„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ 2014 წელს დაარსდა. დაარსების დღიდან მოყოლებული დაეხმარა ათასამდე მზრუნველობამოკლებულ პირს საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებით, უფასო სამედიცინო კვლევების უზრუნველყოფით და სხვა საჭირო აქტივობით.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯები დაუფარა რამდენიმე ბენეფიციარს, რომელთაც მომართეს ფონდს დახმარების თხოვნით.ვუსურვებთ თითოეულ ბენეფიციარს ჯანმრთელობას
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა ივლისის თვეში დახმარება გაუწია უფასო სასადილო „კათარზის“. ფონდის მიერ მოხდა სოციალურად დაუცველი ხანდაზმულებისათვის სადილის დაფინანსება. 450 ბენეფიციარს მიეწოდა როგორც მზა სადილი, ასევე მშრალი პროდუქტების ნობათი.
ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა დღის ცენტრს "მომავლის გზას" საჩუქრად გადასცა სათამაშოები, სასრიალო, კალათბურთის ფარი და ა.შ დღის ცენტრს, სოციალურად დაუცველი ოჯახებში მცხოვრები 70 მდე ბავშვი სტუმრობს, სადაც ისენი იღებენ დამატებით განათლებას, დადიან სხვადასხვა წრეზე და ა.შ
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა 120 მდე სოციალურად დაუცველ პირს უფასო სასადილო "სოციალურ სახლში" უმასპინძლა
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი დედათა და ბავშთა თავშესაფარს ესტუმრა.ფონდის წარმომადგენლებმა თავშესაფარში მცხოვრებ ქალბატონებს დედის დღე და 8 მარტი მიულოცეს.¶ საჩუქრად გადაეცათ თავის მოვლის საშუალებების ნაკრები და თაიგული.¶
" ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა" იანვრის თვეში დახმარება გაუწია უფასო სასადილოს "კათარზის", სადაც დღის განმავლობაში საკვებს იღებს ასობით ხანდაზმული. ფონდის მიერ დაფინანსდა მათი დღის კვება.დღევანდელ გარემოში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მცირედი დახმარების გაწევაც კი ჩვენი ხანდაზმულებისათვის.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლები დედათა და ბავშვთა თავშესაფარს ესტუმრნენთავშესაფარს გადაეცა საახალწლო საჩუქრები, პატარებისათვის საჭირო ნივთები და ტკბილეული.¶ მოცემული თავშესაფრის მაცხოვრებლებისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის თანადგომა.¶
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი ყოველთვიურად უწევს დახმარებას ადამიანებს, რომლებიც მიმართავენ ფონდს და უზიარებენ მათ სოციალურ პრობლემებს.ოქტომბრის თვეში, ფონდმა არაერთ პირს გაუწია დახმარება, რომელთაც ჰქონდათ მძიმე ჯანმრთელობის პრობლემები
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლები ნოემბრის თვეში კვლავ ესტუმრნენ მოხუცთა თავშესაფარს "სიკეთის ლამპარს" და გადასცეს მათთვის საჭირო პროდუქტები
ნოემბრის თვეში, ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა გაუწიოა ფინანსური დახმარება სოფო იაშვილს, რომელიც ავარიაში მოხვედრის შემდგომ, საჭიროებს რეაბილიტაციას და აქვს მძიმე დაზიანებები.ვუსურვებთ სოფოს მალე გამოჯანმრთელებას
„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ ოქტომბრის თვეში მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა - 5 სოციალურად დაუცველ ოჯახს საკვები პროდუქტები გადაეცათ საჩუქრად.„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ მუდმივად ეწევა სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობებს, რომელიც მომავალშიც ასევე აქტიურად გაგრძელდება.
"ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის" წარმომადგენლები ესტუმრნენ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს.ოჯახებს გადაეცათ მათთვის საჭირო პროდუქტები და პატარებს კი მათთვის საყვარელი ტკბილეული.