სიახლეები
მოვამზადოთ გემრიელი, არომატული დარიჩინის როლები

მოვამზადოთ გემრიელი, არომატული დარიჩინის როლები

404 image

მოვამზადოთ გემრიელი, არომატული დარიჩინის როლებიინგრედიენტების შესაძენათ ესტუმრეთ ფრესკოს სუპერმარკეტებს ცომის ინგრედიენტები: ფქვილი - 600 გრ საფუარი - 10 გრ რძე - 250 მლ კარაქი - 80 გრ შაქარი - 70 გრ კვერცხი - 3 ცალი ვანილი მწიკვი მარილი შიგთავსის ინგრედიენტები: ყავისფერი შაქარი - 150 გრდარიჩინი - 1 სუფრის კოვზი კარაქი - 120 გრ მინანქარი: შაქრის ფხვნილი - 100 გრ კრემ ყველი - 1/3 ჭიქა რძე - 3 სუფრის კოვზი ვანილიპირველ ეტაპზე მოვამზადოთ ცომი: ფქვილი და საფუარი გადავურიოთ თასში, დაბალ ცეცხლზე შევათბოთ რძე და მასშივე გავადნოთ კარაქი, შაქარი და მარილი( არ ავადუღოთ). თბილი რძის მასა გადავურიოთ ფქვილში და მოვზილოთ, შემდგომ დავუმატოთ კვერცხი და განვაგრძოთ ცომის დამუშავება. ცომის მასა უნდა გამოვიდეს რბილი და ფაფუკი. გადავახვიოთ საკონდიტრო პარკი და დავასვენოთ ცომი მინ 1 საათის განმავლობაში, რათა გაორმაგდეს ზომაში.მეორე ეტაპი შიგთავსი: მას შემდეგ, რაც ცომი ამოფუვდა, გადავზილოთ კიდევ ერთხელ და დავიწყოთ შიგთავსის მომზადება, როსთვისაც უბრალოდ შაქარი და დარიჩინი უნდა გადავურიოთ ერთმანეთს. ასევე არ დაგვავიწყდეს ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქიც. ფუმფულა ცომი გააბრტყელეთ ოთკუთხედ ფორმაზე დაახლოებით 1 სმ სიმაღლეზე, გადაუსვით დარბილებული კარაქი და მოაყარეთ შაქრის და დარიჩინი. გადაახვიეთ ცომი და დაჭერით 10-12 ნაწილად.წაუსვით საცხობ ფორმას კარაქი, მოათავსეთ დარიჩინის როლები, გადააფარეთ საკონდიტრო პარკი და დააყოვნეთ 30-45 წუთი რათა კიდევ გაორმაგდეს ზომაში. ამის შემდგომ მოათავსეთ 190გრ 30 წუთის განმავლობაში. გაგრილებულ ფუნთუშებს მოასხით კრემ ყველისმინანქარი სასურველი რაოდენობით : შაქრის ფხვნილი, კრემ ყველი, ვანილი და რძე გადაურიეთ ერთმანეთში. ( სისქე შეგიძლიათ აკონტროლოთ რძის ეტაპობრივად დასხმით). გემრიელად მიირთვით  

მსგავსი სიახლეები
ყველას ნახვა
404 image

როგორ გახდე "ფრესკოს" მომწოდებელი?

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ მომხმარებელს პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.  ამჟამად „ფრესკოს“ სუპერმარკეტებში 25 000-ზე მეტი დასახელების ასორტიმენტული ერთეულია  წარმოდგენილი.[more]  „ფრესკო“ თანამშრომლობს, როგორც უცხოელ მომწოდებლებთან, ასევე ადგილობრივ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მწარმოებლებთან. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ საქონლის ასორტიმენტის ზრდაზე და ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შესაძლებლობას ვაძლევთ გახდეს სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ მომწოდებელი. მომწოდებელთა შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება შემდეგ კრიტერიუმებს:  მომწოდებლის მიერ შემოთავაზებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხის სტანდარტს და ჰქონდეს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატი; სასურველია მომწოდებელი იყოს დღგ-ს გადამხდელი; თუკი გადაწყვიტეთ გახდეთ „ფრესკოს“ მომწოდებელი უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები: პროდუქციის ფასების ჩამონათვალი სადისტრიბუციო ფასით (სასურველია პროდუქციის კატალოგი); იურიდიული მონაცემები; დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ: +995 32 2 90 79 07 (110) ელ-ფოსტა: commerce@fresco.geკომერციული (შესყიდვების) განყოფილება გამოიყენეთ  შანსი და გახდით „ფრესკოს“ პარტნიორი!