საქველმოქმედო ფონდი

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ 2014 წელს დაარსდა. დაარსების დღიდან მოყოლებული დაეხმარა ათასამდე მზრუნველობამოკლებულ პირს საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებით, უფასო სამედიცინო კვლევების უზრუნველყოფით და სხვა საჭირო აქტივობით. 

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ და ქართველი მხატვრები 17 წლის მიხეილ სხვიტარიძის დასახმარებლად გაერთიანდნენ

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ და ქართველი მხატვრები 17 წლის მიხეილ სხვიტარიძის დასახმარებლად გაერთიანდნენ

გაეცანით "ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის" მიერ  2017 წლის 22 დკემბერს განხორციელებულ საქველმოქმედო გამოფენა - გაყიდვის შესახებ სტატიას."ქართველი მხატვრები „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის“ ორგანიზებით გაერთიანდნენ და საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხით 17 წლის მიხეილ სხვიტარიძეს ეხმარებიან. 18 600 ლარი, რომელიც ღონისძიებაზე შეგროვდა, სრულად მიშიკოს გადაერიცხება, რომელსაც სასწრაფოდ ხერხემლის ოპერაციის გაკეთება სჭირდება.მიშიკოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები 2002 წელს დაეწყო და დღემდე 6 ოპერაცია აქვს გაკეთებული, თუმცა უშედეგოდ. როგორც "ფრესკოს" გენერალური დირექტორი სოფიო კორძახია განმარტავს, მიშიკო შეძლებს, რომ საჭირო ოპერაცია ჩაიტაროს.„ჩვენი საქველმოქმედო ფონდი უკვე 4 წელია ეხმარება სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებსა და ოჯახებს. მოხარული ვარ, რომ ამჯერად ჩვენთან ერთად გაერთიანდნენ მხატვრები და სწორედ ჩვენი დახმარებით შეძლებს მიშიკო ამ რთული ოპერაციის გაკეთებას. სამომავლოდაც ვაპირებთ მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას და მჯერა, რომ ერთად ბევრი კეთილი საქმის გაკეთება შეგვიძლია,“ – განმარტავს სოფიო კორძახია.საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას, რომელიც 22 დეკემბერს Hillside Residence-ში გაიმართა, მხარს უჭერენ ქართველი მხატვრები გია ბუღაძე, ოლეგ ტიმჩენკო, გია ჯაფარიძე, გივი თოიძე, მაია თოიძე, დავით პოპიაშვილი, ნინო ჩაკვეტაძე, გია გუგუშვილი, ნანი ფოცხვერაშვილი, დავით ბაძაღუა, თეა თომაძე, ირმა სვანიძე, ბაჩო გეგუჩაძე, ასევე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ლექტორები და სტუდენტები."იხილეთ სტატია www.bpg.ge ​ბმულზე 

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის “ორგანიზებით გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის “ორგანიზებით გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

კომპანია „ფრესკოს“ ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საამაყო ნაწილი „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდია“, რომელიც 2014 წლის ივლისის თვეში დაარსდა. ფონდი, ბოლო 4 წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით დაეხმარა, 1000-ზე მეტ სოციალურად დაუცველი ბავშვს, მზრუნველობა მოკლებულ მოხუცსა და სოციალურად დაუცველი მრავალშვილიან ოჯახს.ღონისძიება ატარებდა საქველმოქმედო ხასიათს და მისი მიზანი იყო, დახმარებოდა 17 წლის მიხეილ სხვიტარიძეს, რომელსაც ხერხემლის მძიმე პრობლემის გამო საჭიროებს სასწრაფო ოპერაციას საზღვარგარეთ.საქველმოქმედო გამოფენას მხარს უჭერდნენ ქართველი მხატვრები გია ბუღაძე, ოლეგ ტიმჩენკო, გია ჯაფარიძე, გივი თოიძე, მაია თოიძე, დავით პოპიაშვილი, ნინო ჩაკვეტაძე, გია გუგუშვილი, ნანი ფოცხვერაშვილი, დავით ბაძაღუა, თეა თომაძე და სხვა. ასევე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტები და ლექტორები.შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება მიშიკოს ოპერაციის ხარჯების ასანზღაურებლად.