„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ 2014 წელს დაარსდა. დაარსების დღიდან მოყოლებული დაეხმარა ათასამდე მზრუნველობამოკლებულ პირს საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებით, უფასო სამედიცინო კვლევების უზრუნველყოფით და სხვა საჭირო აქტივობით.
2015 წლის აგვისტოს საქველმოქმედო აქცია.„ფრესკოს“ მომხმარებლების მონაწილეობით „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ მორიგი აქცია ჩაატარა. [more]ფონდის წარმომადგენლები მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრნენ და მიულოცეს სასწავლო წლის დაწყება, რის აღსანიშნადაც ბავშვებს სასკოლო ჩანთები და საკანცელარიო ნივთები გადასცეს.
2015 წლის ივლისის საქველმოქმედო აქცია.„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ კვლავ აგრძელებს აქტიურ ქველმოქმედებას „ფრესკოს“ მომხმარებლების მონაწილეობით.[more] ივლისის თვეში ფონდის წარმომადგენლები ესტუმრნენ კათარზისში არსებულ მოხუცთა თავშესაფარს და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას უფასო სადილით გაუმასპინძლდნენ. თითოეული კათარზისის წევრი ხანდაზმულის სახელით გვინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ კეთილი საქმეებისთვის, რასაც თქვენ, ჩვენი მომხმარებლები, ჩვენს სუპერმარკეტებში სტუმრობით ეწევით.
2015 წლის ივნისის საქველმოქმედო აქცია.ფრესკოს მომხმარებლების მონაწილეობით „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ მორიგი აქცია ჩაატარა. [more]ივნისის თვეში მომხმარებლებისგან შემოსული თანხა მოხმარდა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან 7 ოჯახს. მათ ფრესკოს ფონდის წარმომადგენლები ეწვივნენ და პროდუქტითა და ბავშვებისთვის საჭირო საკანცელარიო ნივთებით მოამარაგეს.თითოეული ოჯახის სახელით მადლობას გიხდით იმ ქველმოქმედებისთვის, რომელიც თქვენ, ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო ფრესკოს სუპერმარკეტებში სიარულით გაწიეთ, ეს არ არის მხოლოდ ფრესკოს მიერ გაწეული ქველმოქმედება, ეს არის თქვენი, ჩვენი ყველა მომხმარებლის წვლილი ძალიან კეთილ საქმეში.„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ არის სწორედ ის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც თქვენ, „ფრესკოს“ მომხმარებლები, კიდევ არაერთი კეთილი საქმის მონაწილე გახდებით.
“ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ ბავშვთა დაცვის დღე „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ბენეფიციარებს მიულოცა და გასართობ ცენტრში უმასპინძლა. შოუ პროგრამას აფორმებდნენ Dj, წამყვანი და სხვადასხვა ზღაპრის გმირები. მათ იზრუნეს ბავშვების განწყობაზე [more] სხვადასხვა ანიმაციური შოუ პროგრამებით, ლაზერ შოუთი, თამაშებით, ცეკვებითა და სიმღერებით. „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ ყველა ბავშვს ულოცავს 1 ივნისს და უსურვებს უდარდელ ბავშვობას.
2015 წლის აპრილის საქველმოქმედო აქცია.ფრესკოს მომხმარებლების მონაწილეობით „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ მორიგი აქცია ჩაატარა. [more] აპრილის თვეში მომხმარებლებისგან შემოსული თანხა მოხმარდა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარებს. ისინი ეწვივნენ "ვაიკიკის" მაღაზიას სადაც მათთვის სასურველი ტანსაცმელი და სხვა საჭირო ნივთები შეიძინეს
2015 წლის მარტის საქველმოქმედო აქცია.ფრესკოს მომხმარებლების მონაწილეობით „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ მორიგი აქცია ჩაატარა.[more]მარტის თვეში მომხმარებლებისგან შემოსული თანხა მოხმარდა სოციალურად დაუცველ 5 ოჯახს. მათ ეწვივნენ ფრესკოს ფონდის წარმომადგენლები, [more] რომლებმაც მიულოცეს მრავალშვილიან ოჯახებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და საჩუქრად გადასცეს სააღდგომო კალათები, საკვები პროდუქტები, ტკბილეული და საყოფაცხოვებო ნივთები.თითოეული ოჯახის სახელით მადლობას გიხდით იმ ქველმოქმედებისთვის, რომელიც თქვენ, ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო, გაწიეთ.„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ არის სწორედ ის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც თქვენ, „ფრესკოს“ მომხმარებლები, კიდევ არაერთი კეთილი საქმის მონაწილე გახდებით.
2015 წლის თებერვლის საქველმოქმედო აქცია.„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ ფრესკოს მომხმარებლების მონაწილეობით მორიგი საქველმოქმედო აქცია ჩაატარა. თებერვლის თვეში მომხმარებლებისგან შემოსული თანხა [more] მოხმარდა სოციალურად დაუცველ 10 ოჯახს, რომელსაც ფრესკოს ფონდის წარმომადგენლები ეწვივნენ სახლებში და საკვები პროდუქტები გადასცეს.თითოეული ოჯახის სახელით მადლობას გიხდით იმ ქველმოქმედებისთვის, რომელიც თქვენ, ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო, გაწიეთ.„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ არის სწორედ ის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც თქვენ, „ფრესკოს“ მომხმარებლები, კიდევ არაერთი კეთილი საქმის მონაწილე გახდებით.
„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ კვლავ აგრძელებს აქტიურ ქველმოქმედებას „ფრესკოს“ მომხმარებლების მონაწილეობით. [more]იანვრის თვეში მომხმარებლებისგან შემოსული თანხით ფონდის წარმომადგენლებმა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას კათარზისში უფასო სადილით უმასპინძლეს. თითოეული კათარზისის წევრი ხანდაზმულის სახელით გვინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ კეთილი საქმეებისთვის, რასაც თქვენ, ჩვენი მომხმარებლები ჩვენს სუპერმარკეტებში სტუმრობით ეწევით.
2015 წლის დეკემბერის საქველმოქმედო აქცია.„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებიდან: დიცი, დვანი და ერგნეთიდან თბილისში ჩამოსულ სკოლის მოსწავლეებს [more]სუპერმარკეტების ქსელი ფრესკოს ორთაჭალის ფილიალში არსებულ კაფეში უმასპინძლა. თითოეული მათგანის სახელით მადლობას გიხდით იმ ქველმოქმედებისთვის, რომელიც თქვენ, ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო ფრესკოს სუპერმარკეტებში სიარულით გაწიეთ, ეს არ არის მხოლოდ „ფრესკოს“ მიერ გაწეული ქველმოქმედება, ეს არის თქვენი, ჩვენი ყველა მომხმარებლის წვლილი ძალიან კეთილ საქმეში.
„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ ფრესკოს მომხმარებლების მონაწილეობით წინასაახალწლოდ მორიგი საქველმოქმედო აქცია ჩაატარა. დეკემბრის თვეში მომხმარებლებისგან შემოსული თანხა მოხმარდა „მომავლის გზის“ [more] მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, რომელთაც საჩუქრად ტკბილეული, საჩუქრები და ნაძვისხე გადაეცათ.ფონდის წარმომადგენლებთან ერთად ბავშვებს „მულტი პულტის“ ზღაპრის გმირი და ილუზიონისტი ესტუმრნენ.„მომავლის გზის“ ბავშვების სახელით მადლობას გიხდით იმ ლამაზი დღისთვის, რომელიც თქვენ, ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო, ბავშვებს აჩუქეთ. „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ არის სწორედ ის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც თქვენ, „ფრესკოს“ მომხმარებლები, კიდევ არაერთი კეთილი საქმის მონაწილე გახდებით.
„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ კვლავ აგრძელებს აქტიურ ქველმოქმედებას და „ფრესკოს“ მომხმარებლების მონაწილეობით წელს უკვე მეოთხედ ატარებს საქველმოქმედო აქციას. [more] ნოემბრის თვეში მომხმარებლებისგან შემოსული თანხით ფონდის წარმომადგენლებმა კათარზისში არსებული მოხუცთა თავშესაფარი მოინახულეს და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას უფასო სადილით უმასპინძლეს.თითოეული კათარზისის წევრი ხანდაზმულის სახელით გვინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ კეთილი საქმეებისთვის, რასაც თქვენ, ჩვენი მომხმარებლები, ჩვენს სუპერმარკეტებში სტუმრობით ეწევით.
2014 წლის ოქტომბრის საქველმოქმედო აქცია.„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ ფრესკოს მომხმარებლების მონაწილეობით ჩაატარა მორიგი საქველმოქმედო აქცია. ოქტომბრის თვეში მომხმარებლებისგან შემოსული თანხა მოხმარდა „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ბენეფიციარებს, [more]შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, რომელთაც საჭირო საკვები პროდუქტები და ტკბილეული გადაეცათ.ფონდის წარმომადგენლებთან ერთად ბავშვებს „ნევერლენდის“ ზღაპრის გმირებიც ესტუმრნენ, რომლებმაც ბავშვები სხვადასხვა თამაშებითა და სიმღერებით გაართეს.„პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ბენეფიციარების სახელით მადლობას გიხდით იმ ლამაზი დღისთვის, რომელიც თქვენ, ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო, ბავშვებს აჩუქეთ. „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ არის სწორედ ის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც თქვენ, „ფრესკოს“ მომხმარებლები, კიდევ არაერთი კეთილი საქმის მონაწილე გახდებით.