საქველმოქმედო ფონდი
სასკოლო ქველმოქმედება

სასკოლო ქველმოქმედება

სასკოლო ქველმოქმედება

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა ახალი სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებული საჩუქრებით მიულოცა ორ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს, სადაც თითოეულ ოჯახში 8 ბავშვი იზრდება. ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ ზურგჩანთები და სწავლისთვის საჭირო სრული საკანცელარიო ნაკრები, ასევე— საკვები პროდუქტები

მსგავსი აქტივობები
ყველას ნახვა
ბავშთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა
ბავშთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა

ბავშთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი 1 ივნისის — ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, „მომავლის გზის“ დღის ცენტრთან ერთად აღნიშნა. ფონდის მხარდაჭერით , ბავშვებისათვის, სადღესასწაულო ღონისძიება მოეწყო, რომელმაც მათ ეს დღე დაუვიწყარ დღესასწაულად უქცია.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ბავშვების მიერ შექმნილი ხელნაკეთი აქსესუარებისა და ნამუშევრების გამოფენა, სადაც მათ საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს.

დღის განმავლობაში პატარების განწყობაზე ზრუნავდნენ საყვარელი მულტფილმის გმირები, რომლებმაც მათ უამრავი სიხარული, ღიმილი და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. დღის დასასრულს კი ბავშვებმა გემრიელი პიცებითა და სხვადასხვა კერძებით ისიამოვნეს.

გვიხარია, რომ ფრესკოს საქველმოქმედო ფონდს კიდევ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა, ეს განსაკუთრებული დღე ბავშვებისთვის უფრო ფერადი, მხიარული და დასამახსოვრებელი გაეხადა.