ფონდმა ახალგაზრდა მოსწავლეს ნიკოლოზ გ.რომელიც გამოირჩევა ინტელექტუალური უნარებით და არის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული, მისი სწავლის საფასურის თანხის მობილიზებაში ფონდმა შეიტანა წვლილი
გილოცავთ ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი, ტრადიციულად "მომავლის გზის" დღის ცენტრს ესტუმრა, ცენტრის ბავშვებს გადაეცათ საჩუქრები, ასევე გავუმასპინძლდით გემრიელი საკვებითა და ტკბილეულით.
განსაკუთრებული განწყობა შეიქმნა მხიარული გმირების მონაწილეობით, რომლებმაც პატარებს სიყვარულით სავსე, დაუვიწყარი დღე აჩუქეს.
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი, კვლავ ესტუმრა მოხუცთა თავშესაფარს სადაც 20 მდე ხანდაზმული ცხოვრობს და ღებულობს სამედიცინო დახმარებას. ფონდმა თავშესაფარს გადასცა პროდუქტები და ტკბილეული.
ვუსურვებთ ყველა ხანდაზმულს ბედნიერ სიბერეს
ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ფრესკოს საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენლები უფასო სასადილოს ესტუმრნენ. მათ განსაკუთრებული სითბოთი მიულოცეს დღესასწაული იმ ხანდაზმულ ქალბატონებს, რომლებიც ყოველდღიურად სტუმრობენ სასადილოს და ცენტრს გადასცეს ტკბილეული და სხვადასხვა საკვები პროდუქტი
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდი თებერვლის თვეში 12 წლის ლექსოს ესტუმრა, ლექსო დედასთან და 16 წლის ძმასთან გიორგისთან ერთად ცხოვრობს, რომელსაც ცერემბრალური დამბლის დიაგნოზი აქვს და მუდმივად საჭიროებს მედიკამენტსა და მხარდაჭერას. ფონდმა, სოციალურად დაუცველი ოჯახი მათთვის საჭირო საკვები პროდუქტებით მოამარაგა
ფრესკოს საქველქმოქმედო ფონდმა დახმარება გაუწია სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს, რომელსაც საჩუქრად გადაეცა საახალწლო საჩუქრები და პროდუქტები
ფრესკოს საქველმოქმედო ფონდმა, ივლისის თვეში თავისი წვლილი შეიტანა პატარა, 6 წლის ვატო ფუტკარაძისათვის ფინანსების მობილიზებაში. ვატოს სასწრაფოდ ესაჭიროება გულის გადანერგვა და ემზადება საზღვარგარეთ გასამგზავრებლად.