საქველმოქმედო ფონდი

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ 2014 წელს დაარსდა. დაარსების დღიდან მოყოლებული დაეხმარა ათასამდე მზრუნველობამოკლებულ პირს საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებით, უფასო სამედიცინო კვლევების უზრუნველყოფით და სხვა საჭირო აქტივობით. 

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის აქცია სვანიძეების სოციალურად დაუცველ მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის აქცია სვანიძეების სოციალურად დაუცველ მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად

2014 წლის სექტემბრის საქველმოქმედო აქცია.სექტემბრის თვეში „ფრესკოს“ მომხმარებლების მონაწილეობით „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ ჩაატარა მორიგი საქველმოქმედო აქცია. [more]მომხმარებლებისგან შემოსული თანხა მოხმარდა სვანიძეების სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც უმძიმეს პირობებში უწევს ცხოვრება. შემოსული თანხით შევიძინეთ  საწოლები, სკამები, ფეხსაცმელები, ტკბილეული და სხვა საჭირო ნივთები.სვანიძეების ოჯახის სახელით გვინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ კეთილი საქმეებისთვის, რასაც თქვენ, ჩვენი მომხმარებლები, ჩვენს სუპერმარკეტებში სტუმრობით ეწევით.„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ არის სწორედ ის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც თქვენ, ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო, კიდევ არაერთი კეთილი საქმის მონაწილე გახდებით.  

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის პირველი საქველმოქმედო აქცია თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის პირველი საქველმოქმედო აქცია თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ თავისი საქველმოქმედო საქმიანობა თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ვიზიტით დაიწყო. ფონდის წარმომადგენლებმა თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის მაცხოვრებლები მოინახულეს [more] და მათ საჭირო საკვები პროდუქტები და ტკბილეული გადასცეს, რომელიც აგვისტოს თვეში პოლიეთილენის პარკების გაყიდვიდან შემოსული თანხით იქნა შეძენილი. ფრესკოს  ფონდი კვლავ აქტიურად გააგრძელებს საქველმოქმედო საქმიანობას და თქვენ კიდევ არაერთი ქველმოქმედების მონაწილე გახდებით ჩვენთან ერთად. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს გვერდში დგომისთვის!