საჭირო ინგრედიენტების შეძენას შეძლებთ ჩვენს სუპერმარკეტში ფქვილი - 500 გრ კარაქი - 150 - 200 გრ ვაშლი - 4-5 ცალი (სიდიდის მიხედვით) შაქარი - 100 გრ ვანილი და დარიჩინი (გემოვნებით) ფქვილი და ოთახის ტემპერატურის კარაქი გადავურიოთ ერთმანეთს, მოვზილოთ ცომი, რომელიც ხელზე არ გეკრობათ. ( საჭიროების შემთხვევაში შესაკრავად შეგიძლიათ გამოიყენოთ 15-20მლ ცივი წყალი). გამზადებული ცომი მოვათავსოთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში. ვაშლი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვათავსოთ თასში, მოვაყაროთ შაქარი, დარიჩინი და ვანილი, კარგად გადავურიოთ ინგრედიენტები. ტარტის ფორმაში ჩავაფინოთ დაახლოებით 5მმ სისქეზე გაბრტყელებული ცომი, ჩანგლის წვერით დავჩხვლიტოთ ცომის მასა, რათა ჰაერმა იმოძრაოს, მოვათავსოთ ვაშლი და დავაფინოთ ზემოდან თხელი ცომის მეორე ფენა. მოვათავსოთ ვაშლის ტარტი წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუს ტემპერატურაზე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. ( ცხობის დრო შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს თქვენი ღუმელის სიმხურვალის მიხედვით)