ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა დაბადების დღე მიულოცა სოციალურად დაუცველ, შშმ პირის სტატუსის მქონე 11 წლის ტყუპ და-ძმას.განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად მათ გადაეცათ საჩუქრები, დაბადების დღის ტორტი და სხვადასხვა საკვები პროდუქტი.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია არასრულწლოვანს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ფინანსური დახმარება ესაჭიროებოდაფონდის მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარა ოჯახს მკურნალობის პროცესში და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის თანადგომა რთულ მომენტებში.ამასთანავე, ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა იანვრის თვეში დახმარება გაუწია პროექტს „ერთად დავძლიოთ აუტიზმი“ და გადასცა მათ საახალწლო ვაუჩერები
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი, კვლავ ესტუმრა მოხუცთა თავშესაფარს სადაც 20 მდე ხანდაზმული ცხოვრობს და ღებულობს სამედიცინო დახმარებას. ფონდმა თავშესაფარს გადასცა პროდუქტები და ტკბილეული.
ვუსურვებთ ყველა ხანდაზმულს ბედნიერ სიბერეს
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა ახალი სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებული საჩუქრებით მიულოცა ორ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახს, სადაც თითოეულ ოჯახში 8 ბავშვი იზრდება. ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ ზურგჩანთები და სწავლისთვის საჭირო სრული საკანცელარიო ნაკრები, ასევე— საკვები პროდუქტები
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა. ოჯახში სადაც 8 პირი, ცხოვრობს, 2 პირი უსინათლოა.
ფონდმა მათ პირველადი მოხმარების პროდუქტები გადასცა.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი დღეს, ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა. ფონდის წარმომადგენლებმა მათ მიულოცეს დედის დღე და გადასცეს საჭირო პროდუქტები.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა ფინანსური წვლილი შეიტანა 13 წლის ბარბარეს სამკურნალო თანხების მობილიზებაში. ბარბარე თურქეთის კლინიკაში გადის მკურნალობის კურს. ვუსურვებთ მას მალე გამოჯანმრთელებას