სიახლეები
მარწყვის ტარტი

მარწყვის ტარტი

404 image

შეიძინეთ ფრესკოს ქსელის ნებისმიერ სუპერმარკეტში მარწყვი და მოამზადეთ უგემრიელესი დესერტი:მარწყვის ტარტი საჭირო ინგრედიენტებიცომი:ფქვილი - 250 გრკარაქი - 150 გრკვერცხის გული - 2 ცალიშაქრის ფხვნილი - 100 გრმარილი - 5 გრსოდა - 5 გრცივი წყალი - 2-3 ს/კკრემი:რძე - 500 მლკვერცხი - 2 ცალიშაქარი - 150-200 გრფქვილი - 70 გრკარაქი - 150 გრმოსართავად:მარწყვი - 500 გრვამზადებთ ცომს :გადავურიოთ მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთს, ჩავყაროთ ცივი კარაქის კუბები და მოვამზადოთ ფხვიერი მასა, დავუმატოთ კვერცხის გული, გადავურიოთ და საჭიროების შემთხვევაში ცომის შესაკრავად დავუმატოთ ცივი წყალი. მოვზილოთ ცომი, მოვათავსოთ საკონდიტრო პარკში და შევდოთ მაცივარში 30-40 წუთი.ცივი ცომი გადმოვიღოთ და გავაბრტყელოთ 3-4 მმ სისქემდე, მოვათავსოთ 24-26 დიამეტრის ტარტის ფორმაზე. გული დავჩხვლიტოთ ჩანგლით, ტარტზე მოვათავსოთ პერგამენტის ქაღალდი და ჩავყაროთ შიგნით ლობიო ან წიწიბურა, რათა გამოცხობის დროს გული არ ამოიბეროს.15 წუთი ვაცხობთ 200 გრადუსზე, შემდგომ მოვხსნით პერგამენტზე მოთავსებულ სიმძიმეს და კიდევ 15 წუთი გავაგრძელებთ ცხობის პროცეს, ცხობის დრო დამოკიდებულია თქვენი ღუმელის სიმხურვალეზეც.გამზადებულ ტარტს აწყობამდე კარგად გავაგრილებთ.კრემი:ვამზადებთ ტრადიციულ მოხარშულ კრემს: შაქარს დავუმატებთ კვერცხს გადავურევთ , დავუმატებთ ფქვილს და კარგად გავხსნით ინგრედიენტებს. დავამატებთ შემთბარ რძეს, ინგრედიენტებს გადავურევთ რძეში და მოვათავსებთ თასს დაბალ ცეცხლზე, ვურევთ შესქელებამდე.მიღებულ მასას გავაგრილებთ და ცივ კრემს დავუმატეთ კარაქს/ვანილს.აწყობა:გამომცხვარ ტარტში მოვათავსებთ კრემს და ზემოდან მოვრთავთ მარწყვით

მსგავსი სიახლეები
ყველას ნახვა
404 image

როგორ გახდე "ფრესკოს" მომწოდებელი?

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ მომხმარებელს პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს.  ამჟამად „ფრესკოს“ სუპერმარკეტებში 25 000-ზე მეტი დასახელების ასორტიმენტული ერთეულია  წარმოდგენილი.[more]  „ფრესკო“ თანამშრომლობს, როგორც უცხოელ მომწოდებლებთან, ასევე ადგილობრივ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მწარმოებლებთან. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ საქონლის ასორტიმენტის ზრდაზე და ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შესაძლებლობას ვაძლევთ გახდეს სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ მომწოდებელი. მომწოდებელთა შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება შემდეგ კრიტერიუმებს:  მომწოდებლის მიერ შემოთავაზებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ხარისხის სტანდარტს და ჰქონდეს ხარისხის შესაბამისობის სერთიფიკატი; სასურველია მომწოდებელი იყოს დღგ-ს გადამხდელი; თუკი გადაწყვიტეთ გახდეთ „ფრესკოს“ მომწოდებელი უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები: პროდუქციის ფასების ჩამონათვალი სადისტრიბუციო ფასით (სასურველია პროდუქციის კატალოგი); იურიდიული მონაცემები; დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ: +995 32 2 90 79 07 (110) ელ-ფოსტა: commerce@fresco.geკომერციული (შესყიდვების) განყოფილება გამოიყენეთ  შანსი და გახდით „ფრესკოს“ პარტნიორი!