მოვამზადოთ უგემრიელესი კერძი ქათმის ფილე ქამა სოკოთი ნაღების სოუსშისაჭირო ინგრედიენტების შეძენას შეძლებთ ფრესკოს სუპერმარკეტებში ქათმის ფილე - 2 ცალი / პორციები შეგიძლიათ თავად გაზარდოთ/ ქამა სოკო - 200 გრ ნაღები (20%) – 200 მლ თეთრი ღვინო - 50 მლ ხახვი - 1 თავი ნიორი - 1 ლებანი მარილი /პილპილი - გემოვნებით ოხრახუში - გემოვნებით ზეთი/კარაქი ქათმის ფილე სასურველია წინა დღეს დამარინადდეს, თუმცა თუ ვერ მოასწარით არაუშავს, კერძის მომზადებამდე ფილე გაჭერით შუაზე, მოათავსეთ ლანგარზე, დააწურეთ ლიმონი, მოაყარეთ ცოტა მარილი და დაასვენეთ 1 საათით. გაცხელებულ ტაფაზე მოათვსეთ მცირე ოდენობით ზეთი და კარაქი, კარგად დაბრაწეთ ქათმის ფილე. გამზადებული ფილე დროებით გადავდოთ ტაფიდან და ახლა მასზე მოვათავსოთ ხახვი,ნიორი და სოკო, მოვბრაწოთ, დავუმატოთ ღვინო, სუნელები და ბოლოს ნაღები. ვადუღოთ რამდენიმე წუთი, შემდეგ კი ტაფაზე დავაბრუნოთ დაბრაწული ქათმის ფილეს ნაჭრები. რამდენიმე წუთი გავაჩეროთ ცეცხლზე. უგემრიელესი კერძიც მზად არის, მოაყარეთ ოხრახუში და გემრიელად მიირთვით