„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ 2014 წელს დაარსდა. დაარსების დღიდან მოყოლებული დაეხმარა ათასამდე მზრუნველობამოკლებულ პირს საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებით, უფასო სამედიცინო კვლევების უზრუნველყოფით და სხვა საჭირო აქტივობით.
2017 წლის სექტებრის საქველმოქმედო აქცია.„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ კვლავ აგრძელებს აქტიურ ქველმოქმედებას „ფრესკოს“ მომხმარებლების მონაწილეობით. სექტემბრის თვეში ფონდის წარმომადგენლები ესტუმრნენ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს , სადაც 30 მდე პატარას მიულოცეს ახალი სასწავლო წლის დაწყება. საჩუქრად ბავშვებს გადაეცათ სასკოლო ჩანთები და საკანცელარიო ნივთები. "ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი" ყოველთვიურად აგრძელებს საქველმოქმედო აქტივობების განხორციელებას.
„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა - "ავღანეთისა და სხვა ომების მეომართა დახმარების საერთაშორისო ფონდის" 10 ბენეფიციარ ვეტერანს პროდუქტები გადასცა საჩუქრად. „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ მუდმივად ეწევა სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობებს, რომელიც მომავალშიც ასევე აქტიურად გაგრძელდება.
2017 წლის ივლისის საქველმოქმედო აქცია„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ მორიგი აქცია ჩაატარა. ფონდის წარმომადგენლები მოხუცთა და ინვალიდთა სახლს „სიკეთის ლამპარს“ ესტუმრნენ და პროდუქტით, ტკბილეულითა და საჭირო ნივთებით მოამარაგეს.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა ივნისის თვეში მორიგი საქაველმოქმედო ატივობა განახორციელა , ფონდმა "მომავლის გზის" ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს ბედნიერი დღე აჩუქა. ფონდის მიერ ორგანიზებულ ექსკურსიაზე, პატარებმა მოინახულეს: სვეტიცხოვლის ტაძარი, ანტიოქიის დედათა მონასტერი, სამთავროს ტაძარი, დღის ბოლოს კი ბუნებაში სასიამოვნო დრო გაატარეს. „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ მუდმივად ეწევა სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობებს, რომელიც მომავალშიც ასევე აქტიურად გაგრძელდება.
„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ ივნისის თვეში მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა - ბავშვთა დღის აღსანიშნავად სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ბავშვებისათვის შექმნილ ხელოვნების სკოლას ეწვია და საჩუქრად გადასცა მათთვის საჭირო სამუშაო მასალები. . „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ მუდმივად ეწევა სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობებს, რომელიც მომავალშიც ასევე აქტიურად გაგრძელდება.
„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“მაისის თვეში მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა -სოციალურად დაუცველ 6 მცირეწლოვან ბავშვიან ოჯახს საკვები პროდუქტები, სათამაშოები და სხვა საჩუქრები გადასცა. „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ მუდმივად ეწევა სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობებს, რომელიც მომავალშიც ასევე აქტიურად გაგრძელდება.
„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ აპრილის თვეში მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა - 5 სოციალურად დაუცველ ოჯახს პროდუქტები და ტკბილეული გადასცა საჩუქრად. „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ მუდმივად ეწევა სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობებს, რომელიც მომავალშიც ასევე აქტიურად გაგრძელდება.
„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ მარტის თვეში მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა - ბერი ანდრიას სახელობის სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა სარეაბილიტაციო სახლს ესტუმრა და პატარებს საკვები პროდუქტები გადასცა. ბერი ანდრიას ფონდი „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ მუდმივად ეწევა სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობებს, რომელიც მომავალშიც ასევე აქტიურად გაგრძელდება.
„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა“ იანვარის თვეში მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა - 6 სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს მათთვის საჭირო საკვები და საყოფაცხოვრებო პროდუქტები გადაეცათ.„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ მუდმივად ეწევა სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობებს, რომელიც მომავალშიც ასევე აქტიურად გაგრძელდება.
"ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა" მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა - სოციალურად დაუცველი ოჯახების პატარა წევრებს საახალწლო სურვილები აუსრულა. ბავშვებს, საზეიმო გარემოში ფონდისგან საჩუქრად საჩუქრები და ტკბილეული გადაეცათ.„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ მუდმივად ეწევა სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობებს, რომელიც მომავალშიც ასევე გაგრძელდება. ჩვენი მიზანია მცირედი წვლილი შევიტანოთ მათ დახმარებაში ვისაც ეს ძალიან სჭირდება.
„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა" ნოემბრის თვეში მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა - პროექტი "ბედნეირი ღიმილის" ფარგლებში, ფონდმა კოჯრის შშმპ ბავშთა სახლის 25 ბენეფიციარს სტომატოლოგიური მომსახურება დაუფინანსა.„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ მუდმივად ეწევა სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობებს, რომელიც მომავალშიც ასევე გაგრძელდება. ჩვენი მიზანია მცირედი წვლილი შევიტანოთ მათ დახმარებაში ვისაც ეს ძალიან სჭირდება.
„ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა" ოქტომბრის თვეში მორიგი საქველმოქმედო აქცია განახორციელა, რომლის ფარგლებში 16 სოციალურად დაუცველ ბავშვს, ზამთრისთვის, თბილი ქურთუკები გადაეცათ. „ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი“ მუდმივად ეწევა სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობებს, რომელიც მომავალშიც ასევე გაგრძელდება. ჩვენი მიზანია მცირედი წვლილი შევიტანოთ მათ დახმარებაში ვისაც ეს ძალიან სჭირდება