შესყიდვების) განყოფილება გამოიყენეთ  შანსი და გახდით „ფრესკოს“ პარტნიორი!