საქველმოქმედო ფონდი

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ 2014 წელს დაარსდა. დაარსების დღიდან მოყოლებული დაეხმარა ათასამდე მზრუნველობამოკლებულ პირს საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებით, უფასო სამედიცინო კვლევების უზრუნველყოფით და სხვა საჭირო აქტივობით. 

2016 წლის ივნისის საქველმოქმედო აქცია

2016 წლის ივნისის საქველმოქმედო აქცია

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ ივნისის თვეში მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა.  პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ბენეფიციარებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს  მათთვის საჭირო საკვები პროდუქტები და ტკბილეული გადაეცათ.[more] „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ აპრილის და მაისის თვეშიც ტრადიციულად განახორციელა სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობა : აპრილის თვეში დავეხმარეთ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს. ოთხი შვილის დედას. მათ საყოფაცხოვრებო ტექნიკის არ ქონის გამო ძალიან უჭირდათ ცხოვრება. ჩვენ  შევუძინეთ სარეცხი მანქანა, რათა შეგვემსუბუქებინა მრავალშვილიანი დედის ცხოვრების ყოფითი  პრობლემები.მაისის თვეში ფულადი დახმარება აღმოვუჩინეთ გოგიბერიშვილების ოჯახს. ოჯახის ორივე წევრი, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან და გადაადგილდებიან ეტლით, საჭიროებდნენ მკურნალობას. ამისთვის კი “ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა გაიღო მკურნალობის ხარჯი. „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ მუდმივად ეწევა სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობებს, რომელიც მომავალშიც ასევე აქტიურად გაგრძელდება. 

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ “ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელს“ ესტუმრა

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ “ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელს“ ესტუმრა

2015 წლის დეკემბრის საქველმოქმედო აქცია.„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ „ფრესკოს“ მომხმარებლების მონაწილეობით დეკემბრის თვეში მორიგი აქცია ჩაატარა. ფონდის წარმომადგენლები“ „ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელს” ესტუმრნენ, [more] მათ გადაეცათ პროდუქტები, სარეცხი საშუალებები და სხვა. „ეს-ო-ეს ბავთა სოფელის“ ბენეფიციარების სახელით მადლობას გიხდით იმ ქველმოქმედებისთვის, რომელიც თქვენ, ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო ფრესკოს სუპერმარკეტებში სიარულით გაწიეთ, ეს არ არის მხოლოდ „ფრესკოს“ მიერ გაწეული ქველმოქმედება, ეს არის თქვენი, ჩვენი ყველა მომხმარებლის წვლილი ძალიან კეთილ საქმეში.

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი "სიკეთის ლამპარს" ესტუმრა

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი "სიკეთის ლამპარს" ესტუმრა

2015 წლის ოქტომბრის საქველმოქმედო აქცია.„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ „ფრესკოს“ მომხმარებლების მონაწილეობით მორიგი აქცია ჩაატარა. ფონდის წარმომადგენლები მოხუცთა და ინვალიდთა სახლს „სიკეთის ლამპარს“ ესტუმრნენ [more] და პროდუქტით, ტკბილეულითა და საჭირო ნივთებით მოამარაგეს.„სიკეთის ლამპარის“ ხანდაზმულთა სახელით მადლობას გიხდით იმ ქველმოქმედებისთვის, რომელიც თქვენ, ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო ფრესკოს სუპერმარკეტებში სიარულით გაწიეთ, ეს არ არის მხოლოდ „ფრესკოს“ მიერ გაწეული ქველმოქმედება, ეს არის თქვენი, ჩვენი ყველა მომხმარებლის წვლილი ძალიან კეთილ საქმეში.      

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის ღონისძიება

ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის ღონისძიება

„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ ფრესკოს მომხმარებლების მონაწილეობით ჩაატარა მორიგი საქველმოქმედო აქცია. სექტემბრის  თვეში მომხმარებლებისგან შემოსული თანხა მოხმარდა  „პირველი ნაბიჯი საქართველოს“ ბენეფიციარებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, რომელთაც საჭირო საკვები პროდუქტები და ტკბილეული გადაეცათ.ბავშვების სახელით დიდ მადლობას გიხდით იმ ქველმოქმედებისთვის, რომელიც თქვენ, ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო ფრესკოს სუპერმარკეტებში სიარულით გაწიეთ, ეს არ არის მხოლოდ ფრესკოს მიერ გაწეული ქველმოქმედება, ეს არის თქვენი, ჩვენი ყველა მომხმარებლის წვლილი ძალიან კეთილ საქმეში.